... (H-403), 1818 წ.

643. ფრიდონისით წამოსრულმან: წავე ძებნად კულავ ვიარე჻ რომე არა არ დამირჩა: ჴმელთა ზედა ზღვათა გარე჻ მაგრა მისსა მნახავსაცა: კაცსა ვერას შევეყარე჻ გული სრულად გამიშმაგდა: თავი მჴეცთა დავადარე჻

644. ვთქჳ თუ ჩემგან აღარაა: სიარული ცუდი ცურვა჻ ნუთუ მჴეცთა სიარულმან: უკუმყაროს გულსა ურვა჻ მონათა და ამ ასმათსა: სიტყვა უთხარ შვიდი თუ რვა჻ ვიცი რომე დამირჯიხართ: დია გმართებს ჩემი მდურვა჻

645. აწ წადით და მე დამაგდეთ: ეტერენით თავთა თქუენთა჻ ნუღარ უჭურეტთ ცრემლთა ცხელთა: თვალთა ჩემთა მონადენთა჻ რა ესენი მოისმენდეს: საუბართა ესოდენთა჻ მითხრეს ჰაი ჰაი რასა ბრძანებ: ნუ მოასმენ ყურთა ჩვენთა჻

646. უშენოსა ნუმცა ვნახავთ: ნუ პატრონსა ნუ უფალსა჻ ნუთუ ღ~თნ არ გაგვყარნეს: ცხენთა თქუენთა ნატერფალსა჻ თქვენ გიჭვრეტდეთ საჭვრეტელსა: შვენიერსა სატურფალსა჻ თურე ბედი მოაღაფლებს: კაცსა ეზომ არ ღაფალსა჻

647. ვეღარ გავგზავნენ სიტყვანი: მესმნეს მონათა ჩემთანი჻ მაგრა დავჰყარენ არენი: მე კაცრიელთა თემთანი჻ სახლად სამყოფნი მიმაჩნდის: თხათა და მათ ირემთანი჻ გავიჭერ სრულად დავტკეპნე: ქუე მინდორნი და ზე მთანი჻

648. ესე ქვაბნი უკაცურნი: ვჰპოვენ დევთა შეეკაფნეს჻ შემოვები ამოვწყჳტენ: ყოლე ვერას ვერ მეჴაფნეს჻ მათ მონანი დამიჴოცეს: ჯაჭვნი ავად მოექაფნეს჻ საწუთრომან დამაღრიჯნა: ცქაფნი უფრო კვლა მეცქაფნეს჻

649. დევთა ყვირილი ზახილი: ზე ცამდის აიწეოდა჻ მათითა ლახტის ცემითა: ქვეყანა შეირყეოდა჻ მზე დააბნელეს მტვერითა: ალვის შტო შეირხეოდა჻ ასი ერთ კერძო მამიჴდეს: დავჰფრიწე დაიხეოდა჻

650. აჰა ძმაო მაშინდიდგან: აქა ვარ და აქა ვკვდები჻ ხელი მინდორს გავიჭრები: ზოგჯერ ვჰსტირ და ზოგჯერ ვბნდები჻ ესე ქალი არ დამაგდებს: არს მისთვისვე ცეცხლ ნადები჻ ჩემად ღონედ სიკვდილისა: მეტსა არას არ ვეცდები჻

651. რომე ვეფხი შვენიერი: სახედ მისად დამისახავს჻ ამად მიყვარს ტყავი მისი: ჩემთვის კაბად მამინახავს჻ ესე ქალი შემიკერავს: ზოგჯერ სულთქვამს ზოგჯერ ახავს჻ რადგან თავი არ მამიკლავს: ჴრმალი ცუდად მომიმახავს჻

652. მისსა ვერ იტყჳს ქებასა: ყოველი ბრძენთა ენები჻ მას დაკარგულსა ვიგონებ: მე სიცოცხლისა მხსენები჻ მას აქათ ვახლავ ნადირთა: თავსა მათებრუჱ მჴსენები჻ სხვად არას ვიაჯ ღ~თისაგან: ვარ სიკვდილისა მქენები჻

653. პირსა იცა გაიხეთქა: ღაწვი ვარდი აახეწა჻ ლალი ქარვად გარდაიქცა: ბროლი სრულად დაილეწა჻ ავთანდილსცა ცრემლი წასდის: წამწამთაგან ერთსახე წა჻ მერმე ქალმან დაადუმა: მუჴლ მოყრილი შეეხვეწა჻

654. ტარიელ უთხრა ავთანდილს: ასმათის დადუმებულმან჻ შენ ყველაკაი გაამე: მე ვერას ვერ ამებულმან჻ გიამბე ჩემი ამბავი: სიცოცხლე გაარმებულმან჻ აწ წადი ნახე შენი მზე: ნახვისა მოჟამებულმან჻

655. ავთანდილ უთხრა მე შენი: გაყრა არ მამეთმინების჻ თუ გაგეყრები თვალთაგან: ცრემლიცა დამედინების჻ მართალსა გითხრობ ამისი: კადრება ნუ გეწყინების჻ შენ ვისთვის ჰკვდები მაგითა: მას არა არ ელხინების჻

656. რა აქიმი დასნეულდეს: რაზომ გაინდა საქებარი჻ მან სხვა იხმოს მკურნალი და: მაჯისა შემტყუებარი჻ მან უამბოს რაცა სჭირდეს: სენი ცეცხლთა მამდებარი჻ სხვისა სხვამან უკეთ იცის: სასარგებლო საუბარი჻

657. რაცა გითხრა მომისმინე: ბრძენი გეტყვი არა ხელი჻ ასი გმართებს გაგონება: არ გეყოფის არ ერთხელი჻ კარგად ვერას ვერ მოავლენს: კაცი აგრე გულ ფიცხელი჻ აწ მე მინდა ნახვა მისი: ვისგან დამწვავს ცეცხლი ცხელი჻

658. იგი ვნახო სიყუარული: მისი ჩემთვის დავამტკიცო჻ მოვახსენო რაცა მეცნას: მეტი საქმე არა მიცო჻ შენ გენუკვი შემაჯერო: ღ~თი ი~ღთო ცაცა იცო჻ ერთმანერთი არ გავსწიროთ: მაფიცო და შემომფიცო჻

659. რომე აქათ არ წახვიდე: შენ თუ ამას შემიპირო჻ მეცა ფიცით შეგაჯერებ: არასათვის არ გაგწირო჻ კვლავ მოვიდე შენად ნახვად: შენთვის მოვკუდე შენთვის ვირო჻ ღ~თსა უნდეს ვისთვის ჰკვდები: მისთვის აგრე არ გატირო჻

660. მან მიუგო უცხოს უცხო: ეგრე ვითა შეგიყვარდი჻ გასაყრელად გეძნელები: იადონსა ვითა ვარდი჻ რაგვარამცა დაგივიწყე: რაგვარამცა უკუმქარდი჻ ღ~თნ ქნას და კვლაცა გნახო: ალვა მორჩი განაზარდი჻

661. პირი შენი ნახვად ჩემად: თუ მობრუნდეს ტანი ითხოს჻ გული მინდორს არ გაიჭრას: არ ირმოს არცა ითხოს჻ თუ გიტყუო მოგაღორო: ღ~თნ რისხვით გამიკითხოს჻ შენმან ჭვრეტა სიახლემან: მამაქარვოს სევდა მითხოს჻

662. ამას ზედა შეიფიცნეს: მოყვარენი გულ სადაგნი჻ იაგუნდნი ქარვის ფერნი: სიტყვა ბრძენნი ცნობა შმაგნი჻ შეუყვარდა ერთმანერთი: სწვიდეს მიწყივ გულსა დაგნი჻ მას ღამესა ერთგან იყვნენ: შვენიერნი ამხანაგნი჻