.... (H-1759), XIX ს.

642. თუ რად მახსოვს რად უნდოდა, ისრე ავად რად გაგხადე მართლად უთქვამს მეცნიერთა, წყენააო ჭირთა ბადე ესე გვარსა ნუ ოდეს იქმ, საქმე ხოლე გაიცადე აწ მითხარ თუ რას იტყოდი, თქვი და სიტყვა გააკულადე

643. კვლავ მოახსენა ვეზირმან, სიტყვა ნაგუშინდელევი რა გაიგონა შესთვალა, პასუხი არ ნაგრძელევი შენ თუ უშმაგო მგონიხარ, ვარმცა ურია მე ლევი კვლავ მაგის მეტად ნუ მასმენ, თვარე მე სულად გელევი

644. რა გამოვიდა ვეზირი, ძებნა ვერ პოვა მინანი მართ გაპარვასა უთხრობდეს, მონანი ცრემლთა მდინანი მან თქვა მე დარბაზს ვერ შევალ, მახსოვან დღენი წინანი ვინცაღა ჰკადრებს მან ჰკადროს, რაცა ვსთქვი მასცა ვინანი

645. რა ვეზირი არ შევიდა, კულავ მეფემან კაცი გზავნის კაცმან ცნის და გარეთ დადგის, წასვლა ვერვინ გაამჟღავნის როსტანს ეჭვი შეუვიდა, ჭმუნვა ამით გაათავნის თქუა უცილოდ გაიპარა, ვინ მარტომან ასთა ავნის

646. თავ დადრეკით იგონებდა, გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი უში ქნა და აიხედნა, უბრძანებდა მონას მიდი შევიდეს და აწ მიამბოს, შემოვიდეს იგი ფლიდი რა ვეზირი შემობრუნდა, ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი

647. კვლავ შევა დარბაზს ვეზირი, დაღრეჯით არ მხიარულად მეფემან ჰკითხა წასრულა, მზე დაუდგრომლად მთვარულად მან მოახსენა ყუელაი, ვით წასრულიყო დარულად მზე აღარ მზეობს ჩვეთანა, დარი არ დარობს დარულად

648. რა მეფემან მოისმინა, დაიზახნა მეტის მეტნი მოსთქვამს იტყვის ვაი გაზრდილო, ვეღარ გნახვენ თვალნი რეტნი პირსა ხოჭით წვერსა გლეჯით, გააკვირნა მისნი მჭვრეტნი სად წახე და სად დაჰკარგენ, სინათლენი ეგე სვეტნი

649. თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები მაგრამ მე რა ვჰქნა გაზრდილო, აწ სახლად მართებს სენები გამაღარიბე დამაგდე, გულსა გლახ ვისთვის ენები შენად შეყრამდის პატიჟთა, ჩემთა ვერ იტყვის ენები

650. ოდეს გნახავ მხიარულსა, ნადირობით შემოსრულსა ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა, ტანსა მჭევრსა ჯავარ სრულსა ვეღარ ვისმენ ხმასა შენსა, სასმენელად მე მასულსა აწ უშენოდ რა გლახ უყო, საჯდომსა და სრასა სრულსა

651. ვიცი არ მოგკლავს შიმშილი, რაზომცა დია ირები შენ შენი მშვილდი დაგარჩენს, შენთა ისართა პირები ნუთუ კულავ ღთ~ნ წყალობით, გაგიადვილოს ჭირები მაგრა თუ მოვჰკუდე გაზრდილო, ვისგანღა დავიტირები

652. ზარი გაისმა შამოკრბა, ჯარი მრავალი კაცისა დარბაზს ხასთაგან ჯარია, ხელითა წვერთა ტაცისა იგლეჯს და იცემს ყუელაი, ხმა ისმის თავსა ტკაცისა თქვეს ბნელი გვმართებს დღე კრულთა, რადგან მზე მიგვიდრკა ცისა

653. რა მეფემან დიდებულნი, ნახა სულთქმით შემოსტირნა უთხრა ხედავთ მზემან ჩვენმან, შუქნი სრულად დაგვიძვირნა რა ვაწყინეთ რა შევსცოდეთ, რად დაგვყარნა რად გაგვწირნა სპანი მისგან დაჭირულნი, ვინცაღა ვით დაგვიჭირნა

654. ყოვლნი ტიროდეს მოთქმიდეს, მერმე დაწყნარდეს გვიანად მეფემან ბრძანა იკითხეთ, მარტოა ანუ ყმიანად მოვიდა მონა შერმადინ, მოშიშრედ სირცხვილიანად ანდერძი ჰკადრა ასტირდა, სიცოცხლე უჩნდა ზიანად

655. მოახსენა საწოლს ვპოვე, ესე მისგან დანაწერი დგეს მონანი ნატირებნი, დაეგლიჯა თმა და წვერი იგი მარტო გაპარულა, ყმა არ ახლავს არცა ბერი მე თუ მამკლავთ მემართლებით, სიცოცხლე მჭირს შეუფერი

656. რა ანდერძი წაიკითხეს, კულავ იტირეს დიდი ხანი მერმე ბრძანა მხიარულსა, ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი ვამლოცველნეთ დავრდომილნი, ობოლნი და ქვრივნი სხვანი შევეწივნეთ მშვიდობისა, ნუთუ მისცეს მისცეს ღ~თნ გზანი

წასვლა ავთანდილისაგან მეორედ გაპარვით და ტარიელის შეყრა

657. მთვარე მზესა მოეშორვოს, მოშორვება გაანათლებს რა იახლოს შუქი დასწვავს, გაეყრების ვერ იახლებს მაგრამ ვარდსა უმზეობა, გაახმობს და ფერსა აკლებს ჩვენ ვერ ჭვრეტა საყვარლისა, ჭირსა ძველსა გაგვიახლებს

658. აწყა დავიწყებ ამბავსა, მის ყმისა წამავლობასა მივა და მისტირს გულმდუღრად, ვერ ვიტყვი ცრემლთა მცრობასა წამ წამ მობრუნდის იაჯდის, მისთვის მზისავე მზობასა უჭვრეტდის თვალნი ვერ მოხსნის, თუ მოხსნის მიხდის ცნობასა

659. რა მიიახლის დაბნედად, ვერ ხელყვის გაძვრად ენისად მაგრა სდის ცრემლი თვალთაგან, მსგავსად წყაროსა დენისად ზოგჯერ დაბრუნდის იჭვრეტდის, ღონედ პატიჟთა თმენისად რა გაემართის არ იცის, მას თუ არბევდის ცხენი სად

660. თქვა ჩემო შენი შორს მყოფი, კრულია ვინცა დადუმდეს რადგან შენ დაგრჩა გონება, გული შენკენვე დაბრუნდეს თვალთა მტირალთა შეხედვა, შენივე სწადდეს და უნდეს სჯობს საყვარელსა მოყვარე, რაზომცა დაუძაბუნდეს