... (H-925), XVIII ს.

625. ყმამან მდაბლად მოიკითხა ზედა დასდვა პირი პირსა უბრძანა თუ ღ~თსა ვმადლობ შენ თუ ჭირი არა გჭირსა დიდებულთა თაყვანისცეს აკოცებდეს ვინცა ღირს ა ზარსა სცემდეს უხაროდა უფროსსა თუნდა მცირსა

626. მოვიდეს სადა სამყოფად სახლი დგა მუნ აგებული მოვიდა ნახვად ყოველი მის ქალაქისა კრებული მაშინვე დაჯდა ნადიმად მორჭმით ლაღი და შვებული ენა მის დღისა შვებასა ყოვლ ვერ იტყვის კლებული

627. შერმადინს უთხრა უამბო ყოველი მისგან ნახული ანუ ვით პოვა იგი ყმა მისგანვე მზედ დასახული ავთანდილს ცრემლი უყოფდა უბნობდა თვალ დაფახული უმისოდ მყოფსა სწორად მჩანს ჩემთვის დარბაზი და ხული

628. მუნ ამბავი შინაური ყველაკაი მოახსენა შენი წასვლა არვინ იცის რაცა მითხარ აგრე ვქენა მას დღე მუნით არ წავიდა ინადიმა გაისვენა ცისკრად შეჯდა გაემართა დღე რა მზემან გაათენა

629. არცაღა დაჯდა ნადიმად არცაღა კულა ხალვათისა შერმადინ მახარობელი წავა მისულისა მათისა ფიცხლად წავიდა სავალი სამ დღე ვლო დღისა ათისა მას ლომსა ნახვა უხარის მის მზისა მეკამათისა

630. შესთვალა მეფე უკადრი ხარმცა მორჭმით და დიდებით ამა საქმესა ვიკადრებ შიშით კრძალვით და რიდობით მის ყმისა ვერას ვერ მცნობი უხმობდი თავსა ფლიდებით აწ ვცან და გაცნევ ყოველსა მოვალ შვებით და მშვიდობით

631. როსტევან მეფე უკადრი მორჭმული შეუპოველი შერმადინ მოციქულობა თვით მოახსენა ყოელი ავთანდილ მოვა წინაშე მის ყმისა ვისმე მპოელი ბრძანა ვცან ჩემი ღ~თისაგან სააჯო და სათხოელი

632. თინათინს კადრა შერმადინ ნათელსა მას უღამოსა ავთანდილ მოვა წინაშე გკადრებს ამბავსა ამოსა იგი მით აკრთთობს ელვასა მზისაცა უთამამოსა მას საბოძვარი უბოძა მისი ყველაი დამოსა

633. მეფე შეჯდა გაეგება ყმასა მუნით მომავალსა ამას პირმზე მეფისაგან ივალებდა ვითა ვალსა მიეგება მოეგება მხიარული გულმხურვალსა დიდებულთა ჯარისაგან ზოგნი გვანდა ვითა მთვრალსა

634. რა მიეახლა გარდახდა ყმა თაყვანისსცა მეფესა აკოცა როსტან მიმხუდარმან ნიშატთა სიიეფესა გულმხიარულნი შვებულნი მივლენ დარბაზსა სეფესა მის ყმისა მოსულა უხარის ყოველსა მუნ მეკრეფესა

635. მას ავთანდილ თაყვანისცა ლომთა ლომმან მზეთა მზესა მუნ ბროლი და ვარდ გიშერი გაეტურფა სინაზესა პირი მისი უნათლეა სინათლესა ზესთა ზესა სახლსაყოფი არა მართებთ ცამცა გაიდარბაზესა

636. მას დღე დასხდეს ნადიმობად გაამრავლეს სმა და ჭამა ყმასა მეფე ასრე უჭვრეტს ვითა შვილსა ტკბილი მამა მათ ორთავე აშვენებდა ფიფქსა თოვნა ვარდსა ნამა უხვად გასცეს საბოძვარი მარგალიტი ვითა დრამა

637. სმა გარდახდა თავისთავის გაიყარნეს მსმელნი შინა დიდებულნი არ გაუშვნეს ყმა დაისვეს ახლოს წინა მეფე კითხავს იგი კადრებს რაცა ჭირი დაეთმინა მერმე მისი უცნობოსა რა ენახა რა ესმინა

638. მას ვახსენებდე ნუ გიკვირს თქმა მჭირდეს მიწყივ ახისა ნუთუ მზე ვთქვა მგზავსი მისი და ან მისისა სახისა ვინ უნახავ ქნის გონება ყოველთა კაცთა მნახისა ვარდი დამჭკნარი ეკალთა შუა შორს მყოფი ახ ის ა

639. რა ჭირი კაცსა სოფელმან მოუთმოს მოუთმინამან ქაცვი ლერწამმან ზაფრანა იმგზავსოს ფერად მინამან ავანდილ მისმან მხსენებმან ღაწვი ცრემლითა მინამან წვრილად უანბო ანბავი მან მისმან მონასმინამან

640. ქვაბნი ომითა წაუხმან სახლად აქვს დევთა სახლები საყვარელისა მისისა ქალი ჰყავს თვით ნაახლები ვეფხისა ტყავი აცვია ცუდად უჩნს სტავრანახლები აღარა ნახავს სოფელსა ცეცხლი სწუავს ახალახლები

641. რა დაასრულა ამბავი საქმე მისისა ჭირისა ნახვა მის მზისა ნათლისა მის თვალად არ დუხჭირისა ეამა უქეს ვარდისა ხელი მძლედ დანამჭირისა ეგე კმა სიმხნე სიმხნისა რადღა ხარ მომხვეჭი რისა

642. გამხიარულდა თინათინ ამა ამბისა სმენითა მას დღე იხარებს სმითა და ჭამისა არ მოწყენითა კვლავ საწოლს დახვდა მას მზესა მუნცა სიტყვითა ბრძენითა მისვლა ებრძანა იამა თქმა არ ეგების ენითა

643. ყმა წავიდა მხიარული ლმობიერი არ გამწყრალი ლომი მინდორს ლომთა თანა მინდორს რული ფერ ნამკრთალი ყმა სოფლისა ხასიათი ჯავარი და სრული ლალი მაგრა ქონდა გულისათვის გული გულსა განაცვალი

644. მზე უკადრი ტახტსა ზედა ზის მორჭმული არ ნადევრი წყლად ეფრატსა უხვად ურწყო ედემს რგული ალვა მჭევრი ბროლ ბალახშსა აშვენებდა თმა გიშერი წარბი ტევრი მე ვინ ვაქებ ათენს ბრძენთა ხამს აქებდეს ენა ბევრი