... (Q-1335), XVIII ს.

644. არ დავიჯერებ მე შენსა ღალატსა ორგულობასა უვარის ქნასა ღ~თისასა ამისთუის არ მადლობასა იაჯდი თავსა ჩემსა და მორჭუმით ჰინდოეთს ფლობასა მე და შენ ვიჯდეთ ჴელმწიფედ სჯობს ყოვლსა სიძე სძლობასა

645. მე ღ~თისაებრად მომიტკბა გამწყრალი გამქისებული ანუ მზე იყო ქვეყანად ან მთუარე პირ გავსებული ახლოს დამისვა დამიტკბა აქამდის არ ღირსებული მეუბნებოდა დამივსო ცეცხლი ამითა გზებული

646. მიბრძანა თუ გონიერი ჴამს აროდეს არ აჩქარდეს რაცა სჯობდეს მოაგვაროს საწუთროსა დაუწყნარდეს თუ სასიძო არ მოუშვა ვაი თუ მეფე გაგვიმწარდეს შენ და ისი წაიკიდოთ ჰინდოეთი გარდაქარდეს

647. კვლა თუ სიძე შემოუშვა მე შემირთავს იყოს ასდენ ერთმან ერთსა გავეყარნეთ ძოწეულნი გაგუიფლასდენ მათ მორჭმულთა მოივლინონ ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ ესე ამბვად არ ეგების რომე სპანი გაგუიხასდენ

648. მე ვჰკადრე ღ~თნ აშოროს მის ყმისა შენი ქმარობა რა შემოვიდენ ჰინდოეთს შევიგნა მათი გმირობა უჩვენო ჩემი ძალ გული და ჩემი მეომარობა ასრე დავჰჴოცნე შეეძლოს აღარა არ სახმარობა

649. მიბრძანა თუ ჴამს დიაცი დიაცურად საქმე დედლად დიდსა სისხლსა ვერ შეგაქნევ ვერ ვიქმნები შუა კ{ე}დლად რა მოვიდეს სიძე მოკალ მისთა სპათა აუწყვეტლად ქნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქს ჴმელსა ნედლად

650. ასრე ქენ ჩემო ლომო და მჯობო ყოველთ[ა] გმირთაო მიპარვით მოკალ სასიძო ლაშქართა ნუ მოირთაო მისთა სპათაცა ნუ დაჴოც ზროხათა ვითა ვირთაო დიადი სისხლი უბრალო კაცმანცა ვით იტვირთაო

651. იგი რა მოჰკლა ეუბენ პატრონსა ჩემსა მამასა ჰკადრე თუ სპარსთა ვერა ვიქ ჰინდოეთისა ჭამასა ჩემია მკვიდრი მამული არ მივსცემ არცა დარასა არ დამეხსნები გაგიხდი ქალაქსა ვითა ტრამასა

652. ჩემი ყოლა ნურა გინდა სიყვარული არცა ნდომა ამით უფრო მოგეცემის სამართლისა შენ მოჴდომა ქნას მეფემან ყელ მოტეხით შემოხუეწა შემოკდომა ჴელთა მოგცემს თავსა ჩემსა შეგვფეროდეს ერთგან სხდომა

653. ესე მეტად მომეწონა თათბირი და გამორჩევა ჩემთა მტერთა დავაცადე დასაჴოცლად ჴრმალის ქნევა მერმე აუდეგ წამოსავლად მან დამიწყო ქეუა წუევა მწადდა მაგრამ ვერ შევმართე შეჭიდება შემოხვევა

654. ხანი დავყავ გავეყარე მაგრა გავჰჴე ვითა ხელი ასმათ წინა ჩამომიძღვა ჩამდიოდა ცრემლი ცხელი ჭირი ბეურჯელ ვაათასე ლხინი ჩემი ვაერთხელი მერმე წასვლა არა მწადდა ამად მივალ არ ფიცხელი

655. გარე ვაქცივე ასმათი მუნ ჩემი ჩამოყოლილი ღამით უჭურეტდი ვარსკულავთა მე საწოლს ვერ დაწოლილი გულსა დამესვის ლახვარი შავთა წამწამთა სროლილი მისმან შუქმან დამალურჯა დამალება დამდვა წყლული

656. მოვიდა კაცი სასიძო მოვაო მოსლვა გვახარა მაგრა თუ ღ~თი რას უზამს არა იცოდა გლახ არა მეფესა მიხუდა სიამე არ სიტყვა ივაგლახა რა მიბრძანა ახლოს მიმისვა მოდიო თავი დახარა

657. მიბრძანა ჩემთუის ესე დღე ლხინი და სიხარულია გარდავიჴადოთ ქორწილი ჴამს ვითა დასასრულია კაცი გავგზავნეთ მოვიღოთ ყოვლგნით საჭურჭლე სრულია უხვად გავსცემდეთ ვავსებდეთ სიძუნწე უმეცრულია

658. მე გავგზავნე ყოვლგნით კაცნი საჭურჭლეთა წამომსმელნი სასიძოცა მოგუივიდა იყვნეს ხანსა არ დამზმელნი შიგნით ჩუენნი გაეგებეს გარეთ მოდგეს ხუარაზმელნი მათ ლაშქართა ერთგან მყოფთა ვერ იტევდეს ვერცა ველნი

659. მეფემან ბრძანა მოკაზმეთ კარვითა მოედანია გამოისუენოს სიძემან დაყოს ცოტაი ხანია მუნ მისად ნახვად გავიდნენ უშენოდ სხუანი სპანია შენ აქა ნახენ კმარიან აქა ნახვისა კმანია

660. მაედანს დავდგით კარვები წითლისა ატლასებისა მოვიდა სიძე გარდაჰჴდა დღე გუანდა არ აღუსებისა შეიქნა გასულა შიგნით[ა] ჯარია მუნ ხასებისა დაიწყეს დგომა ლაშქართა თემ თემად დას დასებისა

661. მე დავშური ვითა წესია საურავ გარდახდილისა შინა წამოველ მაშვრალსა ქნა მომდომოდა ძილისა მონა მოვიდა მამართუა წიგნი ასმათის ტკბილისა ადრე მოდიო გიბრძანებს მსგავსი ალვისა ზრდილისა

662. ცხენისაგან არ გარდავჴე წაველ ფიცხლად დავმორჩილდი ქალი დამხუდა ნატირები ვჰკითხე ცრემლსა რასა მილდი მითხრა შენი შესწრობილი ტირილსამცა ვით ავსცილდი გაუწყვეტლად ვით გამართლო რა გუარადმცა გავექირდი

663. შევედით ვნახეთ ბალიშსა ზედა წარბ შერჭმით მჯდომარე მზე ვეღარას იქს მის მეტსა მას გაენათლა რომ არე წავდეგ მიბრძანა რასა სდგა დღე მიგიჩს წინ საომარე ანუ გამწირე მიტყ[უ]ე და კვლავცა მომიცთომარე