..., 1860 წ.

645. შევედით ვნახეთ ბალიშსა. ზედან წარბ შესკვნით მჯდომარე მზე ვეღარას იქს მის მეტსა. მას გაენათლა რომ არე წავსდეგ მიბრძანა რასა სდგა. დღე მიგაჩს წინ საომარე და ანუ გამწირე მიტყვე. და კვლავცა მამიცთომარე.

646. მე მეწყინა აღარა ვსთქვი. ფიცხლავ გარე შემოვბრუნდი უკუ ვყივლე აწ გამოჩნდეს. არ მინდოდე ვისცა უნდი ქალი ომსა როგორ მაწვევს. ეგრე ვითა დავძაბუნდი და შინა მოველ მოკვლა მისი. დავაპირე არ დავყმუნდი.

647. ასსა უბრძანა მონასა. საომრად დაემზადენით შევსხედით გავლეთ ქალაქი. არავის გავეცხადენით კარავსა შეველ იგი ყმა. ვითა წვა ზარის თქმად ენით და უსისხლოდ მოვკალ სიკვდილი. თუმცა ხამს სისხლთა დადენით.

648. კარავის კალთა ჩახლათული. ჩავჭერ ჩავაქარაბაკე სასიძოსა ხელი მივყავ. თავი სვეტსა შეუტაკე წინა მწოლთა დაიძახეს. საქმე შექმნეს საარაკე და ცხენსა შევჯე წაცა მოველ. ჯაჭვი მეცვა საკურტაკე.

649. ჴმა დამივარდა შეიქნა. ძახილი მოსაწევარი წამოველ წევნა დამიწყეს. დავოცე ჩემი მდევარი ქალაქი მქონდა მაგარი. მტერთაგან მოუდევარი და მას შიგან შეველ დავიწყევ. საომრად მოსამზევარი.

650. იგი გავგზავნე ვაცნობე. ჩემსა ლაშქარსა ყველასა აქა მომართვით ვინცაღა. იქმოდეთ ჩემსა შველასა არ გასწყდა მოსვლა მდევართა. ღამესა დია ბნელასა და ჩემი რა სცნიან სცვიდიან. თავისა თავსა მთელასა.

651. ცისკრად ავდეგ შევეკაზმე. რა გათენდა ღამე დილად ვნახე სამნი დიდებულნი. მეფისაგან მოგზავნილად ებრძანა თუ ღ~თნ იცის. გამეზარდე ვითა შვილად და ჩემი ასე რად შევსცვალე. სიხარული და სამძიმილად.

652. ხვარაზმშას სისხლი უბრალო. სახლად რად შემადებინე თუ ჩემი ქალი გინდოდა. რაომ არ შემატყობინე მე ბერსა შენსა გამზრდელსა. საწუთრო მაარმებინე და დღე სიკვდილამდის შენ ჩემთვის. თავი არ მაახლებინე.

653. მე შეუთვალე მეფეო. საქმე ვქენ მოსაკრძალისა თვარა რად მიშლი სიკვდილსა. ცეცხლი მწვამს სირცხვილთ ალისა მაგრამ თვით იცი ჴელმწიფე. ჴამს მქონელი სამართალისა და მე თქვენმან მზემან მაშოროს. ნდომა თქვენისა ქალისა.

654. იცით ინდოთა სამეფო. რაზომი სრა საჯდომია ერთიღა მე ვარ მემკვიდრე. თქვენის მონობის მდომია ამოსწყდა მათი ყველაი. მამული თქვენ მოგხდომია და სამართლად ტახტი უჩემოდ. არ ვისად მოსახდომია.

655. ვერ გათნევ თქვენმა კეთილმან. აწ ეგე არ მართალია ღ~თნ არ მოგცა ყმა შვილი. გიზის ერთიღა ქალია აწ იგი დასვი ხემწიფედ. სხვა ვინღა შეგითვალია და სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს. მე მერტყას ჩემი ხმალია.

656. შენი ქალი არად მინდა. გაათხოვე გამარიდე ინდოეთი ჩემი არის. არვის მივსცემ ჩემგან კიდე ვინცა ჩემსა დამეცილოს. მისით მასცა ამოვფხვრიდე და სხვად მეშველსა გარეგანსა. ღ~თნ ნუ ქნას ვინატრიდე.

ამბისა ცნობა ტარიელისაგან, ნესტან დარეჯანის დაკარგვისა:

657. ესე კაცნი გამეგზავნეს. გონებასა გავეშმაგე რომე მისი ვერა მესმა. ამას უფრო დავედაგე მას ზღუდესა გარდავადეგ. მინდორთაკენ რომე ვაგე და მესმა საქმე საშინელი. თუცა თავი ვერ წავაგე.

658. გამოჩნდეს ორნი მონანი. მე მივეგებე წინარე ქალი ჰყავს ერთსა მონასა. ვსცან მეცა მიღმა ვინარე თავ გაგლეჯილი ასმათი. პირ სისხლი ჩამომდინარე და აღარ მიყივლა ღიმილით. აღარცა გამიცინარე.

659. იგი ვნახე დავებნივე. გონებანი გამიშმაგნეს შორით უხმე რაშიგან ვმართ. ანუ ცეცხლმან ვით დაგვდაგნეს მან საბრალოდ შემომტირნა. ძლივ სიტყვანი გამოაგნეს და მითხრა ღ~თნ რისხვა ცისა. ჩვენზედ წყრომით წამოგრაგნეს.

660. ახლოს მიველ კვლავცა ვკითხე. რაშიგან ვართ თქვი მართალი მართ საბრალოდ ამიტირდა. კვლავცა მამდა ამი ალი დიდხან სიტყვა ვერა მითხრა. მისთა ჭირთა ნაათალი და მკერდსა წითლად უღებევდა. სისხლი ღაწუთა ნაწვეთალი.

661. მერმე მითხრა მოგახსენებ. ესე რადმცა დაგიმალი მაგრამ ვითა გაგახარო. შენცა ეგრე შემიწყალი ნუ მაცოცხლებ ნურც დამარჩენ. შემიხვეწე შემიბრალი და დამხსენ ჩემსა საწუთროსა. ღ~თსა შენსა მიავალი.

662. მიამბო ოდეს სასიძო. მოჰკალ და ჴმა დაგივარდა მეფესა ესმა აიჭრა. მართ მისგან გასატკივარდა შენ დაგიძახა მიხმეთო. ჴმა მაღლა გაცა მყივარდა და გნახეს ვერ გპოვეს ამისთვის. მართ მეფე გაცა მჩივარდა.

663. ჰკადრეს აქა აღარ არის. კარი სითმე გაუვლიან მეფე ბრძანებს ვიცი ვიცი. მეტად კარგა შემიგნიან მას უყვარდა ქალი ჩემი. სისხლი ველთა მოუღვრიან და რა ნახიან ერთმანერთი. არ შეხედვა ვერ დასთმიან.