... (Q-376), XIX ს.

663. შესთუალა მეფე უკადრი, ხარმცა მორჭმით და დიდობით. ამა საქმესა ვიკადრებ, შიშით კრძალჳთ და რიდობით. მის ყმისა ვერას ვერ მცნობი, ვუჴმობდი თავსა ფლიდობით. აწ ვჰსცან და გაცნევ ყუჱლასა, მოვალ შუჱბით და მშჳდობით:-

664. როსტევან მეფე უკადრი, მორჭმული შეუპოველი. შერმადინ მოციქულობა, თჳთ მოახსენა ყოველი. ავთანდილ მოვა წინაშე, მის ყმისა ვისმე მპოველი. ჰბრძანა ვჰსცან ჩემი ღ~თისაგან, სააჯო და სათხოველი:-

665. თინათინს ჰკადრა შერმადინ, ნათელსა მას უღამოსა. ავთანდილ მოვა წინაშე, გჰკადრებს ჰამბავსა ჰამოსა. იგი მით აკრთობს ელუასა, მართ მზისა შესაბამოსა. შერმადინ ნიჭით აღავსო, მისი ყველაი დამოსა:-

666. მეფე შეჯდა გაეგება, ყმასა მუნით მომავალსა. ამას პირმზე მეფისაგან, ივალებდა დიდსა ვალსა. მიეგება მოეგება, მხიარული გულმხურვალსა. დიდებულთა ჯარისაგან, ვერ მოჰკრიან ზოგნი თვალსა:-

667. რა მიიახლა გარდახდა, ყმამ თაყუანიჰსცა მეფესა. აკოცა როსტენ მიმხუდარმან, ნიშატთა სიიეფესა. გულმხიარულნი ჰშუჱბულნი, მივლენ დარბაზსა სეფესა. მის ყმისა მოსლუა უხარისთ, ყოვლთა ვით ვარდის მკრეფესა:-

668. მას ავთანდილ თაყუანიჰსცა, ლომთა ლომმან მზეთა მზესა. მუნ ბროლი და ვარდ გიშერი, გაეტურფა სინაზესა. პირი მისი უნათლეა, სინათლესა ზესთა ზესა. სახლ სამყოფი არა ჰმართებსთ, ცამცა გაიდარბაზესა:-

669. მას დღე დაჰსხდეს ნადიმობად, გაამრავლეს სმა და ჭამა. ყმასა მეფე ასე უჭურეტს, ვითა შჳლსა ტკბილი მამა. მათ ორთაუჱ აშუჱნებდა, ფიფქსა თოვა ვარდსა ნამა. უხუად გაჰსცეს საბოძუარი, მარგარიტი ვითა დრამა:-

670. სმა გარდახდა თავ თაჳსად, გაიყარნეს მჰსმელნი შინა. დიდებულნი არ გაუშუჱს, ყმა დაისუჱს ახლოს წინა. მეფე ჰკითხავს იგი ჰკადრებს, რაცა ჭირი დაეთმინა. მერმე მის გლახ უცნობოსი, რა ენახა რა ესმინა:-

671. მას ვახსენებდე ნუ გიკჳრსთ, თქმა მჭირდეს მიწყივ ახისა. მზე თუ არს მჰსგავსი მისი და, ანუ მისისა სახისა. ვინ უნახავ ჰქმნის გონება, ყოველთა კაცთა მნახისა. ვარდი დამჭკნარა ეკალსა, შუა გლახ მყოფი ახის ა:-

672. რა ჭირი კაცსა სოფელმან, მოურთოს მოუთმინამან. ქაცჳ ლელწამმან ზაფრანა, იმჰსგავსოს ფერად მინამან. ავანდილ მისმან მჰხსენებმან, ღაწჳ ცრემლითა მინამან. წურილად უამბო ჰამბაჳ, მან მისმან მონასმინამან:-

673. ქუაბნი ომითა წაუხმან, სახლად აქუს დევთა სახლები. საყუარელისა თჳსისა, ქალი ჰყავს გვერდს ნაახლები. ვეფხისა ტყავი აცვია, ცუდად უჩნს სტავრა ნახლები. აღარა ნახავს სოფელსა, ცეცხლი ჰსწუავს ახალ ახლები:-

674. (ა)რა დაასრულა ჰამბაჳ, და საქმე მისის ჭირისა. (ბ)ნახუა მის მზისა ჰსწორისა, ართუ თუალად დუხჭირისა. (დ)ეგე კმა სიმჴნე სიმჴნისა, რადგან ხარ მამხუჱჭირისა. (გ)იამათ ქება ვარდისა, ჴელი მძლედ დანაჭირისა:-

675. გამხიარულდა თინათინ, ამა ჰამბისა სმენითა. მას დღეს იხარებს სმითა და, ჭამისა არ მოწყენითა. კულავ საწოლს დახუდა მის მზისამ მონა სიტყჳთა ბრძენითა. მისულა ებრძანა იამამ თქმა არ ეგების ენითა:-

676. ყმა წაჳდა მხიარული, ლმობიერი არ გამწყრალი. ლომი მინდორს ლომთა თანა, მოარული ფერნამკრთალი. ყმა სოფლისა ხასიათით, ჯავარი და სრული ლალი. მაგრამ ჰქონდა გულისათვის, გული გულზედ განაცუალი:-

677. მზე უკადრი ტახტსა ზედა, ზის მორჭმული არ ნადევრი. წყლად ეფრატსა უხუად ერწყო, ედემს ჰრგული ალვა მჭევრი. ბროლ ბალახშსა აშუჱნებდა, თმა გიშერი წარბი ტევრი. მე ვინ ვაქებ ათინას ბრძენთ, ჰჴამს აქებდეს ენა ბევრი:-

678. ყმა მხიარული წინაშე, დაჰსუა სკამითა თჳსითა. ჰსხენან სავჰსენი ლხინითა, ორთაუჱ შესატყჳსითა. უბნობდენ ლაღნი ტკბილადრე, არა სიტყჳთა მქისითა. უთხრა ჰპოვეა პატიჟნი, ნახე ძებნითა ვისითა:-

679. ჰკადრა რა კაცსა სოფელმან, მიჰსცეს წადილი გულისა. ჰჴსოვნა არა ჴამს ჭირისა, ვით დღისა გარდასრულისა. ვჰპოვე ხე ტანი ალვისა, სოფლისა წყალთა ჰრწყულისა. მუნ პირი მჰსგავსი ვარდისა, მაგრამ აწ ფერნაკრულისა:-

680. მუნ სარო მჰსგავსი ვარდისა, ვნახე მისჭირდა მინები. იტყჳს დავჰკარგე ბროლი და, სად ჰრთავს ბროლსა მბრწყინები. მით ვიწჳ რადგან ჩემებრუჱ ცეცხლი, ჰსწუავს მოუთმინები. მერმე კულავ ჰკადრა ჰამბაჳ, მან მისგან მონასმინები:-

681. სიარულსა თჳსსა ძებნად, სრულ პატიჟთა მოსთულის ჭირსა. მერმე ჰკადრა საწადლისა, ღ~თნ პოვნა ვით აღირსა. საწუთო და სოფელსყოფა, კაცი უჩნსო ვით ნადირსა. ოდენ ხელი მჴეცთა თანა, იარების მინდორს ჰსტირსა:-

682. ნუ მკითხავ ქება რა გკადრო, ჩემგან არ მოიგონების. მისსა მნახავსა ნახული, სხუა აღარ მოეწონების. თუალნი მჭურეტელნი ვით მზისა, მართ სხივსა დაეღონების. ვარდი შექმნილა ზაფრანად, აწ ია შეიკონების:-