... (S-4988), XVII-XVIII სს.

646. მის჻ მეფისა჻ წესი჻ იყო჻ თავი჻ მისი჻ ძვირად჻ ფიცის: თუცა჻ ფიცის჻ და჻ არ჻ გატეხის჻ მასვე჻ წამსა჻ დაამტკიცის: ესე჻ წყრომა჻ მეფისაგან჻ ვისცა჻ ესმა჻ ვინცა჻ იცის: მან჻ უამბო჻ დავარ჻ ქაჯსა჻ ვინ჻ გრძნებითა჻ ცაცა჻ იცის:

647. დავარს჻ დასა჻ მეფისასა჻ უთხრა჻ ვინმე჻ ღ~თისა჻ მტერმან: თავი჻ ფიცა჻ ძმამან჻ შენმან჻ არ჻ დაგარჩენს჻ იცის჻ ერმან»: მან჻ ეგრე჻ თქვა჻ უბრალო჻ ვარ჻ იცის჻ ღმერთმან჻ სახიერმან: ვისგან჻ იქნა჻ ვისთუის჻ მოვკუდე჻ მიიხვედროს჻ იგი჻ ვერ჻ მან»:

648. კულავ჻ ესე჻ კადრო჻ ამბავი჻ ქალი჻ დააგდე჻ შენ჻ ოდეს: შენეულივე჻ რიდენი჻ ებურნეს჻ ტურფად჻ შვენოდეს: დავარ჻ მოსთქმიდა჻ სიტყვითა჻ რომელნი჻ არა჻ მსენოდეს: ბოზო჻ შენ჻ ბოზო჻ რად჻ მამკალ჻ ვეჭუ჻ შენცა჻ არა჻ გლხენოდეს:

649. ბოზო჻ როსკიპო჻ დიაცო჻ საქმრო჻ რად჻ მოაკვლევინე: ანუ჻ სისხლითა჻ მისითა჻ ჩემი჻ რად჻ მოაზღუევინე: არ჻ ცუდად჻ მამკლავს჻ ძმა჻ ჩემი჻ რა჻ გიყავ჻ რა჻ გაქნევინე: თუ჻ ღმერთსა჻ უნდეს჻ ვერ჻ მიხუდე჻ ვის჻ ესე჻ დააშლევინე:

650. ჴელი჻ მიჰყო჻ წამოზიდნა჻ თმანი჻ გრძელნი჻ დაუფუშნა: დაალურჯა჻ დაალება჻ მედგრად჻ პირნი჻ მოიქუშნა: მან჻ პასუხი჻ ვერა჻ გასცა჻ ოდენ჻ სულთქნა჻ ოდენ჻ უშნა: ქალმან჻ შავმან჻ ვერა჻ არგო჻ ვერცა჻ წყლული჻ დაუშუშნა:

651. რაჟამსა჻ გაძღა჻ ცემითა჻ მისითა჻ დალურჯებითა: წამოდგნენ჻ ორნი჻ მონანი჻ პირითა჻ მით჻ ქაჯებითა: მათ჻ კიდობანი჻ მოჰქონდათ჻ ეუბნეს჻ არ჻ აჯებითა: ქალი჻ მათ჻ მისცა჻ დაიწყეს჻ ძახილი჻ დარაჯებითა:

652. მან჻ უთხრა჻ წადით჻ დაჰკარგეთ჻ მუნ჻ სადა჻ ზღვისა჻ ჭიპია: წმინდისა჻ წყალი჻ ვერ჻ ნახოს჻ მყინვარე჻ ვერცა჻ ლიპია»: მათ჻ გაეხარნეს჻ ჴმა჻ მაღლად჻ იყივლეს჻ იპი჻ იპია»: ესე჻ ვნახე჻ და჻ არ჻ მოვჰკუე჻ არა჻ მგავს჻ არცა჻ სიპია:

653. ზღვისაკენ჻ გაარნეს჻ სარკმელნი჻ მაშინვე჻ გაუჩინარდა: დავარ჻ თქუა჻ მქმნელი჻ ამისი჻ ვინ჻ არ჻ დამქოლოს჻ ვინ჻ არ჻ და: ვირემ჻ მამკლივდეს჻ მოვკუდები჻ სიცოცხლე჻ გასაწყინარდა»: დანა჻ დაიცა჻ მოცაკვდა჻ დაეცა჻ გასისხლ჻ მდინარდა:

654. რად჻ არ჻ მიკუირვებ჻ ცოცხალსა჻ მე჻ ლახვარ჻ დაუსობელსა: აწ჻ იგი჻ მიყავ჻ რა჻ მმართებს჻ ამისსა჻ მახარობელსა: ზენაარ჻ დამხსენ჻ სიცოცხლე჻ სულთა჻ დგმა჻ დაუთმობელსა»: საბრალოდ჻ ცრემლსა჻ ადენდა჻ უკლებსა჻ დაუშობელსა:

655. მე჻ უთხარ჻ დაო჻ რად჻ მოგკლა჻ ანუ჻ რა჻ შენი჻ ბრალია: რამცა჻ ვჰქმენ჻ ნაცვლად჻ თვით჻ რომე჻ მისი჻ ჩემზედა჻ ვალია: აწ჻ თავსა჻ მისად჻ საძებრად჻ მივსცემ჻ სად჻ კლდე჻ და჻ წყალია»: სრულად჻ გავჰქვავდი჻ შემექმნა჻ გული჻ მართ჻ ვითა჻ სალია:

656. მეტმან჻ ზარმან჻ გამაშმაგა჻ მომივიდა჻ ცხრო჻ და჻ თრთოლა: თავსა჻ უთხარ჻ ნუ჻ მოჰკუდები჻ არას჻ გარგებს჻ ცუდი჻ წოლა: გიჯობს჻ გაჭრა჻ ძებნად჻ მისად჻ გავარდნა჻ და჻ ველთა჻ რბოლა»: აჰა჻ ჟამი჻ ვისცა჻ გინდა჻ ჩემი჻ თანა჻ წამოყოლა:

657. შეველ჻ ფიცხლად჻ შევეკაზმე჻ ცხენსა჻ შევჯე჻ შეკაზმული: ას჻ სამოცი჻ კარგი჻ მოყმე჻ ჩემსა჻ თანა჻ ხანდაზმული: გამომყვა჻ და჻ წამოვედით჻ კართა჻ გარე჻ დარაზმული: ზღვის჻ პირს჻ მიველ჻ ნავი჻ დამხუდა჻ მენავემან჻ მნახა჻ ზმული:

658. ნავსა჻ შევჯე჻ ზღვასა჻ შეველ჻ ზღვასა჻ შიგან჻ გავალაგდი: არსით჻ ნავი჻ მამავალი჻ უნახავად჻ არ჻ დავაგდი: მოველოდი჻ არა჻ მესმა჻ შმაგი჻ უფრო჻ გავეშმაგდი: რომე჻ სრულად჻ მამიძულვა჻ ღმერთსა჻ თურე჻ ასრე჻ ვსძაგდი:

659. რომე჻ დავჰყავ჻ წელიწადი჻ თუე჻ თორმეტი჻ გამეოცა: მაგრა჻ მისი჻ მნახავიცა჻ სიზმრივ჻ კაცი჻ არ჻ მეოცა: თანა჻ მყოლი჻ ყველაკაი჻ ამომიწყდა჻ დამეჴოცა: ვთქუი჻ თუ჻ ღ~თსა჻ ვერას჻ ვჰკადრებ჻ რაცა჻ სწადდეს჻ აგრე჻ ვყო჻ ცა»:

660. ზღვა჻ ზღვა჻ ცურვა჻ მომეწყინა჻ მით჻ გამოვე჻ ზღვისა჻ პირსა: გული჻ სრულად჻ გამიმჴეცდა჻ არ჻ ვუსმენდი჻ არც჻ ვაზირსა: ყველაკაი჻ დამეფანტნენ჻ დარჩომოდა჻ რაცა჻ ჭირსა: კაცსა჻ ღმერთი჻ არ჻ გასწირავს჻ ასრე჻ მისგან჻ განაწირსა:

661. ერთიღა჻ ესე჻ ასმათი჻ და჻ დამრჩეს჻ ორნი჻ მონანი: ჩემნი჻ გულისა჻ მდებელნი჻ და჻ ჩემნი჻ შემამგონანი: მისი჻ ვერა჻ ვსცნენ჻ ამბავნი჻ ვერცა჻ დრამისა჻ წონანი: ტირილი჻ მიჩნდის჻ ლხინად჻ და჻ მდინდიან჻ ცრემლთა჻ ფონანი:

ნახვა ტარიელისაგან ნურადინ ფრდონისა ბიძის ძეთაგან დაკოდილისა:

662. ღამით჻ მევლო჻ მოვიდოდი჻ ზღვისა჻ პირსა჻ აჩნდეს჻ ბაღნი: ჰგუანდა჻ ქალაქს჻ ვეახლენით჻ ცალკერძ჻ იყუნეს჻ კლდეთა჻ ნაღნი: არ჻ მიამის჻ კაცთა჻ ნახვა჻ მიდაღვიდა჻ გულსა჻ დაღნი: მუნ჻ გარდავჴე჻ მოსვენებად჻ დამხუდეს჻ რამე჻ ხენი჻ ლაღნი:

663. ხეთა჻ ძირსა჻ ჩავიძინე჻ მათ჻ მონათა჻ ჭამეს჻ პური: მერმე჻ ავდეგ჻ სევდიანი჻ მიღამებდა჻ გულსა჻ მური: არა჻ მესმა჻ ეგზომ჻ გრძელად჻ ვერ჻ ჭორი჻ ვერ჻ დასტური: ველთა჻ ცრემლი჻ ასოვლებდა჻ თვალთა჻ ჩემთა჻ მონაწური:

664. ძახილი჻ მესმა჻ შევხედენ჻ მოყმე჻ ამაყად჻ ყიოდა: შემოირბევდა჻ ზღვის჻ პირ჻ პირ჻ მას჻ თურმე჻ წყლული჻ სტკიოდა: ჴრმლისა჻ ნატეხი჻ დასურილი჻ აქუს჻ სისხლი჻ ჩამოსდიოდა: მტერთა჻ ექადდა჻ წყრებოდა჻ იგინებოდა჻ ჩიოდა: