... (Q-609), XIX ს.

643. შერმადინს უთხრა უამბო: ყოველი მისგან ნახული: ანუ ვით ჰპოა იგი ყმა: მისგანვე მზედ დასახული: ავთანდილს ცრემლი უყოფდა: უბნობდა თვალ დაფახული: უმისოდ მყოფსა სწორად მიჩნს: ჩემთვის დარბაზი და ხული:

644. მუნ ამბავი შინაური: ყველაკაი მოახსენა: შენი წასვლა არვინ იცის: რაცა მითხარ აგრე ვჰქენა: მას დღე მუნით არ წავიდა: ინადიმა გაისვენა: ცისკრად შეჯდა გაემართა: დღე რა მზემან გაათენა:

645. არცაღა დაჯდა ნადიმად: არცაღა კულავ ხალვათისა: შერმადინ მახარობელი: წავა მისლვისა მათისა: ფიცხლად წავიდა სავალი: სამ დღე ვლო დღისა ათისა: მას ლომსა ნახუა უხარის: მის მზისა მეკამათისა:

646. შესთავლა მეფე უკადრი: ხარმცა მორჭმით და დიდობით: ამა საქმესა ვიკადრებ: შიშით კრძალვით და რიდობით: მის ყმისა ვერას ვერ მცნობი: უჴმობდი თავსა ფლიდობით: აწ ვსცან და გაცნევ ყუელასა: მოვალ შვებით და მშვიდობით:

647. როსტევან მეფე უკადრი: მორჭმული შეუპოველი: შერმადინ მოციქულობა: თვით მოახსენა ყოველი: ავთანდილ მოვა წინაშე: მის ყმისა ვისმე მპოელი: ბრძანა ვსცან ჩემი ღ~თისაგან: სააჯო და სათხოელი:

648. თინათინს ჰკადრა შერმადინ: ნათელსა მას უღამოსა: ავთანდილ მოვა წინაშე: გკადრებს ამბავსა ამოსა: იგი მით აკრთთობს ელუასა: მზისაცა უთამამოსა: მას საბოძვარი უბოძა: მისი ყველაი დამოსა:

649. მეფე შეჯდა გაეგება: ყმასა მუნით მამავალსა: ამას პირ მზე მეფისაგან: ივალებდა დიდსა ვალსა: მიეგება მოეგება: მხიარული გულ მხურვალსა: დიდებულთა ჯარისაგან: ზოგნი გვანდა ვითა მთრვალსა:

650. რა მიიახლა გარდახდა: ყმამ თაყუანისცა მეფესა: აკოცა როსტენ მიმხვდარმან: ნიშატთა სიიეფესა: გულ მხიარულნი შვებულნი: მივლენ დარბაზსა სეფესა: მის ყმისა მოსლვა უხარის: ყოველსა მუნ მეკრეფესა:

651. მას ავთანდილ თაყუანისცა: ლომთა ლომმან მზეთა მზესა: მუნ ბროლი და ვარდ გიშერი: გაეტურფა სინაზესა: პირი მისი უნათლეა: სინათლისა ზესთა ზესა: სახლ სამყოფი არა მართებს: ცამცა გაიდარბაზესა:

652. მას დღე დასხდეს ნადიმობად: გაამრავლეს სმა და ჭამა: ყმასა მეფე ასრე უჭვრეტს: ვითა შვილსა ტკბილი მამა: მათ ორთავე აშვენებდა: ფიფქსა თოვნა ვარდსა ნამა: უხვად გასცეს საბოძვარი: მარგალიტი ვითა დრამა:

653. სმა გარდახდა თავის თავის: გაიყარნეს მსმელნი შინა: დიდებულნი არ გაუშვეს: ყმა დაისვეს ახლოს წინა: მეფე ჰკითხავს იგი ჰკადრებს: რაცა ჭირი დაეთმინა: მერმე მისსა უცნობოსა: რა ენახა რა ესმინა:

654. მას ვახსენებდე ნუ გიკვირს: თქმა მჭირდეს მიწყივ ახისა: მზე თუ ვთქვა მგზავსი მისი: და ანუ მისისა სახისა: ვინ უნახავ ქნის გონება: ყოველთა კაცთა მნახისა: ვარდი დამჭკნარი ეკალსა: შუა შორს მყოფი ახისა:

655. რა ჭირი კაცსა სოფელმან: მოუთმოს მოუთმინამან: ქაცვი ლერწამმან ზაფრანა: იმსგავსოს ფერად მინამან: ავანდილ მისმან მხსენებმან: ღაწვი ცრემლითა მინამან: წვრილად უამბო ამბავი: მან მისმან მონასმინამან:

656. ქუაბნი ომითა წაუხმან: სახლად აქვს დევთა სახლები: საყვარელისა მისისა: ქალი ჰყავს თვით ნაახლები: ვეფხისა ტყავი აცვია: ცუდად უჩნს სტავრა ნახლები: აღარა ნახავს სოფელსა: ცეცხლი სწვავს ახალ ახლები:

657. რა დაასრულა ამბავი: საქმე მისისა ჭირისა: ნახვა მის მზისა ნათლისა: მის თვალდ არ დუხჭირისა: უამა ქება ვარდისა: ჴელი მძლედ დანაჭირისა: ეგე კმა სიმხნე სიმხნისა: რადგან ხარ მამხვე ჭირისა:

658. გამხიარულდა თინათინ: ამა ამბისა სმენითა: მას დღე იხარებს სმითა და: ჭამისა არ მოწყენითა: კულავ საწოლს დახვდა მას მზესა: მუნცა სიტყვისა ბრძენითა: მისვლა ებრძანა იამა: თქმა არ ეგების ენითა:

659. ყმა წავიდა მხიარული: ლმობიერი არ გამწყრალი: ლომი მინდორს ლომთა თანა: მინდორს რული ფერ ნამკრთალი: ყმა სოფლისა ხასიათი: ჯავარი და სრული წყალი: მაგრა ჰქონდა გულისათვის: გული გულსა განაცვალი:

660. მზე უკადრი ტახტსა ზედა: ზის მორჭმული არ ნადევრი: წყლად ეფრატსა [უხვად] ერწყო: ედემს რგული ალვა მჭევრი: ბროლ ბალახშსა აშვენებდა: თმა გიშერი წარბი ტევრი: მე ვინ ვაქებ ათინს ბრძენსა: ხამს აქებდეს ენა ბევრი:

661. ყმა მხიარული წინაშე: დასვა სკამითა მისითა: სხენან სავსენი ლხინითა: ორთავე შესატყვისითა: უბნობდენ ლაღნი წყლიანნი: არა სიტყვითა მქისითა: უთხრა ჰპოეა პატიჟნი: მაგრა ძებნითა ვისითა:

662. ჰკადრა რა კაცსა სოფელმან: მისცეს წადილი გულისა: ჴსოვნა არა ჴამს ჭირისა: ვით დღისა გარდასრულისა: ვჰპოვე ხე ტანი ალვისა: სოფლისა წყალთა რწყულისა: მუნ პირი მზგავსი ვარდისა: მაგრა აწ ფერ ნაკრულისა: