... (H-302), 1803 წ.

645. ვეზირმან გლახ გამორიდნა, მართ ვეღარას ვერ იძრწინვებს, გამოჩბუნვით გამომელდა, გულსა წყლულსა მოიმტკივნებს, შეის ხასობს გაის ქუშობს, ენა ასრე მოაყივნებს, მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს-

646. ჰსთქუა ცოდვათა ჩემთა მსგავსი, ღ~თნ მეტი რა მიჩვენოს, რად მოვღორდი რად დავბნელდი, ნეტარ ვინღა გამითენოს, ვინცა სხუა რა ჰკადნიერად, პატრონსა რა მოახსენოს, ჩემნი დღენი მასმცა ადგან, რაძინ ვითა გაისვენოს-

647. ვაზირი გაწბილებული, მივა ბედითა შავითა, ავთანდილს უთხრა დაღრეჯით, პირითა გამქუშავითა, მადლი რა გკადრო აწ თქუენგან, გავხასდი მე მაშა ვითა, ვა კარგი თავი უებრო, დავჰკარგე დავაშავითა-

648. ქრთამსა ჰსთხოვს და ამხანაგობს, თუცა ცრემლსა არ იწყურვებს, მიკვირს რად სცალს საწყლიანოდ, რად არ გულსა შეიურვებს, ვინ არ მისცეს ქადებული, მოურავსა მოიმდურვებს, თქმულა ქრთამი საურავსა, ჯოჯოხეთსცა დაიურვებს-

649. ვით გამხადა რა მიბრძანა, არ ეგების ჩემგან თხრობა, რა სიავე რა სირეგვნე, რა შლუობა რა შმაგობა, მე თჳთ კაცად აღარ ვარგ ვარ, აღარა მიც თავსა ცნობა, ესე მიკუირს რად არ მამკლა, მისცა თურე ღ~თნ თმობა-

650. მეცა ვიცოდი რაცა ვჰქმენ, ცთომით არ წამკიდებია, ვიაზრე გამიწყრებოდა, ჭმუნვა მით გამდიდებია, განგებით ქმნილსა რისხვასა, ვერავინ დაჰრიდებია, შენთვის სიკვდილი ლხინად მჩანს, ჭირი არ გამცუდებია-

651. ყმამან უთხრა აღარ წასულა, არ ეგების ჩემგან აროს, იადონი მაშინ მოუკუდეს, ოდეს ვარდმან იდამჭნაროს, ჴამს უძებნოს ცუარი წყლისა, მისთუის თავი ყოვლგნით აროს, ვერ უპოვოს რა ქმნას ანუ, გული რითა დაიწყნაროს-

652. უმისოდ მყოფი ვერ გავძლებ, ჯდომასა ვერცა წოლასა, მართ ნადირთაებრ გაჭრასა, ვირჩევ მათთანა რბოლასა, ასრე გასრულსა რად მნუკავს, მისთა მებრძოლთა ბრძოლასა, სჯობს უყოლობა კაცისა, მომდურავისა ყოლასა-

653. მოვახსენებ ერთხელ კულაცა, აწ რაზომცა მეფე წყრების, ნუთუ გაბრჭოს გული ჩემი, ვით იწუის და ვით ენთების, არ გამიშუჱბს გავიპარვი, რა იმედი გარდასწყდების, მე თუ მოვჰკუდე ჩემი კერძი, სოფელიცა გაქარდების-

654. მოიუბნეს ვაზირმან ქმნა, ჭამა სმანი მათნი ფერნი, უმასპინძლა ძღუჱნი უძღუნა, შუჱნიერსა შუჱნიერნი, მისნი მყოლნი ავეავსნა, მოყმენი ჰყუნეს ანუ ბერნი, გაიყარნეს ყმა წავიდა, სახლად ჩადგეს მზისა წუერნი-

655. შეკრა წითელი ასი ათასი, პირად მზემან და ტანად სარომან, სამასი თავი სტავრა ატლასი, უხუმან და მიუმხდარომან, სამოცი თუალი ლალ იაგუნდი, ფერად მათმან საურაომან, კაცი გაგზავნა ვეზირისასა, ესე ყუჱლაი მისთვის არო მან-

656. შესთუალა თუ რაცა გმართებს, ვით მოგცე და ვით გაქონო, ვალთა შენთა გარდასახდელი, რა ნაცუალი მოვიგონო, თუღა დავრჩე შენთვის მოვჰკუდე, თავი ჩემი დაგამონო, სიყუარული სიყუარულსა, შეგიცალო შეგიწონო-

657. მე ვითა ვჰსთქუა უებრობა, სიკეთე და ქება მისი, კაცი იყო საქმისაცა, შესაფერი შესატყვისი, ასე უნდა სამსახური, ჰგავიდოდეს ვისცა ვისი, ოდეს კაცსა დაეჭირო მაშინ უნდა ძმა და თვისი-

შერმადინის საუბარი ავთანდილისაგან ოდეს გაიპარა

658. შერმადინს ეტყუის უბრძანებს, პირ მზე ნათელთა მფენელი, ესე დღე არის იმედი, ჩემის გულისა მლხენელი, შენგან თავისა შენისა, საჩემოდ გამომჩენელი, მქებრად ჰამბისა მათისა, ჰჴამს მკითხავი და მსმენელი-

659. უთხრა როსტან არ გამიშვა, არცა სიტყუა მომისმინა, მან არ იცის რათ ვინა და, სულდგმულია ვისგან ვინა, უმისოდმცა ნუ ცოცხალ ვარ, ნუცა გარე ნუცა შინა, რაცა საქმე უსამართლო, ღ~თნ ვისმცა შეარჩინა-

660. თუცა მისი არ გაწირვა, ჩემგან მტკიცობს არ სათუობს, ყოვლი ცრუ და მოღალატე, ღ~თსა გმობს და აგრე ცრუობს, გული მისი უნახავი ტირს, და სულთქუამს ვაებს უშობს, ლხინსა არას არ იახლებს, ჰკრთების კუშტობს ვაშობს ქშობს-

661. სამი არის მოყურისაგან, მოყურობისა გამოჩენა, პირუჱლ ნდომა სიახლისა, სიშორისა ვერ მოთმენა, მიცემა და არას შური, ჩუქებისა არ მოწყენა, გავლენა და მოჴმარება, მისად რგებად ველთა რბენა-

662. რაღა ვაგრძელებ სიტყუასა, ჟამია შემოკლებისა, აწ გაპარვაა წამალი, ამა გულისა ხლებისა, რასაცა გვედრებ ისმენდი, ვიდრე დრო გქონდეს ხლებისა, შენ გაიმაგრე დაჭირვა, ჩემისა ნასწავლებისა-

663. აწ მეფეთა სამსახურად, პირუჱლ თავი დაამზადე, სიკეთე და უკლებრობა, შენი ერთობ გააცხადე, სახლი ჩემი შეინახე, სპათა ჩემთა ეთავადე, აქამომდე სამსახური, კულავ გავლენა გააკულადე-