..., 1860 წ.

664. აწ თავმან ჩემმან მას მოვკლავ. ჩემად დად ვინცა მადესა მე ღ~თისა უთხარ დაუბამს. მას ეშმაკისა ბადესა მათ ბოზ კუროთა ასეთი. რა მისცეს რა უქადესა და თუ დავარჩინო ღ~თი გმოს. ჩემად პატიჟად მზადესა.

665. მის მეფისა წესი იყო. თავი თვისი ძვირად ფიცის თუ ფიცის და არ გატეხის. მასვე წამსა დაამტკიცის ესე წყრომა მეფისაგან. ვისცა ესმა ვინცა იცის და მან უბრძანა დავარ ქაჯსა. ვინ გრძნებითა ცაცა იცის.

666. დავარ დასა მეფისასა. უთხრა ვინმე ღ~თისა მტერმან თავი ფიცა ძმამან შენმან. არ დაგარჩენს იცის ერმან მან ეგრე თქვა უბრალო ვარ. იცის ღ~თნ სახიერმან და ვისგან იქმნა ვისთვის მოვკუდე. მიიჴვედროს იგი ერმან.

667. მე ესე ვკადრო ამბავი. ქალი დაადგა შენ ოდეს შენეულივე რიდენი. ებურნეს ტურფად შვენოდეს დავარ მოსთქმიდა სიტყვითა. რომელი არა მსენოდეს და ბოზო შენ ბოზო რად მამკალ. ვეჭუ შენცა არა გლხენოდეს.

668. ბოზო როსკიპო დიაცო. საქმრო რად მოაკვლევინე ანუ სისხლითა მისითა. ჩემი რად მოაზღვევინე არ ცუდად მამკლავს ძმა ჩემი. რა გიყავ რა გაქნევინე და თუ ღ~თსა უნდეს ვერ მიხვდე. ვის ესე დააშლევინე.

669. ჴელი მიჰყო წამოზიდა. თმანი გრძელნი დაუფუშნა დაალურჯა დაალება. მეტად პირი მოუქუშნა მან პასუხი ვერა გასცა. ოდეს სულთქმნა ოდეს უშნა და ქალმან შავმან ვერა არგო. ვერცა წყლული დაუშუშნა.

670. რა დავარ გაძღა ცემითა. მისისა დალურჯებითა წამოდგნენ ორნი მონანი. პირითა მით ქაჯებითა მათ კიდობანი მოიღეს. ეუბნეს არ აჯებითა და ქალი მათ მისცა დაიწყეს. ძახილი დარაჯებითა.

671. მან უთხრა წადით დაკარგეთ. მუნ სადა ზღვისა ჭიპია წმინდისა წყლისა ვერ ნახოს. მყინვარე ვერცა ლიპია მათ გაეხარნეს ჴმა მაღლად. იყივლეს იპი იპია და ესე ვნახე და არ მოვკვდი. არა მგავს არცა სიპია.

672. ზღვისაკენ გავლეს სარკმელი. მაშინვე გაუჩინარდა დავარ თქვა მქნელი ამისი. ვინ არ დამქოლოს ვინ არდა ვირემ მამკლემდეს. მოვკუდები. სიცოცხლე გასაწყინარდა და დანა დაიცა მოცაკუდა. დაეცა გასისხლ მდინარდა.

673. რად არ მიკვირვებ ცოცხალსა. მე ლახვარ დაუსობელსა აწ იგი მიყავ რაც მმართებს. ამისა მახარობელსა ზენ არ დამხსენ სიცოცხლე. სულთა დაუთმობელსა და საბრალოდ ცრემლსა ადენდა. უკლებსა დაუშობელსა.

674. მე უთხარ დაო რად მოგკლა. ანუ რა შენი ბრალია რამცა ვქენ ნაცვლად თვით რომე. მისი ჩემზედა ვალია აწ თავსა მისად საძებრად. მივსცემ სად კლდედა წყალია და სრულად გავქვავდი შემექნა. გული მართ ვითა სალია.

675. მეტმან ზარმან გამაშმაგა. მამივიდა ცხრო და თრთოლა თავსა უთხარ ნუ მოვკვდები. არას გარგებს ცუდი წოლა გიჯობს გაჭრა მისად ძებნად. გავარდნა და ველთა რბოლა და აჰა ჟამი ვისცა გინდა. ჩემი თანა წამოყოლა.

676. შეველ ფიცხლავ შევეკაზმე. ცხენსა შევჯე შეკაზმული ას სამოცი კარგი მოყმე. ჩემსა თანა ხან დაზმული გამომყვა და გამოვედით. კართა გარე გარაზმული და ზღვის პირას მიველ ნავი დამხვდა. შეფისული შეკაზმული.

677. ნავსა შევსჯე ზღვასა შეველ. ნავსა შიგან გავალაგდი არსით ნავი მამავალი. უნახავი არ დავაგდი მოველოდი არა მესმა. შმაგი უფრო გავეშმაგდი და რომე სრულად მამიძულვა. ღ~თსა თურმე არა ვძაგდი.

678. რომე დავყავ წელიწადი. თვე თორმეტი გამეოცა მაგრამ მისი მნახავიცა. სიზმრივ კაცი არ მეოცა თანა მყოლი ყველაკანი. ამომიწყდა დამეჴოცა და ვთქვი თუ ღ~თსა ვერას ვკადრებ. რაცა უნდა ეგრე ყოცა.

679. ზღვა ზღვა ცურვა მომეწყინა. მით გამოველ ზღვისა პირსა გული სრულად გამიშმაგდა. არ უსმენდი არც ვეზირსა ყველა კაი დამეფანტა. დარჩომოდა რაცა ჭირსა და კაცსა ღ~თი არ გასწირავს. სოფლისაგან განაწირსა.

680. ერთი ესე ასმათი. და დამრჩა ორნი მონანი ჩემი გულისა მდებელნი. და ჩემი შემაგონანი მისი ვერა ვსცან ამბავნი. ვერცა დრამისა წონანი და ტირილი მიჩნდის ლხინად და. მდიმდიან ცრემლთა ფონანი.

ნურადინ მეფის ამბავი. ოდეს ტარიელს შემოეყარა ზღვის პირსა:

681. ღამით მევლო მოვიდოდი. ზღვისა პირსა აჩნდა ბაღი გვანდა ქალაქთ სიახლესა. ცალკერძ იყო კლდეთა ნაღნი არ მიამის კაცთა ნახვა. მიდაღვიდა გულსა დაღნი და მუნ გარდავხე მოსვენებად. დამხვდა რამე ხე ბალაღნი.

682. ხეთა ძირსა მივიძინე. მათ მონათა ჭამეს პური მერმე ავსდეგ სევდიანი. მიღამებდა გულსა მური არა მესმა ეგზომ გრძელად. არ ჭორი და არ დასტური და ველსა ცრემლი ასველებდა. თვალთა ჩემთა მონაწური.