... (S-4988), XVII-XVIII სს.

627. მე჻ მეწყინა჻ აღარა჻ ვთქვი჻ ფიცხლად჻ გარე჻ შემოვბრუნდი: უკუვყივლე჻ აწ჻ გამოჩნდეს჻ არ჻ მინდოდეს჻ ვისცა჻ უნდი: ქალი჻ ომსა჻ როგორ჻ მაწვევს჻ აგრე჻ ვითა჻ დავძაბუნდი: შინა჻ მოველ჻ მოკულა჻ მისი჻ დავაპირე჻ არ჻ დავყმუნდი:

628. ასსა჻ ვუბრძანე჻ მონასა჻ საომრად჻ დაემზადენით: შევსხედით჻ გავლეთ჻ ქალაქი჻ არავის჻ გავეცხადენით: კარავსა჻ შეველ჻ სასიძო჻ ვითა჻ წვა჻ ზარამც჻ თქმად჻ ენით: უსისხლოდ჻ მოვჰკალ჻ იგი჻ ყმა჻ თუცა჻ ჴმდა჻ სისხლისა჻ დადენით:

629. კარვის჻ კალთა჻ ჩახლათული჻ ჩავჭერ჻ ჩავაქარაბაკე: სასიძოსა჻ ჴელი჻ მივჰყავ჻ თავი჻ სვეტსა჻ შეუტაკე: წინა჻ მწოლთა჻ დაიძახნეს჻ გლოვა჻ მიხუდა჻ საარაკე: ცხენსა჻ შევჯე჻ წამოცაველ჻ ჯაჭუი჻ მეცვა჻ საკურტაკე:

630. ჴმა჻ დამივარდა჻ შეიქმნა჻ ზახილი჻ მოსაწევარი: წამოველ჻ წევნა჻ დამიწყეს჻ დავჰჴოცნე჻ ჩემი჻ მდევარი: ქალაქი჻ მქონდა჻ მაგარი჻ მტერთაგან჻ მოურევარი: მუნ჻ შიგან჻ შევე჻ მშვიდობით჻ ამოდ჻ იგივე჻ მე჻ ვარი:

631. კაცი჻ გავგზავნენ჻ ვაცნობე჻ ყოვლგან჻ ლაშქარსა჻ ყველასა: აქა჻ მამართეთ჻ ვინცაღა჻ ჩემსა჻ იქმოდეთ჻ შველასა: არ჻ გაწყდა჻ მოსულა჻ მდევართა჻ ღამესა჻ დია჻ ბნელასა: ჩემი჻ რა჻ სცნიან჻ სცუდიან჻ თავებსა჻ მათსა჻ მრთელასა:

632. ცისკრად჻ ავდეგ჻ შევეკაზმე჻ რა჻ გათენდა჻ ღამე჻ დილად: ვნახენ჻ სამნი჻ დიდებულნი჻ მეფისაგან჻ მოგზავნილად: ებრძანა჻ თუ჻ ღმერთმან჻ იცის჻ გამეზარდე჻ ვითა჻ შვილად: ჩემი჻ ასრე჻ რად჻ შესცვალე჻ სიხარული჻ სიმძიმილად:

633. ხვარაზმშას჻ სისხლი჻ უბრალო჻ სახლად჻ რად჻ დამადებინე: თუ჻ ჩემი჻ ქალი჻ გინდოდა჻ რად჻ არა჻ შემაგებინე: მე჻ ბერსა჻ შენსა჻ გამზრდელსა჻ სიცოცხლე჻ მაარმებინე: დღედ჻ სიკვდილამდის჻ შენიცა჻ თავი჻ არ჻ მაახლებინე:

634. მე჻ შეუთვალე჻ მეფეო჻ საქმე჻ ვჰქენ჻ მოსაკრძალისა: თვარა჻ რად჻ მიშლის჻ სიკუდილსა჻ ცეცხლი჻ სირცხუილთა჻ ალისა: მაგრა჻ თვით჻ იცით჻ ჴელმწიფე჻ ჴამს჻ მქნელი჻ სამართალისა: მე჻ თქუენმან჻ მზემან჻ მაშოროს჻ ნდომა჻ თქუენისა჻ ქალისა:

635. იცით჻ ინდოთა჻ სამეფო჻ რაზომი჻ სრა჻ საჯდომია: ერთიღა჻ მე჻ ვარ჻ მემკუიდრე჻ თქუენი჻ მონობის჻ მდომია: ამოწყდა჻ მათი჻ ყუელაი჻ მამული჻ შენ჻ დაგრჩომია: დღესამდის჻ ტახტი჻ უჩემოდ჻ არავისად჻ მისაჴდომია:

636. ვერ჻ გათნევ჻ თქუენმან჻ კეთილმან჻ აწ჻ ეგე჻ არმართალია: ღ~თნ჻ არ჻ მოგცა჻ ყმა჻ შვილი჻ გიზის჻ ერთაი჻ ქალია: აწ჻ იგი჻ დასვი჻ ჴელმწიფედ჻ სხვა჻ ვინღა჻ შეგითვალია: სხვა჻ მეფე჻ დაჯდეს჻ ინდოეთს჻ მერტყას჻ მე჻ ჩემი჻ ჴრმალია:

637. შენი჻ ქალი჻ არად჻ მინდა჻ გაათხოვე჻ გამარიდე: ინდოეთი჻ ჩემი჻ არის჻ არვის჻ მივსცე჻ ჩემგან჻ კიდე: ვინცა჻ ჩემსა჻ დამეცილოს჻ მისით჻ მასცა჻ ამოვფხურიდე: სხვად჻ მეშველსა჻ გარეგანსა჻ ღ~თნ჻ ნუქნას჻ ვინატრიდე:

ამბვის ნესტან დარეჯანის დაკარგვისა დავარ დის ჴელისაგან:

638. ესე჻ კაცნი჻ გამეგზავნნეს჻ გონებასა჻ გავეშმაგე: რომე჻ მისი჻ ვერა჻ მეცნა჻ ამას჻ უფრო჻ დავედაგე: მას჻ ზღუდესა჻ გარდავადეგ჻ მინდორთაკენ჻ რომე჻ ვაგე: მესმა჻ საქმე჻ საშინელი჻ თუცა჻ თავი჻ ვერ჻ წავაგე:

639. გამოჩნდეს჻ ორნი჻ ქუევითნი჻ მე჻ მივეგებე჻ წინარე: ქალი჻ ჰყავს჻ ერთსა჻ მონასა჻ ვცანმცა჻ თუ჻ მოღმა჻ ვინ჻ არე: თავ჻ გაგლეჯილი჻ ასმათი჻ პირს჻ სისხლი჻ ჩამომდინარე: აღარ჻ მიყივლა჻ ღიმილით჻ არცაღა჻ გამიცინა჻ რე:

640. იგი჻ ვნახე჻ დავებნივე჻ გონებანი჻ გამიშმაგნა: შორით჻ უჴმე჻ რაშიგან჻ ვართ჻ ანუ჻ ცეცხლმან჻ რათ჻ დაგუდაგნა»: მან჻ საბრალოდ჻ შემომტირნა჻ ძლივ჻ სიტყუანი჻ გამოაგნა: მითხრა჻ ღ~თმან჻ სიმგრგულე჻ ცისა჻ ჩუენთუის჻ რისხუით჻ წამოგრაგნა:

641. ახლოს჻ მიველ჻ კვლაცა჻ ვჰკითხე჻ რაშიგან჻ ვართ჻ თქუი჻ მართალი»: მართ჻ საბრალოდ჻ ამიტირდა჻ კულავ჻ მოედვა჻ ამით჻ ალი: დიდხან჻ სიტყუა჻ ვერა჻ მითხრა჻ მისთა჻ ჭირთა჻ ნაათალი: მკერდსა჻ წითლად჻ უღებავიდა჻ სისხლი჻ ღაწუთა჻ ნაწუეთალი:

642. მერმე჻ მითხრა჻ მოგახსენებ჻ ესე჻ რადმცა჻ დაგიმალე: მაგრა჻ ვითა჻ გაგახარო჻ შენცა჻ აგრე჻ შემიწყალე: ნუ჻ მაცოცხლებ჻ ნუ჻ დამარჩენ჻ შემიხვეწე჻ შემიბრალე: დამხსენ჻ ჩემსა჻ საწუთროსა჻ ღმერთსა჻ შენსა჻ მიავალე»:

643. მიამბო჻ ოდეს჻ სასიძო჻ მოჰკალ჻ და჻ ჴმა჻ დაგივარდა: მეფესა჻ ესმა჻ აიჭრა჻ მართ჻ მისგან჻ გასატკივარდა: შენ჻ დაგიძახნა჻ მიჴმეთო»჻ ჴმა჻ მაღლა჻ გაჴმაყივარ჻ და: გნახეს჻ შინა჻ ვერ჻ გპოვეს჻ მით჻ მეფე჻ გამომჩივარდა:

644. ჰკადრეს჻ აქა჻ აღარ჻ არის჻ კარნი჻ სითმე჻ გაუვლიან: მეფე჻ ბრძანებს჻ ვიცი჻ ვიცი჻ მეტად჻ კარგად჻ შემიგიან: მას჻ უყუარდა჻ ქალი჻ ჩემი჻ სისხლნი჻ ველთა჻ მოუღურიან: რა჻ ნახიან჻ ერთმანერთი჻ არშეხედვა჻ ვერ჻ დასთმიან:

645. აწ჻ თავმან჻ ჩემმან჻ მას჻ მოვჰკლავ჻ ჩემად჻ დად჻ ვინცა჻ მადესა: მე჻ ღმრთისა჻ ვუთხარ჻ დაუბამს჻ მას჻ ეშმაკისა჻ ბადესა: მათ჻ ბოზკუროთა჻ ასეთი჻ რა჻ მისცეს჻ რა჻ უქადესა: თუ჻ დავარჩინო჻ ღ~თი჻ ვგმო჻ მისად჻ პატიჟად჻ მზად჻ ესა: