... (H-66), 1832 წ.

644. მან მიუგო უცხოს უცხო: ეგრე ვითა შეგიყვარდი გასაყრელად გეძნელები: იადონსა ვითა ვარდი რაგვარადმცა დაგივიწყე: რაგვარადმცა უკუმქარდი ღ~თნ ქნას და კვლავცა გნახო: ალვა მორჩი განაზარდი

645. პირი შენი ნახვად ჩემად: თუ მობრუნდეს ტანი ითხოს გული მინდორს არ გაიჭრას: არ ირმოს არცა ითხოს თუ გიტყუო მოგაღორო: ღ~თნ რისხვით გამიკითხოს შენმა ჭვრეტა სიახლემან: მამაქარვოს სევდა მითხოს

646. ამას ზედა შეიფიცნეს: მოყვარენი გულ სადაგნი იაგუნდნი ქარვის ფერნი: სიტყვა ბრძენნი ცნობა შმაგნი შეუყვარდა ერთმანერთი: სწვიდეს მიწყივ გულსა დაგნი მას ღამესა ერთგან იყვნენ: მშვენიერნი ამხანაგნი

647. ავთანდილცა მასვე თანა: ტიროდა და ცრემლნი ღვარა რა გათენდა წამოვიდა: აკოცა და გაეყარა ტარიელს თუ ვით ეწყინა: რა ქნას ამას ვერ მიმხვდარა ავთანდილცა ჩატიროდა: შამბი შიგან ჩაიარა

648. ავთანდილს ასმათ ჩამოყვა: ზენარით ეუბნებოდა მუხლთა უყრიდა ტიროდა: თითითა ეხვეწებოდა ადრე მოსვლასა ვედრებდა: მართ ვითა ია ჭნებოდა მან უთხრა დაო უთქვენოდ: სხვა რამცა მეგონებოდა

649. ადრე მოვალ არ გაგწირავ: არას დავზამ შინა ხანსა ოდენ სხვაგან არ წავიდეს: ნურსად არებს იმა ტანსა აქათ ორ თვე არ მოვიდე: ვიქმ საქმესა დაუგვანსა შეიგენით მივცემულვარ: ჭირსა რასმე თანისთანსა

აქა ავთანდილის ანბავი არაბეთს შექცევისა ტარიელ რომ იპოვა და წავიდა

650. იგი მუნით წამოსრული: სევდამანცა განა მოკლა პირსა იხოჭს ვარდსა აპობს: ჴელი მისი გაამხოკლა სისხლსა მისგან დადენილსა: მჴეცი ყოვლმან გაამლოკლა მისმან ფიცხლად სიარულმან: შარა გრძელი შეამოკლა

651. მუნ მივიდა სადა იგი: მისნი სპანი დაეყარნეს ნახეს იცნეს რაგვარადცა: მართებს ისრე გაეხარნეს შერმანდისცა ახარებდეს: ფიცხლად კაცთა თავნი არნეს მოვიდაო აქამდისი: ვისთვის ლხინი გაგვემწარნეს

652. გაეგება მოეხვია: ზედან დახვდა პირი ჴელსა აკოცებდეს სიხარულით: ცრემლსა ღურიდა ველთა მსვრელსა ესე თქვა თუ ნეტარ ღ~თო: ცხადსა ვხედავ ანუ ბნელსა მე ვით ვღირს ვარ ამას რომე: თვალნი ჩემნი გჭვრეტდენ მრთელსა

653. ყმამან მდაბლად მოიკითხა: ზედან დასდვა პირი პირსა უბრძანა თუ ღ~თსა ვმადლობ: შენ თუ ჭირი არა გჭირსა დიდებულთა თაყვანისცეს: აკოცებდეს ვინცა ღირსა ზარსა ჰსცემდეს უხაროდა: უფროსა თუ უნდა მცირსა

654. მოვიდეს სადა სამყოფლად: სახლი დგა მუნ აგებული მოვიდა ნახვად ყოველი: მის ქალაქისა კრებული მაშინვე დაჯდა ნადიმად: მორჭმული ლაღი შვებული ენა მის დღისა შვებასა: ყოლა ვერ იტყვის კლებული

655. შერმადინს უთხრა უანბო: ყოველი მისგან ნახული ანუ ვით პოვა იგი ყმა: მისგანვე მზედ დასახული ავთანდილს ცრემლი უყოფდა: უბნობდა თვალ დაფახული უმისოდ მყოფსა სწორად მიჩნს: ჩემთვის დარბაზი და ხული

656. მუნ ამბავი შინაური: ყველაკაი მოახსენა შენი წასვლა არვინ იცის: რაც მითხარ აგრე ვჰქენა მას დღე მუნით არ წავიდა: ინადიმა გაისვენა ცისკრად შეჯდა გაემართა: დღე რა მზემან გაათენა

657. არცაღა დაჯდა ნადიმად: არცაღა კვლავ ხალვათისა შერმადინ მახარობელი: წავა მისლვისა მათისა ფიცხლად წავიდა სავალი: სამ დღე ვლო დღისა ათისა მას ლომსა ნახვა უხარის: მის მზისა მოკამათისა

658. შესთავლა მეფე უკადრი: ხარმცა მორჭმით და დიდობით ამა საქმესა ვიკადრებ: შიშით კრძალვით და რიდობით მის ყმისა ვერას ვერ მცნობი: უხმობდი თავსა ფლიდობით აწ ვსცან და გაცნევ ყველსა: მოვალ შვებით და მშვიდობით

659. როსტევან მეფე უკადრი: მორჭმული შეუპოველი შერმადინ მოციქულობა: თვით მოახსენა ყოველი ავთანდილ მოვა წინაშე: მის ყმისა ვისმე მპოელი ბრძანა ვსცან ჩემი ღ~თისაგან: სააჯო და სათხოელი

660. თინათინს ჰკადრა შერმადინ: ნათელსა მას უღამოსა ავთანდილ მოვა წინაშე: გკადრებს ამბავსა ამოსა იგი მით აკრთთობს ელვასა: მზისაცა უთამამოსა მას საბოძვარი უბოძა: მისი ყველაი დამოსა

661. მეფე შეჯდა გაეგება: ყმასა მუნით მამავალსა ამას პირ მზე მეფისაგან: ივალებდა დიდსა ვალსა მიეგება მოეგება: მხიარული გულ მხურვალსა დიდებულთა ჯარისაგან: ზოგნი გვანდა ვითა მთვრალსა

662. რა მიიახლა გარდახდა: ყმამ თაყვანისცა მეფესა აკოცა როსტენ მიმხვდარმან: ნიშატთა სიიეფესა გულ მხიარულნი შვებულნი: მივლენ დარბაზსა სეფესა მის ყმისა მოსლვა უხარის: ყოველსა მუნ მეკრეფესა