.... (H-1759), XIX ს.

699. ესე ყველაი ასრეა, რაცა აწ ჩემგან თხრობილა ცრემლნი მოსწურნა თვალთაგან, ცოტადრე მოაცნობილა მაშინღა იცნა აკოცა, მოეჭდო მოეძმობილა ვიმოწმებ ღ~თსა ცხოველსა, მათებრივ არვინ შობილა

700. უთხრა ძმაო არ გიტყუო, გიყავ რაცა შემოგფიცე გნახე სულთა გაუყრელმან, ფიცი ასრე დავამტკიცე აწ დამეხსენ სიკუდილამდის, ვიტირო და თავსა ვიცე მაგრა გვედრებ დამარხვასა, მხეცთ საჭმელად არ მივიცე

701. ყმამან უთხრა რაშიგან ხარ, შენ საქმესა რად იქ ავსა ვინ მიჯნური არ ყოფილა, ვის სახმილი არა სწვავსა ვის უქნია შენი მსგავსი, სხვათა კაცთა ნათესავსა რად სატანას წაუღიხარ, რად მოიკლავ ნებით თავსა

702. თუ ბრძენი ხარ ყოვლნი ბრძენნი, აპირებენ ამა პირსა ჴამს მამაცი მამაცური, სჯობს რაზომცა ნელად ტირსა ჭირსა შიგან გამაგრება, ისე უნდა ვით ქვითკირსა თავისისა ცნობისაგან, ჩავარდების კაცი ჭირსა

703. ბრძენი ხარ და გამორჩევა, არა იცი ბრძენთა თქმულებ მინდორს ტირ და მჴეცთა, ახლავ რას წადილსა აისრულებ ვისთვის კვდები ვერ მიხვდები, თუ სოფელსა მოიმდურვებ თავსა მრთელსა რად შეიკრავ, წყლულსა ახლად რად იწყლულებ

704. ვინ არ ყოფილა მიჯნური, ვის არ სახმილნი სდებიან ვის არ უნახვან პატიჟნი, ვისთვის ვინ არა ბნდებიან მითხარ უსახო რა ქნილა, სულნი რად ამოგხდებიან არ იცი ვარდნი უეკლოდ, არავის მოუკრებიან

705. ვარდსა ჰკითხეს ეგზომ ტურფა, რამან შეგქმნა ტანად პირად მიკვირს რად ხარ ეკლიანი, პოვნა შენი რადგან ჭირად მან თქვა ტკბილსა მწარე ჰპოვებს, სჯობს იქნების რაცა ძვირად ოდეს ტურფა გაიეფდეს, არღარა ღირს არცა ჩირად

706. რადგან ვარდი ამას იტყვის, უსულო და უასაკო მაშა ლხინსა ვინ მოიმკის, პირველ ჭირთა უმუშაკო უბოროტო ვის ასმია, რაცა კარგი საეშმაკო რად ემდურვი საწუთროსა, რა უქნია უარაკო

707. ისმინე ჩემი თხრობილი, შეჯე წავიდეთ ნებასა ნუ მიყოლიხარ თავისა, თათბირსა გაგონებასა რაცა არ გწადდეს იგი ჰქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა ასრე არ სჯობდეს არ გეტყვი, რად მეჭუ რასაცა თნებასა

708. მან უთხრა ძმაო რა გითხრა, ძვრაცა არ ძალმიც ენისა ძალი არა მაქვს ტყვექმნილსა, შენთა სიტყვათა სმენისა რად ადვილად გჩანს მოთმენა, ჩემთა სასჯელთა თმენისა აწ მივსწურვილვარ სიკვდილსა, დრო მომეახლა ლხენისა

709. ამას მოკვდავი ვილოცავ, აროდეს ვითხოვ არ ენით აქა გაყრილნი მიჯნურნი, მუნამცა შევიყარენით მუნ ერთმანერთი კვლა ვნახეთ, კვლავ რამე გავიხარენით მოი მოყვრეთა დამმარხეთ, მიწანი მომაყარენით

710. საყვარელმან საყვარელი, ვით არ ნახოს ვით გაწიროს მისკენ მივალ მხიარული, მერმე იგი ჩემ კერძ იროს მივეგებვი მამეგებოს, ამიტირდეს ამატიროს ჰკითხე ასთა ქენ გულისა, რა გინდ რა ვინ გივაზიროს

711. მართ გარდაწყვეტით იცოდი, გეტყვი მართალსა პირასა სიკუდილი მახლავს დამეხსენ, ხანსაღა დავყოფ მცირასა არ ცოცხალ ვიყო რას ვაქმნევ, რა დავრჩე ხელსა მხდი რასა დამშლიან ჩემი კავშირნი, შეჰვრთვიან სულთა სირასა

712. რა სთქჳ რას იტყვი არ მესმის, არცა მცალს სმენად მაგისად სიკუდილი მახლავს ხელქნილსა, სიცოცხლე არის წამისად აწ გამიარმდა სიცოცხლე, მეტად ყოვლისა ჟამისად მუნ მეცა მივალ ცრემლისა, მიწად სად გამდის ღამი სად

713. ბრძენი ვინ ბრძენი რა ბრძენი, ხელი ვითა იქმს ბრძნობასა ეგ საუბარი მაშინ ხამს, თუცაღა ვიყო ცნობასა ვარდი ვერ არის უმზეოდ, იყოს დაიწყებს ჭკნობასა მაწყენ დამეხსენ არა მცალს, არცაღა ვახლავ თმობასა

714. კულავ ეუბნების ავთანდილ, სიტყვითა მრავალ ფერითა ეტყვის რამ მოკუდე გერგების, სიტყვითა რა ოხერითა ნუ იქ არა სჯობს საქმითა, ნუ ხარ თავისა მტერითა ვერ წაიყვანა ვერა ქმნა, სიტყვითა ვერა ვერითა

715. მერმე უთხრა აჰა რადგან, არ მამისმენ არას არა არას გაწყენს ენა ჩემი, აქამდისცა ცუდად მცდარა თუ სიკუდილი გიჯობს მოჰკვდე, ვარდი დაჭკნეს დაცამჭკნარა ერთსა რასმე გიაჯები, მიყავ ცრემლი ამდუღარა

716. სადა ინდონი ბროლ ვარდსა, სარვენ გიშრისა სარითა მას მოვეშორვე წამოვე, სიჩქარით არ სიწყნარითა ვერ დამიჭირა მეფემან, მშობლურად საუბარითა შენ არ შემიყრი გამიყრი, აწ ჩემი ლხინი ვსთქვა რითა

717. ნუ გამგზავნი გულ მოკლულსა, ერთი მიყავ საწადელი ერთხელ შეჯე ცხენოსანი, გნახო ჩემი სულთა მდგმელი ნუთუ მაშინ მოვიქარვო, სეუდა ესე აწინდელი მე წავალ და შენ დაგაგდებ, იქნას შენი საწადელი

718. ეხვეწებოდა შეჯეო, აჯას ხვეწნითა არვებდა იცოდა რომე შეჯდომა, კაეშანს მოაქარვებდა ლერწმისა სარსა დასდრეკდა, გიშერსა დააკარვებდა დაიმორჩილა იამა, არ ივაგლახა არ ვებდა