.... (H-1759), XIX ს.

661. მე რა ვქნა შენად შეყრამდე, ანუ რას მეჭვდე ლხენასა თავსა მოვიკლავ მე თუმცა, შენგან არ ვეჭვდე წყენასა მაგრა შენ გაწყენ ჩემისა, არ სიცოცოხლისა სმენასა მოდი და მივსცნე ცოცხალმან, თვალნი ცრემლისა დენასა

662. ტირს იტყჳს დადვა კეშანი, ლახვარმან ჩემთვის ათმანო ჰინდოთა რაზმან ჩემად კულად, თქვა ესე ტევრი ვთხზა თმანო თვალთა გიშერი აშვენებს, რად მამკლა სათმანო ბაგე კბილო და თვალ წარბო, მამცემდი პატიჟთა თმანოსათმან

663. იტყვის ჱე მზეო ვინ ხატად, გთქვის მზიანისა ღამისად ერთარსებისა ერთისა, მის უჟამოსა ჟამისად ვის მორჩილობენ ციერნი, ერთის იოტის წამისად ბედსა ნუ მიქცევ მიაჯე, შეყრამდის ჩემად და მისად

664. ვის ხატად ღ~თისად გიტყვიან, ფილასოფოსნი წინანი შენ მიშველე რა ტყვექმნილსა, ჯაჭვნი მაბიან რკინანი ბროლ ბალახშისა მძებნელმან, სათნი დავჰკარგე, მინანი მაშინ ვერ გავსძელ სიახლე, აწ სიშორესა ვინანი

665. ამას მოსქმიდის იწოდის, ვითა სანთელი დნებოდის დაყოვნებისა მოშიში, ისწრაფდის იარებოდის რა შეუღამდის ვარსკვლავთა, ამოსულა იამებოდის მას ამსგზავსებდის ილხენდის, უჭვრეტდის ეუბნებოდის

666. მთვარესა ეტყვის იფიცე, სახელი ღ~თისა შენისა შენ ხარ მამცემი მიჯნურთა, მიჯნურობისა სენისა შენ გაქვს წამალი მისისა, მოთმინებისა თმენისა მიაჯე შეყრა პირისა, შენ გამო შენებრ მშვენისა

667. ღამე ალხენდის დღე სჯიდის, ელის ჩასვლასა მზისასა რა წყალი ნახის გარდიხდის, უჭვრეტდის ჭავლსა წყლისასა მას თანა რთვიდის ნაკადსა, სისხლისა ცრემლთა ტბისასა კულავ გაემართის ისწრაფდის, წასლვასა მისვე გზისასა

668. მარტო მოსთქმიდის ტიროდის, ტანად ალვისა ხიანი მინდორს თხა მოკლის სადაცა, ადგილი დახვდის კლდიანი შეწვის სჭამის და წავიდის, პირ მზე გულ მარიხიანი იტყჳს დავჰყარენ ვარდნი, და აჰა მე ვაგლახიანი

669. აწ ვერ ვიტყჳ მაშინდელსა, მე მის ყმისა ნაუბარსა მიუბნობდის რას მოსთქმიდის, რას ტურფასა რაზომ გვარსა ზოგან თოვლი გაეწითლის, ვარდსა ბრჭლითა ნახოკარსა ქვაბნი ნახნა გაეხარნეს, ზე გავიდა ქვაბთა კარსა

670. რა ასმათმან დაინახა, მოეგება ცრემლი სწვთების ვით იამა სიხარულსა, მართ ვეღარას ვერ მიხვდების ყმა გარდახდა მოეხვია, აკოცებს და ეუბნების კაცი კაცსა მოელოდეს, მოსლვა უცხო იამების

671. ყმა ქალსა ეტყვის პატრონი, ნეტარ სად არის და ვითა ქალი ასტირდა ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა ეტყვის რა წახველ გაიჭრა, ქუაბს ყოფა მისჭირდა ვითა აწ მისი არა არ ვიცი, არ ნახვით არ ამბავითა

672. ყმა დაჭმუნდა ვითამც რამე, ჰკრეს ლახვარი გულსა შუა ქალსა ეტყვის აჰა დაო, ეგეთიმცა კაცი ნუა იგი ფიცი ვით გასტეხა, არ ვეცრუე ვით მეცრუა ვერ იქმოდა რად მიქადა, თუ მიქადა რად მიტყუა

673. თუ უმისოდ სოფელს ყოფა, რადგან ჭირად არ მიღირდა რად დავვიწყდი რად მივსცილდი, რად ვერ გაძლო რა მისჭირდა მან გატეხა ზენაარის, რად შემართა ვით გაპირდა მაგრა ავის ბედისაგან, ჩემი რამცა გამიკვირდა

674. კულავ ქალი ეტყვის, მართლა ხარ მაგისა დამძიმებასა მაგრა რა გაბრჭო მართალი, ნუ მეჭუ რასაცა თნებასა არ გული უნდა ფიცის, და პირისა გასრულებასა იგი უგულო მოელის, მართ დღეთა შემოკლებასა

675. გული ცნობა და გონება, ერთმანერთზედან ჰკიდიან რა გული წავა იგიცა, წავლენ და მისკენ მიდიან უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან შენ არ გინახავნ არ იცი, მას რომე ცეცხლნი სწვიდიან

676. შენ უმართლე ხარ ემდურვი, შენ გაეყარე ძმობილსა მაგრა ვით ითქმის ვით გახდა, ვითა გიამბობ ცნობილსა ენა დაშვრების გაცვდების, გულსა შეელმის ლმობილსა ამით მით ვაზრობ მინახავს, მე უბედურსა შობილსა

677. ჯერთ მისი მსგავსი სასჯელი, არცა ვის ამბად სმენია თუ არა კაცთა სასჯელი, ქვათაცა შენაძრწენია დიჯლადცა კმარის მას რომე, თვალთაგან ცრემლი სდენია თვით რაცა ბრძანოთ მართალ ხართ, სხვა სხვისა ომსა ბრძენია

678. წამავალსა ვჰკითხევდი, დამწვარსა ცეცხლ მოდებულსა მოვიდეს რა ქნას ავთანდილ, მისსა დამვედრე დობულსა მიბრძანა მოღმა მნახვიდეს, მე მისთვის გაცუდებულს ამათ არ დავყრი არეთა, არ გავსტეხ მის ქათებულსა

679. მას ზენაარსა არ გაუტეხ, მას ფიცსა არ ვერცუები მად პაემნამდის მოვიცდი, რაზომცა გამსდის რუები თუ მკუდარი მნახოს დამმარხოს, თქვას ვაგლახი და უები ცოცხალი დავხვდე უკვირდეს სიცოცხლე არს სათუები

680. ჩემთვის გარდახდა მას აქათ, გაყრა მზისა და ქედისა ოდენ მოდენა ცრემლისა, მოსჭირს ველთა მოსალბედისა მსჯის გამრავლება ხელქმნისა, სულთქმისა ზედა ზედისა დავვიწყებივარ სიკუდილსა, ნახე ნაქმარი ბედისა