... (Q-296), XVIII ს.

666. შერმადინს უთხრა უამბო ყოველი მისგან ნახული ანუ ვით ჰპოვა იგი ყმა მისგანვე მზედ დასახული ავთანდილს ცრემლი უყოფდა უბნობდა თვალ დაფახული უმისოდ მყოფსა სწორად მიჩნს ჩემთვის დარბაზი დახული

667. მუნ ამბავი შინაური ყუელაკაი მოახსენა შენი წასვლა არვინ იცის რაცა მითხარ აგრე ვჰქმენა მას დღე მუნით არ წავიდა ინადიმა განისვენა ცისკრად შეჯდა გაემართა დღე რა მზემან გაათენა

668. არცაღა დაჯდა ნადიმად არცაღა კვლავ ხალვათისა შერმადინ მახარობელი წავა მისლვისა მათისა ფიცხლავ წავიდა სავალი სამ დღე ვლო დღისა ათისა მას ლომსა ნახვა უხარის მის მზისა მოკამათისა

669. შესთავლა მეფე უკადრი ხარმცა მორჭმით და დიდობით ამა საქმესა ვიკადრებ შიშით კრძალვით და რიდობით მის ყმისა ვერას ვერ მცნობი უხმობდი თავსა ფლიდობით აწ ვსცან და გაცნევ ყოველსა მოვალ შვებით და მშვიდობით

670. როსტევან მეფე უკადრი მორჭმული შეუპოველი შერმადინ მოციქულობა თვით მოახსენა ყოველი ავთანდილ მოვა წინაშე მის ყმისა ვისმე მპოველი ბრძანა ვსცან ჩემი ღმრთისაგან სააჯო და სათხოველი

671. თინათინს ჰკადრა შერმადინ ნათელსა მას უღამოსა ავთანდილ მოვა წინაშე გკადრებს ამბავსა ამოსა იგი მით აკრთთობს ელვასა მზისაცა უთამამოსა მას საბოძვარი უბოძა მისი ყველაი დამოსა

672. მეფე შეჯდა გაეგება ყმასა მუნით მამავალსა ამას პირ მზე მეფისაგან ივალებდა ვითა ვალსა მიეგება მოეგება მხიარული გულ მხურვალსა დიდებულთა ჯარისაგან ზოგნი გვანდა ვითა მთრვალსა

673. რა მიახლა გარდახდა ყმა თაყვანისსცა მეფესა აკოცა როსტან მიმხვდარმან ნიშატთა სიიეფესა გულ მხიარულნი შვებულნი მივლენ დარბაზსა სეფესა მის ყმისა მოსლვა უხარის ყოველსა მუნ მეკრეფესა

674. მას ავთანდილ თაყვანისსცა ლომთა ლომან მზეთა მზესა მუნ ბროლი და ვარდ გიშერი გაეტურფა სინაზესა პირი მისი უნათლეა სინათლესა ზესთა ზესა სახლ სამყოფი არა მართებს ცამცა გაიდარბაზესა

675. მას დღეს ნადიმობად გაამრავლეს სმა და ჭამა ყმასა მეფე ასრე უჭვრეტს ვითა შვილსა ტკბილი მამა მათ ორთავე აშვენებდა ფიფქსა თოვნა ვარდსა ნამა უხვად გასცეს საბოძვარი მარგალიტი ვითა დრამა

676. სმა გარდახდა თავის თავის გაიყარნეს მსმელნი შინა დიდებულნი არ გაუშვეს ყმა დაისვეს ახლოს წინა მეფე ჰკითხავს იგი ჰკადრებს რაცა ჭირი დაეთმინა მერმე მისი უცნობოსა რა ენახა რა ესმინა

677. მას ვახსენებდე ნუ გიკვირს თქმა მჭირდეს მიწყივ ახისა მზე თუ ვთქვა მზგავსი მისი და ანუ მისისა სახისა ვინ უნახავ ქნის გონება ყოველთა კაცთა მნახისა ვარდი დამჭკნარა ეკალსა შუა შორს მყოფი ახისა

678. რა ჭირი კაცსა სოფელმან მოუთმოს მოუთმინამან ქაცვი ლერწამმან ზაფრანა იმზგავსო ფერად მინამან ავანდილ მისმა მსენელმან ღაწვი ცრემლითა მინამან წვრილად უამბო ამბავი მან მისმან მონასმინამან

679. ქვაბნი ომითა წაუხვნა სახლად აქვს დევთა სახლები საყვარელისა მისისა ქალი ჰყვა თანა ნახლები ვეფხისა ტყავი აცვია ცუდად უჩნს სტავრა ნახლები აღარა ნახავს სოფელსა ცეცხლი სწვავს ახლად ახლები

680. რა დაასრულა ამბავი საქმე მისისა ჭირისა ნახვა მის მზისა ნათლისა მის თვალად არ დუხჭირისა უამა უქეს ვარდისა ჴელი მძლედ დანამჭირისა ეგე კმა სიმჴნე სიმხნისად რადგან ხარ მამხვეჭირისა

681. გამხიარულდა თინათინ ამა ამბისა სმენითა მას დღე იხარებს სმისა და ჭამისა არ მოწყენითა კვლავ საწოლს დახვდა მის მზესა მუნცა სიტყვისა ბრძენითა მისვლა ებრძანა იამა თქმა არ ეგების ენითა

682. ყმა წავიდა მხიარული ლმობიერი არ გამწყრალი ლომი მინდორს ლომთა თანა მნდორს რული ფერ ნამკრთალი ყმა სოფლისა ხასიათი ჯავარი და სრული ლალი მაგრა ჰქონდა გულისათვის გული გულსა განაცვალი

683. მზე უკადრი ტახტსა ზედა ზის მორჭმული არ ნადევრი წყლად ეფრატსა უხვად ერწყო ედემს რგულა ალვა მჭევრი ბროლ ბალახშსა აშვენებდა თმა გიშერი წარბი ტევრი მე ვინ ვაქებ აქეს ბრძენთა ჴამს აქებდეს ენა ბევრი

684. ყმა მხიარული წინაშე დასვა სკამითა მისითა სხენან სავსენი ლხინითა ორთავე შესატყვისითა უბნობენ ლაღნი წყლიანი არა სიტყვითა მქისითა უთხრა ჰპოვეა პატიჟნი ნახე ძებნითა ვისითა

685. ჰკადრა რა კაცსა სოფელმან მისცეს წადილი გულისა ჴსოვნა არა ჴამს ჭირისა ვით დღისა გარდასრულისა ვჰპოვე ხე ტანი ალვისა სოფლისა წყალთა რწყულისა მუნ პირი მზგავსი ვარდისა მაგრა აწ ფერ ნაკლულისა