... (H-741), XIX ს.

643. დევთა ყვირილი ზახილი: ზე ცამდის აიწეოდა: მათისა ლახტის ცემითა: ქვეყანა შეირყეოდა: მზე დააბნელეს მტვერითა: ალვის შტო შეირხეოდა: ასნი ერთ კერძო მამიჴდეს: დავჰფრიწე დაიხეოდა:

644. აჰა ძმაო მაშინდიდგან: აქა ვარ და აქა ვკვდები: ხელი მინდორს გავიჭრები: ზოგჯერ ვსტირ და ზოგჯერ ვბნდები: ესე ქალი არ დამაგდებს: არს მისთვისვე ცეცხლ ნადები: ჩემად ღონედ სიკვდილისა: მეტსა არას არ ვეცდები:

645. რომე ვეფხი შვენიერი: სახედ მისად დამისახავს: ამად მიყვარს ტყავი მისი: ჩემთვის კაბად მამინახავს: ესე ქალი შემიკერავს: ზოგჯერ სულთქვამს ზოგჯერ ახავს: რადგან თავი არ მამიკლავს: ხრმალი ცუდად მომიმახავს:

646. მისსა ვერ იტყვის ქებასა: ყოველი ბრძენთა ენები: მას დაკარგულსა ვიგონებ: მე სიცოცხლისა მხსენები: მას აქათ ვახლავ ნადირთა: თავსა მათებრვე მჴსენები: სხვად არას ვიაჯ ღ~თისაგან: ვარ სიკვდილისა მქენები:

647. პირსა იცა გაიხეთქა: ღაწვი ვარდი აახეწა: ლალი ქარვად გარდაიქცა: ბროლი სრულად დაილეწა: ავთანდილსცა ცრემლი წასდის: წამწამთაგან ერთსახე წა: მერმე ქალმან დაადუმა: მუხლ მოყრილი შეეხვეწა:

648. ტარიელ უთხრა ავთანდილს: ასმათის დადუმებულმან: შენ ყველაკაი გაამე: მე ვერას ვერ ამებულმან: გიამბე ჩემი ამბავი: სიცოცხლე გაარმებულმან: აწ წადი ნახე შენი მზე: ნახვისა მოჟამებულმან:

649. ავთანდილ უთხრა მე შენი: გაყრა არ მამეთმინების: თუ გაგეყრები თვალთაგან: ცრემლიცა დამედინების: მართალსა გითხრობ ამისი: კადრება ნუ გეწყინების: შენ ვისთვის ჰკვდები მაგითა: მას არა არ ელხინების:

650. რა აქიმი დასნეულდეს: რაზომ გაინდა საქებარი: მან სხვა უხმოს მკურნალი და: მაჯისა შემტყუებარი: მან უამბოს რაცა სჭირდეს: სენი ცეცხლთა მამდებარი: სხვისა სხვამან უკეთ იცის: სასარგებლო საუბარი:

651. რაცა გითხრა მომისმინე: ბრძენი გეტყვი არა ხელი: ასი გმართებს გაგონება: არ გეყოფის არ ერთხელი: კარგად ვერას ვერ მოავლენს: კაცი აგრე გულ ფიცხელი: აწ მე მინდა ნახვა მისი: ვისგან დამწვავს ცეცხლი ცხელი:

652. იგი ვნახო სიყვარული: მისი ჩემთვის დავამტკიცო: მოვახსენო რაცა მეცნას: მეტი საქმე არა მიცო: შენ გენუკვი შემაჯერო: ღ~თი იღთო ცაცა იცო: ერთმანერთი არ გავსწიროთ: მაფიცო და შემომფიცო:

653. რომე აქათ არ წახვიდე: შენ თუ ამას შემიპირო: მეცა ფიცით შეგაჯერებ: არასათვის არ გაგწირო: კვლავ მოვიდე შენად ნახვად: შენთვის მოვკუდე შენთვის ვირო: ღ~თსა უნდეს ვისთვის ჰკვდები: მისთვის აგრე არ გატირო:

654. მან მიუგო უცხოს უცხო: ეგრე ვითა შეგიყვარდი: გასაყრელად გეძნელები: იადონსა ვითა ვარდი: რაგვარამცა დაგივიწყე: რაგვარამცა უკუმქარდი: ღ~თნ ჰქმნას და კვლაცა გნახო: ალვა მორჩი განაზარდი:

655. პირი შენი ნახვად ჩემად: თუ მობრუნდეს ტანი ითხოს: გული მინდორს არ გაიჭრას: არ ირმოს არცა ითხოს: თუ გიტყუო მოგაღორო: ღ~თნ რისხვით გამიკითხოს: შენმა ჭვრეტა სიახლემან: მამაქარვოს სევდა მითხოს:

656. ამაზედან შეიფიცნეს: მოყვარენი გულ სადაგნი: იაგუნდნი ქარვის ფერნი: სიტყვა ბრძენნი ცნობა შმაგნი: შეუყვარდა ერთმანერთი: სწვიდეს მიწყივ გულსა დაგნი: მას ღამესა ერთგან იყვნენ: შვენიერნი ამხანაგნი:

657. ავთანდილცა მასვე თანა: ტიროდა და ცრემლი ღვარა: რა გათენდა წამოვიდა: აკოცა და გაეყარა: ტარიელს თუ ვით ეწყინა: რა ქმნას ამას ვერ მიმხუდარა: ავთანდილცა ჩატიროდა: შამბი შიგან ჩაიარა:

658. ავთანდილს ასმათ ჩამოჰყვა: ზენარით ეუბნებოდა: მუხლთა უყრიდა ტიროდა: თითითა ეხვეწებოდა: ადრე მოსლვასა ვედრებდა: მართ ვითა ია ჭნებოდა: მან უთხრა: დაო უთქვენოდ: სხვა რამცა მეგონებოდა:

659. ადრე მოვალ არ გაგწირავ: არას დავზამ შინა ხანსა: ოდენ სხვაგან არ წავიდეს: ნურსად არებს იმა ტანსა: აქათ ორ თვე არ მოვიდე: ვიქმ საქმესა დაუგვანსა: შეიგენით მივსცემივარ: ჭირსა რასმე თანისთანსა:

ამბავი ავთანდილის არაბეთს შექცევისა ტარიელ რომ იპოვა და წავიდა:

660. იგი მუნით წამოსრული: სევდამანცა განა მოკლა: პირსა იხოჭს ვარდსა აპობს: ხელი მისი გაამხოკლა: სისხლსა მისგან დადენილსა: მჴეცი ყოვლმან გაამლოკლა: მისმან ფიცხლად სიარულმან: შარა გრძელი შეამოკლა:

661. მუნ მივიდა სადა იგი: მისნი სპანი დაეყარნეს: ნახეს იცნეს რაგვარაცა: მართებს ისრე გაეხარნეს: შერმანდისცა ახარებდეს: ფიცხლად კაცთა თავნი არნეს: მოვიდაო აქამდისი: ვისგან წასულა გაგვემწარნეს: