... (H-741), XIX ს.

662. გაეგება მოეხვია: ზედან დახვდა პირი ხელსა: აკოცებდეს სიხარულით: ცრემლთა მღვრელი მხეცთა მსვრელსა: ესე თქვა თუ ნეტარ ღ~თო: ცხადსა ვხედავ ანუ ბნელსა: მე ვით ღირს ვარ ამას რომე: თვალნი ჩემნი გჭვრეტდენ მრთელსა:

663. ყმამან მდაბლად მოიკითხა: ზედან დასდვა პირი პირსა: უბრძანა თუ ღ~თსა ვმადლობ: შენ თუ ჭირი არა გჭირსა: დიდებულთა თაყვანისცეს: აკოცებდეს ვინცა ღირსა: ზარსა ჰსცემდეს უხაროდა: უფროსა თუ უნდა მცირსა:

664. მოვიდეს სადა სამყოფლად: სახლი დგა მუნ აგებული: მოვიდა ნახვად ყოველი: მის ქალაქისა კრებული: მაშინვე დაჯდა ნადიმად: მორჭმული ლაღი შვებული: ენა მის დღისა შვებასა: ყოლა ვერ იტყვის კლებული:

665. შერმადინს უთხრა უამბო: ყოველი მისგან ნახული: ანუ ვით ჰპოა იგი ყმა: მისგანვე მზედ დასახული: ავთანდილს ცრემლი უყოფდა: უბნობდა თვალ დაფახული: უმისოდ მყოფსა სწორად მიჩნს: ჩემთვის დარბაზი და ხული:

666. მუნ ანბავი შინაური: ყველაკაი მოახსენა: შენი წასვლა არვინ იცის: რაცა მითხარ აგრე ვჰქენა: მას დღე მუნით არ წავიდა: ინადიმა გაისვენა: ცისკრად შეჯდა გაემართა: დღე რა მზემან გაათენა:

667. არცაღა დაჯდა ნადიმად: არცაღა კვლავ ხალვათისა: შერმადინ მახარობელი: წავა მისლვისა მათისა: ფიცხლად წავიდა სავალი: სამ დღე ვლო დღისა ათისა: მას ლომსა ნახვა უხარის: მის მზისა მეკამათისა:

668. შესთავლა მეფე უკადრი: ხარმცა მორჭმით და დიდობით: ამა საქმესა ვიკადრებ: შიშით კრძალვით და რიდობით: მის ყმისა ვერას ვერ მცნობი: უხმობდი თავსა ფლიდობით: აწ ვსცან და გაცნევ ყუელასა: მოვალ შვებით და მშვიდობით:

669. როსტევან მეფე უკადრი: მორჭმული შეუპოველი: შერმადინ მოციქულობა: თვით მოახსენა ყოველი: ავთანდილ მოვა წინაშე: მის ყმისა ვისმე მპოელი: ბრძანა ვსცან ჩემი ღ~თისაგან: სააჯო და სათხოელი:

670. თინათინს ჰკადრა შერმადინ: ნათელსა მას უღამოსა: ავთანდილ მოვა წინაშე: გკადრებს ამბავსა ამოსა: იგი მით აკრთთობს ელვასა: მზისაცა უთამამოსა: მას საბოძვარი უბოძა: მისი ყველაი დამოსა:

671. მეფე შეჯდა გაეგება: ყმასა მუნით მამავალსა: ამას პირ მზე მეფისაგან: ივალებდა დიდსა ვალსა: მიეგება მოეგება: მხიარული გულ მხურვალსა: დიდებულთა ჯარისაგან: ზოგნი გვანდა ვითა მთრვალსა:

672. რა მიიახლა გარდახდა: ყმამ თაყვანისცა მეფესა: აკოცა როსტენ მიმხვდარმან: ნიშატთა სიიეფესა: გულ მხიარულნი შვებულნი: მივლენ დარბაზსა სეფესა: მის ყმისა მოსლვა უხარის: ყოველსა მუნ მეკრეფესა:

673. მას ავთანდილ თაყვანისცა: ლომთა ლომმან მზეთა მზესა: მუნ ბროლი და ვარდ გიშერი: გაეტურფა სინაზესა: პირი მისი უნათლეა: სინათლისა ზესთა ზესა: სახლ სამყოფი არა მართებს: ცამცა გაიდარბაზესა:

674. მას დღე დასხდეს ნადიმობად: გაამრავლეს სმა და ჭამა: ყმასა მეფე ასრე უჭვრეტს: ვითა შვილსა ტკბილი მამა: მათ ორთავე აშვენებდა: ფიფქსა თოვნა ვარდსა ნამა: უხვად გასცეს საბოძვარი: მარგალიტი ვითა დრამა:

675. სმა გარდახდა თავის თავის: გაიყარნეს მსმელნი შინა: დიდებულნი არ გაუშვეს: ყმა დაისვეს ახლოს წინა: მეფე ჰკითხავს იგი ჰკადრებს: რაცა ჭირი დაეთმინა: მერმე მისსა უცნობოსა: რა ენახა რა ესმინა:

676. მას ვახსენებდე ნუ გიკვირს: თქმა მჭირდეს მიწყივ ახისა: მზე თუ ვსთქვა მსგავსი მისი და: ანუ მისისა სახისა: ვინ უნახავ ქნის გონება: ყოველთა კაცთა მნახისა: ვარდი დამჭკნარი ეკალსა: შუა შორს მყოფი ახისა:

677. რა ჭირი კაცსა სოფელმან: მოუთმოს მოუთმინამან: ქაცვი ლერწამმან ზაფრანა: იმსგავსოს ფერად მინამან: ავანდილ მისმან მხსენებმან: ღაწვი ცრემლითა მინამან: წვრილად უამბო ანბავი: მან მისმან მონასმინამან:

678. ქვაბნი ომითა წაუხმან: სახლად აქვს დევთა სახლები: საყვარელისა მისისა: ქალი ჰყავს თვით ნაახლები: ვეფხისა ტყავი აცვია: ცუდად უჩნს სტავრა ნახლები: აღარა ნახავს სოფელსა: ცეცხლი სწვავს ახალ ახლები:

679. რა დაასრულა ამბავი: საქმე მისისა ჭირისა: ნახვა მის მზისა ნათლისა: მის თვალად არ დუხჭირისა: უამა ქება ვარდისა: ხელი მძლედ დანაჭირისა: ეგე კმა სიმხნე სიმხნისა: რადგან ხარ მამხვე ჭირისა:

680. გამხიარულდა თინათინ: ამა ამბისა სმენითა: მას დღე იხარებს სმითა და: ჭამისა არ მოწყენითა: კვლავ საწოლს დახვდა მას მზესა: მუნცა სიტყვისა ბრძენითა: მისვლა ებრძანა იამა: თქმა არ ეგების ენითა:

681. ყმა წავიდა მხიარული: ლმობიერი არ გამწყრალი: ლომი მინდორს ლომთა თანა: მინდორს რული ფერ ნამკრთალი: ყმა სოფლისა ხასიათი: ჯავარი და სრული წყალი: მაგრამ ჰქონდა გულისათვის: გული გულსა განაცვალი: