... (H-925), XVIII ს.

645. ყმა მხიარული წინაშე დასვა სკამითა მისითა სხენან სავსენი ლხინითა ორთავე შესატყვისითა უბნობენ ლაღნი წყლიანნი არა სიტყუითა მქისითა უთხრა ჰპოეა პატიჟნი ნახენ ძებნითა ვისითა

646. ჰკადრა რა კაცსა სოფელმან მისცეს წადილი გულისა ჴსოვნა არა ჴამს ჭირისა ვით დღისა გარდასრულისა ვჰპოვე ხე ტანი ალვისა სოფლისა წყალთა რწყულისა მუნ პირი მგზავსი ვარდისა მაგრა აწ ფერ ნაკლულისა

647. მუნ სარო მგზავსი ვარდისა ვნახე მისჭირდა მინები მით ვიწვი რადგან ჩემებრვე ცეცხლი სწვავს მოუთმინები იტყვის დავკარგე ბროლი და სადა რთავს ბროლსა მინები მერმე კვლა კადრა ამბავი მან მისგან მონასმინები

648. სიარულსა მისგან ძებნად სრულ პატიჟთა მოსთულის ჭირსა მერმე კადრა საწადლისა ღმერთმან პოვნა ვით აღირსა საწუთრო და სოფელს ყოფნა კაცი უჩსო ვით ნადირსა ოდენ ხელი მჴეცთა თანა იარების მინდორს ტირსა

649. ნუ მკითხავ ქება რა გკადრო ჩემგან რა გაგეგონების მისსა მნახავსა ნახული აღარა მოეწონების თვალი მჭვრეტელი ვით მზისა ციაგსა დაეღონების ვარდი არ ქნილი ზაფრანად აწ ია შეიკონების

650. წვრილად კადრა რა იცოდა რა ნახული რა ნასმენად ვითა ვეფხვისა წავარნა და ქვაბი აქო სახლად მენად ქალი ახლავს სასურველად სულთა დგმად და ჭირთა თმენად ვაი სოფელმან სოფელს მყოფი ყოვლი დასვა ცრემლთა დენად

651. ქალსა რა ესმა ანბავი მიხვდა წადილი ნებისა განათლდა პირი მთვარისა ვით ნათლად ნავანებისა იტყვის რა უთხრა პასუხი მას სათნებლისა თნებისა რაა წამალი მისისა წყლულისა განკურნებისა

652. ყმა ეტყვის ვის აქვ მინდობა კაცისა მამცქაფავისა მან ჩემთვის დაწვა თავისი დადვა არ დასაწვავისა დრო დამიც ჩემად მისულისა მითქვამს დადება თავისა მზე შემიფიცავს თავისა ჩემგან მზედ სახედავისა

653. ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად გული მისცეს გულისათვის სიყვარული გზად და ჴიდად კვლა მიჯნურსა მიჯნურისა ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად აჰა მაქვსმცა უმისოსა ლხინი არმად თავი ფლიდად

654. მზე ეტყვის მამხვდა ყოველი ჩემი წადილი გულისა პირველ შენ მოხველ მშვიდობით მპოვნელი დაკარგულისა მერმე ზდა სიყვარულისა გაქვს ჩემგან დანერგულისა ვპჰოვე წამალი გულისა აქამდის დადაგულისა

655. საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხდების ზოგჯერ მზეა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების აქამდის ჭირი ჩემზედა აწ ესე ლხინად უხდების რადგან შვება აქვს სოფელსა თვით რად ვინ შეუწუხდების

656. შენ არ გატეხა კარგი გჭირს ზენაარისა ფიცისა ხამს გასრულება მოყვრისა სიყვარულისა მტკიცისა ძებნა წამლისა მისისა ცოდნა ჴამს უვიცისა ჩემი სთქვი რა ვქნა ბნელ ქმნილმან მზე მიმეფაროს მე ცისა

657. ყმამან კადრა სისხლით შევრთე ჭირი შვიდსა მე რვა ცუდი არის დამზრალისა გასათბობლად წყლისა ბერვა ცუდი არის სიყვარული ქვეით კოცნა მზისა წვერვა თუ გიახლო ერთხელ ვაა და რა მოგშორდე ათასჯერ ვა

658. ვაი თუ გავიჭრა გაჭრილსა სადა გლახ დამწვავს სად ალი გული ძეს საგნად ისრისა მესვრის საკრავად სამალი დრო სიცოცხლისა ჩემისად დღისით რა ჩანს ნასამალი ფარვა მწადს მაგრა გარდაჴდა ჟამი პატიჟთა სამალი

659. მესმა თქუჱნი ნაუბარი გავიგონე რაცა ბრძანე ვარდსა ქაცვი მოაპოვებს ეკალთამცა რად ვეფხანე მაგრა მზეო თავი მზესა ჩემთვის სრულად დააგვანე სიცოცხლისა საიმედო ნიშანი არ წამატანე

660. ყმა ტკბილი და ტკბილქართული სიკეთისა ჴელის მჴდელი ამაზედა ეუბნების ვით გაზრდილსა ამო მზრდელი ქალმან მისცა მარგალიტი სრულ ქმნა მისი საწადელი ღ~თნ ქნას და გაუსრულდეს ლხინი ესე აწინდელი

661. რა სჯობს რა კაცმან გიშერი ბროლლალსა თანა ახუიოს ანუ ბაღს ალვა საროსა ახლოს რგოს მორწყოს ახიოს მისსა მჭვრეტელსა ალხინოს ვერ მჭვრეტსა ავაგლახიოს ვაი მოყვრისა გაყრილსა ახიო ეყოს ახიოს

662. მათ მიხვდა ლხინი ყოველი ერთმანერთისა ჭვრეტითა ყმა წამოვიდა გაყრილი მივა გულითა რეტითა მზე ტირს სისხლისა ცრემლითა ზღვისაცა მეტისმეტითა იტყვის ვერ გაძღა სოფელი ვაი ჩემთა სისხლთა ხვრეტითა

663. ყმა წავიდა სევდიანი მკერდსა იცემს ამად ილებს რომე კაცსა მიჯნურობა ატირებს და გააფლიდებს რა ღრუბელი მიეფარვის მზე ხმელეთსა დააჩრდილებს მის მოყვრისა მოშორება აწ აბინდებს არ აჩრდილებს

664. სისხლმან და ცრემლმან გარევით ღაწვი ქნის ღარად და ღარად იტყვის მზე ჩემგან თავისა კმა დასადებლად აღარად მიკვირს თუ გული ალმასი შავმან წამწამმან დაღა რად ვირე ვნახვიდე სოფელო მინდი სალხინოდ აღარად