... (H-66), 1832 წ.

624. ეგრე უთხარ თქვენი გაყრა: მეცა დია მეძნელების მაგრა ლხინი უმისოსა: ჩემგან ძნელად გაიძლების ჩემსა ტყვესა ვერ გავსწირავ: თქვენცა დია გებრალების ნუვინ მიშლით არ დავდგები: არცა ვისგან დამეშლების

625. მერმე ფრიდონ მოიყვანა: მიძღვნა ესე ჩემი ცხენი მითხრა ხედავ პირი მზისა: თქვენ საროსა ეგეც ხენი ვიცი მეტი არა გინდა: ძღვენი რამცა გავკიცხენი თვით ამანვე მოგაწონნეს: სახედრობა სიფიცხენი

626. ფრიდონ გამამყვა წავედით: ორთავე ცრემლნი ვღვარენით მუნ ერთმანერთსა ვაკოცეთ: ზახილით გავიყარენით სრულად ლაშქარნი მტიროდეს: გულითა მართლად არ ენით გაზრდილ გამზრდელთა გაყრასა: ჩვენ თავნი დავადარენით

627. ფრიდონისით წამოსრულმან: წავე ძებნად კვლავ ვიარე რომე არა არ დამირჩა: ხმელთა ზედა ზღვათა გარე მაგრა მისსა მნახავსაცა: კაცსა ვერას შევეყარე გული სრულად გამიშმაგდა: თავი მჴეცთა დავადარე

628. ვთქვი თუ ჩემგან აღარაა: სიარული ცუდი ცურვა ნუთუ მხეცთა სიარულმან: უკუმყაროს გულსა ურვა მონათა და ამ ასმათსა: სიტყვა უთხარ შვიდი თუ რვა ვიცი რომე დამირჯიხართ: დია გმართებს ჩემი მდურვა

629. აწ წადით და მე დამაგდეთ: ეტერენით თავთა თქვენთა ნუღარ უჭვრეტთ ცრემლთა ცხელთა: თვალთა ჩემთა მონადენთა რა ესენი მოისმენდეს: საუბართა ესოდენთა მითხრეს ჰაი ჰაი რასა ბრძანებ: ნუ მოასმენ ყურთა ჩვენთა

630. უშენოსა ნუმცა ვნახავთ: ნუ პატრონსა ნუ უფალსა ნუთუ ღ~თნ არ გაგვყარნეს: ცხენთა თქვენთა ნატერფალსა თქვენ გიჭვრეტდეთ საჭვრეტელსა: მშვენიერსა სატურფალსა თურე ბედი მოაღაფლებს: კაცსა ეზომ არ ღაფალსა

631. ვეღარ გავგზავნე სიტყვანი: მესმნეს მონათა ჩემთანი მაგრა დავყარენ არენი: მე კაცრიელთა თემთანი სახლად სამყოფნი მიმაჩნდის: თხათა და მათ ირემთანი გავიჭერ სრულად დავტკეპნე: ქვე მინდორნი და ზე მთანი

632. ესე ქვაბნი უკაცურნი: ვჰპოვენ დევთა შეეკაფნეს შემოვები ამოვწყვიტენ: ყოლე ვერას ვერ მეხაფნეს მათ მონანი დამიხოცეს: ჯაჭვნი ავად მოექაფნეს საწუთრომან დამაღრიჯნა: ცქაფნი უფრო კვლა მეცქაფნეს

633. დევთა ყვირილი ზახილი: ზე ცამდის აიწეოდა მათით ლახტის ცემითა: ქვეყანა შეირყეოდა მზე დააბნელეს მტვერითა: ალვის შტო შეირხეოდა ასი ერთ კერძო მამიხდეს: დავფრიწე დაიხეოდა

634. აჰა ძმაო მაშინდიდგან: აქა ვარ და აქა ვკვდები ხელი მინდორს გავიჭრები: ზოგჯერ ვტირ და ზოგჯერ ვბნდები ესე ქალი არ დამაგდებს: არს მისთვისვე ცეცხლ ნადები ჩემად ღონედ სიკვდილისა: მეტსა არას არ ვეცდები

635. რომე ვეფხი შვენიერი: სახედ მისად დამისახავს ამად მიყვარს ტყავი მისი: ჩემთვის კაბად მამინახავს ესე ქალი შემიკერავს: ზოგჯერ სულთქვამს ზოგჯერ ახავს რადგან თავი არ მამიკლავს: ჴრმალი ცუდად მომიმახავს

636. მისსა ვერ იტყვის ქებასა: ყოველი ბრძენთა ენები მას დაკარგულსა ვიგონებ: მე სიცოცხლისა მხსენები მას აქათ ვახლავ ნადირთა: თავსა მათებრვე მჴსენები სხვად არას ვიაჯ ღ~თისაგან: ვარ სიკვდილისა მქენები

637. პირსა იცა გაიხეთქა: ღაწვი ვარდი აახეწა ლალი ქარვად გარდიქცია: ბროლი სრულად დაილეწა ავთანდილსცა ცრემლი წასდის: წამწამთაგან ერთსა ხეწა მერმე ქალმან დაადუმა: მუხლ მოყრილი შეეხვეწა

638. ტარიელ უთხრა ავთანდილს: ასმათის დადუმებულმან შენ ყველაკაი გაამე: მე ვერას ვერ ამებულმან გიამბე ჩემი ამბავი: სიცოცხლე გაარმებულმან აწ წადი ნახე შენი მზე: ნახვისა მოჟამებულმან

639. ავთანდილ უთხრა მე შენი: გაყრა არ მამეთმინების თუ გაგეყრები თვალთაგან: ცრემლიცა დამედინების მართალსა გითხრობ ამისი: კადრება ნუ გეწყინების შენ ვისთვის ჰკვდები მაგითა: მას არა არ ელხინების

640. რა აქიმი დასნეულდეს: რაზომ გინდა საქებარი მან სხვა იხმოს მკურნალი: და მაჯისა შემტყვებარი მან უანბოს რაცა სჭირდეს: სენი ცეცხლთა მამდებარი სხვისა სხვამან უკეთ იცის: სასარგებლო საუბარი

641. რაცა გითხრა მომისმინე: ბრძენი გეტყვი არა ჴელი ასი გმართებს გაგონება: არ გეყოფის არ ერთჴელი კარგად ვერას ვერ მოავლენს: კაცი აგრე გულ ფიცხელი აწ მე მინდა ნახვა მისი: ვისგან დამწვავს ცეცხლი ცხელი

642. იგი ვნახო სიყვარული: მისი ჩემთვის დავამტკიცო მოვახსენო რაცა მეცნას: მეტი საქმე არა მიცო შენ გენუკვი შემაჯერო: ღ~თი იღთო ცაცა იცო ერთმანერთი არ გავსწიროთ: მაფიცო და შემომფიცო

643. რომე აქათ არ წახვიდე: შენ თუ ამას შემიპირო მეცა ფიცით შეგაჯერებ: არასათვის არ გაგწირო კვლავ მოვიდე შენად ნახვად: შენთვის მოვკუდე შენთვის ვირო ღ~თსა უნდეს ვისთვის კვდები: მისთვის აგრე არ გატირო