... (S-2781), XIX ს.

622. ესე მესმა ფრიდონისგან მომემატა ცეცხლთა სიცხე ცხენისაგან გარდავიჭერ თავი სრულად გავიკიცხე ჩემთა ღაწუთა დანადენი მე ჩემივე სისხლი ვიცხე მამკალ უჩემოსა ენახამცა ვისცა ისც ხე

623. ესე ჩემგან გაუკვირდა ფრიდონს მეტად ეუცხოვა მაგრამ მეტად შევებრალე ტირილითა მესათნოვა ვითა შვილი დამადუმა მემუდარა შემეპოვა თვალთა ვითა მარგალიტი ცრემლი ცხელი გარდმოთოვა

624. ვაგლახ მეო რა გიამბე ფათერაკად მცდარმან შმაგად მოვახსენე ნურა გაგვა ნუ ინაღვლი მაგას მაგად იგი მთუარე ჩემი იყო მით მედების ცეცხლი მდაგად აწ გიამბობ რადგან თავი გინდა ჩემად ამხანაგად

625. ფრიდონს ვუთხარ ყუჱლაკაი ჩემი თავსა გარდასრული მან მითხრა თუ რას ვიტყოდი მოცთომილი გაბასრული შენ მაღალი ჲინდოთ მეფე ჩემსა რადმე ხარ მოსრული საჴელმწიფო საჯდომი და ტახტი გმართებს სრაცა სრული

626. კულავაცა მითხრა ვისცა ღმერთი საროს მორჩსა ტანად უხებს მას ლახუარსამოაშორვებს თუცა პირველ გულსა უხებს იგიმოგუცემს წყალობასა მისსა ზეცით მოგვიქუხებს ჭირსა ლხინად შეგვიცუალებს არა ოდეს შეგვაწუხებს

627. წამოვედით ნატირებნი სრას დავსხედით თავისწინა ფრიდონს ვუთხარ ჩემი შემწე შენგან კიდევ არავინა ვითა ღ~თ ნ შენი მსგავსი სოფლად არა მოავლინა მაშა რადგან შეგემეცენ ამის მეტი რად რა მინა

628. არ ავი გესვა მოყუარე ჟამი თუ მომხვდეს ჟამისად ენა გონება მახმარე გამოსარჩევლად ამისად რა მოვაგუარო რა მიჯობს სალხენლად ჩემად და მისად თუ ვერას ვარგებ ვიქმნები ვერდამყოფელი წამისად

629. მან მითხრა ბედი ღ~თისაგან მიჯობს ღა ამას რომელი მოსულხარ ჩემად წყალობად მეფე ჲინდოეთს მჯდომელი მემცა რად ვიყავ ამისთვის მადლისა რასმე მნდომელი ერთი ვარ მონა მონებად წინაშე თქუენსა მდგომელი

630. ესე ქალაქი გზა არის ნავთა ყოველგნით მავალთა შემომკრებელი ამბავთა უცხოთა რათმე მრავალთა აქა მოგვესმის ამბავი შენ რომე დაუწვავ ალთა ნუთუ ჰქმნას ღმერთმან გარდახდა მაგ შენთა ჭირთა და ვალთა

631. ჩვენ გავგზავნნეთ მენავენი რომელთაცა კულავ უვლია მოგვინახონ იგი მთუარე ვისთვის ჭირი არ გვაკლია მუნამდისცა მოიჭირვე გონებამან არ დაგლია ყოლა ჭირი არ ეგების თუცა ლხინმან არ დასძლია

632. კაცნი იხმნა მასვე წამსა ესე საქმე რქუა მიურვეთ უბრძანა თუ ნავებითა წადით ზღვაზღვა მოიცურვეთ მოგვინახეთ საყვარელსა მისსა მისთვის მოასურვეთ თავთა ჭირი უათასეთ რადმცა უშვიდეთ ანუ ურვეთ

633. აჩინნა კაცნი სადაცა სადგურნი ნავთა სჩენოდეს უბრძანა ძებნეთ ყოველგან რაცა ვის მისი გსმენოდეს მოლოდნა მიჩნდა სალხინოდ პატიჟნი მორემლხენოდეს უმისოდ ლხინი მინახავს ამა დღისათვის მრცხვენოდეს

634. ფრიდონ საჯდომნი დამიდგნა ადგილსა საბატრონოსა მითხრა თუ მცდარვარ აქამდის ვერ მივხუდი გასაგონოსა ხარ დიდი მეფე ინდოთა რა ვით ვინ მოგაწონოსა ვინ არის კაცი რომელმან თავი არ დაგამონოსა

635. რას ვაგრძელებდე მოვიდეს ყოვლგნით ამბისა მცნობელნი ცუდნი და ცუდთა ადგილთა თავისა დამაშრობელნი ვერა ვერ ეცნა ვერ იყუნეს ვერას ამბისა მბობელნი მე უფრო მდინდეს თუალთაგან კვლა ცრემლი შეუშრობელნი

636. მე ფრიდონს ვუთხარ ესე დღე ვითა მესაზაროების ამისად მოწმად ღ~თი მყავს სათქმელად მეუცხოების უშენოდ მყოფსა ღამე და დღეცა მესაღამოების დახსნილვარ ლხინსა ყოველსა მით გული ჭირსა მოების

637. მაშა მე მისსა ამბავსა რადგან აღარას მოველი ვეღარ დავსდგები გამიშვი ვარ ფარმანისა მთხოველი ფრიდონს რა ესმა ატირდა სისხლითა მოერწყო ველი მითხრა თუ ძმაო დღესითგან ცუდ ჩემი ლხინი ყოველი

638. თუცა დია მოიჭირვეს ვერცა ეგრე დამიჭირეს მისთა სპათა მუხლმოყრილთა თავი მათი ჩემკერძ ირეს მეხვეოდეს მაკოცებდეს ატირდეს და ამატირეს ნუ წახუალო დაგემონნეთ სიცოცხლეა ჩვენი ვირეს

639. ეგრე უთხარ თქვენი გაყრა მეცა დია მეძნელების მაგრამ ლხინი უმისოსა ჩემგან ძნელად გაიძლების ჩემსა ტყვესა ვერ გავსწირავ თქვენცა დია გებრალების ნუ ვინ მიშლით არ დავსდგები არცა ვისგან დამეშლების

640. მერმე ფრიდონ მოიყვანა მიძღუნა ესე ჩემი ცხენი მითხრა ჴედავ პირი მზისა თქვენ საროსა ეგეც ხენი ვიცი მეტი არა გინდა ძღვენნი რამცა გავკიცხენი თვით ამანვე მოგაწონოს სახედნობა სიფიცხენი

641. ფრიდონ გამომყუა წავედით ორთავე ცრემლნი ვღვარენით მუნ ერთმანერთსა ვაკოცეთ ზახილით გავიყარენით სრულად ლაშქარნი მტიროდეს გულითა მართლად არ ენით გაზრდილ გამზრდელთა გაყრასა ჩვენ თავნი დავადარენით