..., 1860 წ.

625. სულთა ვიჴდი გულისათვის. კოშკი ამად გამებაზრა იგი თოვლი დახელად. რომე პირველ ვარდი აზრა ვნახე ძოწსა მარგალიტი. გარე ტურფად მოემაზრა და მიბრძანა თუ ეგე საქმე. მემცა ვითამ არ მეაზრა.

626. რა დავიჯერებ მე შენსა. ღალატსა ორგულობასა უარის ქნასა ღ~თისასა. ამისთვის არ მადლობასა იაჯი თავსა ჩემსა. და მორჭმით ინდოეთს ფლობასა და მედა შენ დავსხდეთ ჴელმწიფეთ. სჯობს ყოვლსა სიძე სძლობასა.

627. მე ლმობიერად მომიტკბა. გამწყრალი გარისხებული ახლოს დამისვა დამიტკბა. აქამდის არ ღირსებული ანუ მზე იყო ქვეყანად. ან მთვარე პირ გავსებული და მეუბნებოდა შემექნა. ცეცხლი ამისთვის ვსებული.

628. მიბრძანა თუ გონიერი. ჴამს აროდეს არ აჩქარდეს რაცა სჯობდეს მოიგვაროს. საწუთროსა დაუწყნარდეს თუ სასიძო არ მოუშვა. ვაითუ მეფე გაგიმწარდეს და შენდა იგი წაიკიდნეთ. ინდოეთი გარდაქარდეს.

629. კულავ თუ სიძე შემოუშვა. მე შემირთოს მართ ანასდენ ერთმანერთსა გავეყარნეთ. ძოწეულნი გაგვიფლასდენ მათ მორჭმულთა მოივლინონ. ჩვენ შვენება გაგვიასდენ და ესე ამბვად არ ეგების. რომე სპარსნი გაგვიხასდენ.

630. მე ვკადრე ღ~თნ გაშოროს. მის ყმისა თქვენი ქმარობა რა შემოვიდეს ინდოეთს. შევიგნა მათი გმირობა უჩვენო ჩემი ძალ გული. და ჩემი მეომარობა და ასრე დავხოცო შეეძლოს. ვეღარას ვერ საჴმარობა.

631. მიბრძანა თუ ჴამს დიაცი. დიაცურად საქმე დედლად დიდსა სისხლსა ვერ შეგაქნევ. ვერ ვიქნები შუა კედლად რა მოვიდეს სიძე მოკალ. მისთა სპათა აუწყვეტლად და ქნა მართლისა სამართლისა. ხესა შეიქს ხმელსა ნედლად.

632. ასრე ჰქენ ჩემო ლომოდა. მჯობო ყოველთა გმირთაო მიპარვით მოკალ სასიძო. ლაშქართა ნუ მოირთაო მათთა სპათაცა ნუ დახოც. ზროხათა ვითა ვირთაო და უბრალო სისხლი კაცისა. კაცმამცა ვით იტვირთაო.

633. იგი რა მოკლა ეუბენ. პატრონსა ჩემსა მამასა უთხარ თუ სპარსთა ვერა ვიქ. ინდოეთისა ჭამასა ჩემია მკვიდრი მამული. არ მივსცემ არცა დრამასა და არ დამესჴნები გაგიხდი. ქალაქსა ვითა ტრამალსა.

634. ჩემი ყოლა ნურად გინდა. სიყვარული ნურცა ნდომა ამით უფრო მოგეცემის. სამართლისა შენ მოხდომა ქნას მეფემან ყელ მოტეხით. შემოხვეწნა შემოკდომა და ჴელთა მოგცეს თავი ჩემი. შეგვშვენოდეს ერთგან სხდომა.

635. ესე დია მამეწონა. თათბირი და გამორჩევა ჩემთა მტერთა დავაქადე. დასაჴოცლად ჴლმისა ქნევა მერმე ავდეგ წამოსავლად. მან დამიწყო ქვე ქვე წვევა და მწადდა მაგრამ ვეღარა ვქენ. წაჭიდება შემოხვევა.

636. ხანი დავყავ მის წინაშე. მაგრამ გავხე ვითა ჴელი ასმათ წინა ჩამომიძღვა. მიმდიოდა ცხელი ცრემლი ჭირი ბევრჯელ ვიათასე. ლხინი ჩემი ვიერთხელი და რომე წასვლა არ მეწადა. ამად მივალ არ ფიცხელი.

637. გარე ვაქცივე ასმათი. მუნ ჩემი ჩამოყოლილი ღამით უჭვრეტდი ვარსკვლავთა. მე საწოლს ვერ დაწოლილი გულსა დამესვის ლახვარი. შავთა წამწამთა სროლილი და მისმან შუქმან დამალურჯა. დამალება მაჩნდა წყლული.

638. მოვიდა კაცი სასიძო. მოვაო მოსვლა გვახარა მაგრამ თუ ღ~თი უზამს. არა იცოდა გლახარა მეფესა მიჴვდა სიამე. არ სიტყვა ავაგლახარა და ახლოს მიმიჴმო მიბრძანა. მიდიო თავი დახარა.

639. მიბრძანა ჩემთვის ესე დღე. ლხინი და სიხარულია გარდავიხადო ქორწილი. ჴამს ლოცვა მიჴვდეს სრულია გავგზავნოთ კაცი მოვიღოთ. ყოვლი საჭურჭლე სრულია და უხვად გავსცემდით ლაშქარზე. სიძუნწე უმეცრულია.

640. გავგზავნე კაცი ყოველგან. საჭურჭლის წამამხელნია სასიძოცა მოგვივიდა. იყვნეს ხანთ არ დამზმელნია შიგნით ჩვენნი გაეგებნეს. გარე დგეს ხვარაზმელნია და მათ ლაშქართა ერთად მყოფთა. ვერ იტყოდა ვერ ჴმელნია.

641. მეფემან ბრძანა მოკაზმეთ. კარვითა მოედანია გამოისვენოს სიძემან. დაჰყოს ცოტაი ხანია მუნ მისად ნახვად გავიდნენ. უშენოდ ხასნი სხვანია და შენ აქა ნახე ნუ წახვალ. შენგან ესეცა კმანია.

642. მოედანს დადგეს კარვები. წითლისა ატლასებისა მოვიდა სიძე გარდახდა. დღე გვანდა არ აღვრსებისა შეიქნა გასვლა ქალაქით. ჯარი დგა მუნ ხარებისა და მართ იყო დგომა ლაშქრისა. თემ თემად დას დასებისა.

643. მე დავშვერ ვითა წესია. საურავ გარდახდილისა შინა წამოველ მაშვრალსა. ქმნა მამდომოდა ძილისა მონა მოვიდა მომართვა. წიგნი ასმათის ტკბილისა და ეთქვა თუ მოდი გიბრძანებს. მსგავსი ალვისა ზრდილისა.

644. ცხენისაგან არ გადავხე. წაველ ფიცხლავ დავმორჩილდი ქალი ვნახე ნატირები. ვკითხე ცრემლსა რასა მილდი მითხრა შენი შესწრებული. ტირილსამცა ვითავსცილდი და გაუწყვეტლად ვით გამართო. როგორა თუ გავაქილდი.