... (Q-609), XIX ს.

624. მისსა ვერ იტყვის ქებასა: ყოველი ბრძენთა ენები: მას დაკარგულსა ვიგონებ: მე სიცოცხლისა მხსენები: მას აქათ ვახლავ ნადირთა: თავსა მათებრვე მჴსენები: სხვად არას ვიაჯ ღ~თისაგან: ვარ სიკვდილისა მქენები:

625. პირსა იცა გაიხეთქა: ღაწვი ვარდი აახეწა: ლალი ქარვად გარდაიქცა: ბროლი სრულად დაილეწა: ავთანდილსცა ცრემლი წასდის: წამწამთაგან ერთსახე წა: მერმე ქალმან დაადუმა: მუხლ მოყრილი შეეხვეწა:

626. ტარიელ უთხრა ავთანდილს: ასმათის დადუმებულმან: შენ ყველაკაი გაამე: მე ვერას ვერ ამებულმან: გიამბე ჩემი ამბავი: სიცოცხლე გაარმებულმან: აწ წადი ნახე შენი მზე: ნახვისა მოჟამებულმან:

627. ავთანდილ უთხრა მე შენი: გაყრა არ მამეთმინების: თუ გაგეყრები თვალთაგან: ცრემლიცა დამედინების: მართალსა გითხრობ ამისი: კადრება ნუ გეწყინების: შენ ვისთვის ვკუდები მაგითა: მას არა არ ელხინების:

628. რა აქიმი დასნეულდეს: რაზომ გაინდა საქებარი: მან სხუა იხმოს მკურნალი და:და მაჯისა შემტყუებარი: მან უამბოს რაცა სჭირდეს: სენი ცეცხლთა მამდებარი: სხვისა სხვამან უკეთ იცის: სასარგებლო საუბარი:

629. რაცა გითხრა მამისმინე: ბრძენი გეტყვი არა ხელი: ასი გმართებს გაგონება: არ გეყოფის არ ერთხელი: კარგად ვერას ვერ მოავლენს: კაცი აგრე გულ ფიცხელი: აწ მე მინდა ნახვა მისი: ვისგან დამწვავს ცეცხლი ცხელი:

630. იგი ვნახო სიყვარული: მისი ჩემთვის დავამტკიცო: მოვახსენო რაცა მეცნას: მეტი საქმე არა მიცო: შენ გენუკვი შემაჯერო: ღ~თი იღთო ცაცა იცო: ერთმანერთი არ გავსწიროთ: მაფიცო და შემომფიცო:

631. რომე აქათ არ წახვიდე: შენ თუ ამას შემიპირო: მეცა ფიცით შეგაჯერებ: არასათვის არ გაგწირო: კულავ მოვიდე შენად ნახვად: შენთვის მოვკუდე შენთვის ვირო: ღ~თსა უნდეს ვისთვის ჰკუდები: მისთვის აგრე არ გატირო:

632. მან მიუგო უცხოს უცხო: ეგრე ვითა შეგიყვარდი: გასაყრელად გეძნელები: იადონსა ვითა ვარდი: რაგვარამცა დაგივიწყე: რაგვარამცა უკუმქარდი: ღ~თნ ქნას და კულაცა გნახო: ალვა მორჩი განაზარდი:

633. პირი შენი ნახუად ჩემად: თუ მობრუნდეს ტანი ითხოს: გული მინდორს არ გაიჭრას: არ ირმოს არცა ითხოს: თუ გიტყუო მოგაღორო: ღ~თნ რისხვით გამიკითხოს: შენმა ჭურეტა სიახლემან: მამაქარვოს სევდა მითხოს:

634. ამას ზედა შეიფიცნეს: მოყვარენი გულ სადაგნი: იაგუნდნი ქარვის ფერნი: სიტყვა ბრძენნი ცნობა შმაგნი: შეუყვარდა ერთმანერთი: სწვიდეს მიწყივ გულსა დაგნი: მას ღამესა ერთგან იყუნენ: შვენიერნი ამხანაგნი:

635. ავთანდილცა მასვე თანა: ტიროდა და ცრემლი ღვარა: რა გათენდა წამოვიდა: აკოცა და გაეყარა: ტარიელს თუ ვით ეწყინა: რა ქმნას ამას ვერ მიმხუდარა: ავთანდილცა ჩატიროდა: შამბი შიგან ჩაიარა:

636. ავთანდილს ასმათ ჩამოჰყვა: ზენარით ეუბნებოდა: მუჴლთა უყრიდა ტიროდა: თითითა ეხვეწებოდა: ადრე მოსლვასა ვედრებდა: მართ ვითა ია ჭნებოდა: მან უთხრა დაო უთქვენოდ: სხვა რამცა მეგონებოდა:

637. ადრე მოვალ არ გაგწირავ: არას დავზამ შინა ხანსა: ოდენ სხუაგან არ წავიდეს: ნურსად არებს იმა ტანსა: აქათ ორ თვე არ მოვიდე: ვიქმ საქმესა დაუგვანსა: შეიგენით მივცემივარ: ჭირსა რასმე თანისთანსა:

ამბავი ავთანდილის არაბეთს შექცევისა ტარიელ რომ იპოვნა და წავიდა:

638. იგი მუნით წამოსრული: სევდამანცა განა მოკლა: პირსა იხოჭს: ვარდსა აპობს: ჴელი მისი გაამხოკლა: სისხლსა მისგან დადენილსა: მჴეცი ყოვლმან გაამლოკლა: მისმან ფიცხლად სიარულმან: შარა გრძელი შეამოკლა:

639. მუნ მივიდა სადა იგი: მისნი სპანი დაეყარნეს: ნახეს იცნეს რაგვარაცა: მართებს აგრე გაეხარნეს: შერმანდისცა ახარებდეს: ფიცხლად კაცთა თავნი არნეს: მოვიდაო აქამდისი: ვისგან წასულა გაგვემწარნეს:

640. გაეგება მოეხვია: ზედან დახვდა პირი ჴელსა: აკოცებდეს სიხარულით: ცრემლთა მღურელი ველთა მსვრელსა: ესე თქუა თუ ნეტარ ღ~თო: ცხადსა ვხედავ ანუ ბნელსა: მე ვით ღირს ვარ ამას რომე: თვალნი ჩემნი გჭვრეტდენ მრთელსა:

641. ყმამან მდაბლად მოიკითხა: ზედან დასდვა პირი პირსა: უბრძანა თუ ღ~თსა ვმადლობ: შენ თუ ჭირი არა გჭირსა: დიდებულთა თაყვანისცეს: აკოცებდეს ვინცა ღირსა: ზარსა სცემდეს უხაროდა: უფროსა თუ უნდა მცირსა:

642. მოვიდეს სადა სამყოფლად: სახლი დგა მუნ აგებული: მოვიდა ნახუად ყოველი: მის ქალაქისა კრებული: მაშინვე დაჯდა ნადიმად: მორჭმული ლაღი შვებული: ენა მის დღისა შვებასა: ყოლა ვერ იტყვის კლებული: