... (Q-1335), XVIII ს.

664. მე მეწყინა აღარა ვთქვი ფიცხლად გარე შემოვბრუნდი უკუყივლე აწ გამოჩნდეს არ მინდოდეს ვისცა უნდი ქალი ომსა რაგუარ მაწვევ აგრე ვითა დაუძაბუნდი შინა მიველ მოკულა მისი დავაპირე არ დავყმუნდი

665. ასსა უბრძანე მონასა მონასა საომრად დაემზადენით შევსხედით გავლეთ ქალაქი არავის გავეცხადენით კარავსა შეველ იგი ყმა ვითა წუა ზარამც თქმად ენით უსისხლოდ მოვკალ იგი გლახ თუცა ჴმა და სისხლსა დადენით

666. კარვის კარი ჩახლათული ჩავსჭერ გავაქარაბაკე ყმასა ფერჴთა მოვეკიდე თავი სუეტსა შეუტაკე წინა წოლთა დაიზახეს გლოვა მიხუდა საარაკე ცხენსა შევჯე წამოცაველ ჯაჭვი მეცვა საკურტაკე

667. ჴმა დამივარდა შეიქნა ზახილი მოსაწევარი წამოველ წევნა დამიწყეს დავჰჴოცე ჩემი მდევარი ქალაქი მქონდა მაგარი მტერთაგან მოურევარი მუნ შიგან შეველ მშვიდობით ამოდ იგივე მე ვარი

668. კაცი გავგზავნენ ვაცნობე ყოვლგნით ლაშქარსა ყველასა აქა მომართეთ ვინცაღა ჩემსა იქმოდეთ შველასა არ გაწყდა მოსლვა მდევართა ღამესა დია ბნელასა ჩემი რა ცნიან სცუიდიან თავებსა მათსა მრთელასა

669. ცისკრად ავდეგ შევეკაზმე რა გათენდა ღამე დილად ვნახენ სამნი დიდებულნი მეფისაგან მოგზავნილად ებრძანა თუ ღ~თნ იცის გამეზარდე ვითა შვილად ჩემი ასრე რად შესცვალე სიხარული სიმძიმილად

670. ხუარაზმშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე თუ ჩემი ქალი გინდოდა რად არა შემაგებინე მე ბერსა შენსა გამზრდელსა სიცოცხლე მაარმებინე დღე სიკვდილამდის შენიცა თავი არ მაახლებინე

671. მე შეუთვალე მეფეო ვარ უმაგრესი რვალისა თუ არ რად მიშლი სიკვდილსა ცეცხლი სირცხვილთა ალისა მაგრა თუით იცით ჴელმწიფე ჴამს მქნელი სამართალისა მე თქვენმან მზემან მაშორვოს ნდომა თქვენისა ქალისა

672. იცით ჰინდოთა სამეფო რა ზომი სრა საჯდომია ერთი ღა მე ვარ მემკვიდრე ყველაი თქვენ მოგხდომია ამოსწყდა მათი ყველასი მამული შენ დაგრჩომია დღესამდის ტახტი უჩემო არავის არ მონდომია

673. ვერ გათნევ თქვენმან კეთილმან აწ ეგრე არ მართალია ღ~თნ არ მოგცა ყმა შვილი გიზის ერთაი ქალია ხუარაზმშა დასვა ჴელმწიფედ დამრჩების რა ნაცვალია სხუა მეფე დაჯდეს ჰინდოეთს მე მერტყას ჩემი ჴრმალია

674. შენი ქალი არად მინდა გაათხოვე გამარიდე ინდოეთი ჩემი არის არვის მივსცემ ჩემგან კიდე ვინცა ჩემსა დამეცილოს მისით მასცა ამოვფხურიდე სხუად მეშველსა გარეგანსა მომკალ ვისცა ვინატრიდე

ამბვისა ცნობა ტარიელისაგან ნესტან დარეჯანის დაკარგუისა

675. ესე კაცნი გამეგზავნნეს გონებასა გავეშმაგე რომე მისი ვერა მეცნა ამას უფრო დავედაგე მას ზღუდესა გარდავადეგ მინდორთაკენ რომე ვაგე მესმა საქმე საშინელი თუცა თავი ვერ წავაგე

676. გამოჩნდეს ორნი ქვეითნი მე მივეგებე წინარე ქალი ჰყვა ერთსა მონასა ვცანმცა თუ მოღმა ვინ არე თავ გაგლეჯილი ასმათი პირსა სისხლ ჩამომდინარე აღარ მიყივლა ღიმილით და არცა გამიცინარე

677. იგი ვნახე დავებნივე გონებანი გამეშმაგნა შორით უჴმე რაშიგან ვართ ანუ ცეცხლმან რათ დაგუდაგნა მან საბრალოდ შემომტირნა ძლივ სიტყვანი გამოაგნა მითხრა ღ~თნ სიმგრგვლე ცისა ჩვენთვინ რისხვით წამოგრაგნა

678. ახლოს მიველ კვლაცა ვკითხე რაშიგან ვართ თქვი მართალი კვლავ საბრალოდ ამიტირდა კვლავ მოედვა ამათ ალი დიდხან სიტყვა ვერა მითხრა მისთა ჭირთა ნაათალი მკერდსა წითლად უღებავიდა სისხლი ღაწვთა ნაწვეთალი

679. მერმე მითხრა მოგახსენებ ესე რადმცა დაგიმალე მაგრამ ვითა გაგახარნე შენცა აგრე შემიწყალე თუ მაცოცხლებ ნუ დამარჩენ შემიწყალე შემიბრალე დამხსენ ჩემსა საწუთროსა ღ~თსა {შენსა} მიავალე

680. მიანბა ოდეს სასიძო მოკალ და ჴმა დაგივარდა მეფესა ესმა აიჭრა მართ მისგან გასატკივარდა შენ დაგიძახნა მიხმეთო ჴმა მაღლად გახმაყივარდა მოგნახეს შინა ვერ გპოვეს მით მეფე გამომჩივარდა

681. ჰკადრეს აქა აღარ არის კარნი სადმე გაუვლიან მეფე ბრძანებს ვიცი ვიცი მეტად კარგად შემიგიან მას უყვარდა ქალი ჩემი სისხლნი ველთა მოუღურიან რა ნახიან ერთმან ერთი არ შეხედვა ვერ დათმიან

682. აწ თავმან ჩემმან მას მოუკლავ ჩემად დად ვინცა მადესა მე ღ~თსა უთხარ დაუბამს მას ეშმაკისა ბადესა მათ ბოზ კუროთა ასეთი რა მისცეს რა უქადესა თუ დავარჩინო ღ~თი ვგმო მისად პატიჟად მზადესა