... (H-741), XIX ს.

623. არ ავი გესვა მოყვარე: ჟამი თუ მამხვდეს ჟამისად: ენა გონება მახმარე: გამოსარჩევლად ამისად: რა მოვაგვარო რა მიჯობს: სალხენლად ჩემად და მისად: თუ ვერას ვარგებ ვიქმნები: ვერ დამყოფელი წამისად:

624. მან მითხრა ბედი ღ~თისაგან: მიჯობსღა ამას რომელი: მოსრულხარ ჩემად წყალობად: მეფე ინდოეთს მჯდომელი: მეცა რად ვიყავ ამისთვის: მადლისა რასმე მდომელი: ერთი ვარ მონა მონებად: წინაშე თქვენსა მდგომელი:

625. ესე ქალაქი გზა არის: ნავთა ყოველგნით მავალთა: შემამკრეფელი ანბავთა: უცხოთა რათმე მრავალთა: აქა მოგესმის წამალი: შენ რომე დაუწვავ ალთა: ნუთუ ქნას ღ~თნ გარდასვლა: მაგა ჭირთა და ვალთა:

626. ჩვენ გავგზავნნეთ მენავენი: რომელთაცა კვლავ უვლია: მოგვინახონ იგი მთვარე: ვისთვის ჭირი არ გვაკლია: მუნამდისცა მოიჭირვე: გონებამან არ დაგლია: ყოლა ჭირი არ ეგების: თუცა ლხინმან არ დასძლია:

627. კაცნი უხმენ მასვე წამსა: ესე საქმე დაიურვეთ: უბრძანა თუ ნავებითა: წადით ზღვა ზღვა მოიცურვეთ: მოგვინახეთ საყვარელსა: მისსა მისთვის მოასურვეთ: თავსა ჭირი უათასეთ: რამც უშვიდეთ რადმცა ურვეთ:

628. აჩინნა კაცნი სადაცა: სადგურნი ნავთა სჩენოდეს: უბრძანა ძებნეთ ყოველგან რაცა ვის მისი გსმენოდეს: მოლოდნა მიჩნდა სალხინოდ: პატიჟნი მორე მლხენოდეს: უმისოდ ლხინი მინახავს: ამა დღისათვის მრცხვენოდეს:

629. ფრიდონ საჯდომნი დამიდგნა: ადგილსა საპატონოსა: მითხრა თუ მცდარ ვარ აქამდის: ვერ მივხუდი გასაგონოსა: ხარ დიდი მეფე ინდოთა: რა ვით ვინ მოგაწონოსა: ვინ არის კაცი რომელმან: თავი არ დაგამონოსა:

630. რას ვაგრძელებდე მოვიდეს: ყოვლგნით ამბისა მძებნელი: ცუდნი და ცუდთა ადგილთა: თავისა დამაშრობელი: ვერა ვერ ეცნა ვერ იყვნეს: ვერას ამბისა მბობელი: მე უფრო მდინდეს თვალთაგან: კვლავ ცრემლი შეუშრობელი:

631. მე ფრიდონს უთხარ ესე დღე: ვითა მესაზაროების: ამისად მოწმად ღ~თი მყავს: სათქმელად მეუცხოების: უშენოდ მყოფსა ღამე და: დღეცა მესაღამოების: დავხსნილ ვარ ლხინსა ყოველსა: მით გული ჭირსა მოების:

632. მაშა მე მისსა ამბავსა: რადგან აღარას მოველი: ვეღარ ვიქნები გამიშვი: ვარ ფარმანისა მთხოველი: ფრიდონს რა ესმა ატირდა: სისხლითა მოერწყო ველი: [..................................................................................................]

633. თუმცა დია მოიჭირვეს: ვერცა ეგრე დამიჭირეს: მისთა სპათა მუხლ მოყრილთა: თავი მათი ჩემკერძ ირეს: მეხვეოდეს მაკოცებდეს: ატირდეს და ამატირეს: ნუ წახვალო დაგაწამოთ: სიცოცხლეა ჩვენი ვირეს:

634. ეგრე უთხარ თქვენი გაყრა: მეცა დია მეძნელების: მაგრა ლხინი უმისოსა: ჩემგან ძნელად გაიძლების: ჩემსა ტყვესა ვერ გავსწირავ: თქვენცა დია გებრალების: ნუვინ მიშლით არ დავდგები: არცა ვისგან დამეშლების:

635. მერმე ფრიდონ მოიყვანა: მიძღვნა ესე ჩემი ცხენი: მითხრა ხედავ პირი მზისა: თქვენ საროსა ეგეც ხენი: ვიცი მეტი არა გინდა: ძღვენი რამცა გავკიცხენი: თვით ამანვე მოგაწონნეს: საჴედრობა სიფიცხენი:

636. ფრიდონ გამამყვა წავედით: ორთავე ცრემლნი ვღვარენით: მუნ ერთმანერთსა ვაკოცეთ: ზახილით გავიყარენით: სრულად ლაშქარნი მტიროდეს: გულითა მართლად არ ენით: გაზრდილ გამზრდელთა გაყრასა: ჩვენ თავნი დავადარენით:

637. ფრიდონისით წამოსრულმან: წავე ძებნად კვლავ ვიარე: რომე არა არ დამირჩა: ხმელთა ზედა ზღვათა გარე: მაგრა მისსა მნახავსაცა: კაცსა ვერას შევეყარე: გული სრულად გამიშმაგდა: თავი მხცთა დავადარე:

638. ვთქვი თუ ჩემგან აღარაა: სიარული ცუდი ცურვა: ნუთუ მხეცთა სიარულმან: უკუმყაროს გულსა ურვა: მონათა და ამ ასმათსა: სიტყვა უთხარ შვიდი თუ რვა: ვიცი რომე დამირჯიხართ: დია გმართებს ჩემი მდურვა:

639. აწ წადით და მე დამაგდეთ: ეტერენით თავთა თქვენთა: ნუღარ უჭვრეტთ ცრემლთა ცხელთა: თვალთა ჩემთა მონადენთა: რა ესენი მოისმენდეს: საუბართა ესოდენთა: მითხრეს ჰაი ჰაი რასა ბრძანებ: ნუ მოასმენ ყურთა ჩვენთა:

640. უშენოსა ნუცა ვნახავთ: ნუ პატრონსა ნუ უფალსა: ნუთუ ღ~თნ არ გაგუყარნეს: ცხენთა თქვენთა ნატერფალსა: თქვენ გიჭვრეტდეთ საჭვრეტელსა: შვენიერსა სატურფალსა: თურე ბედი მოაღაფლებს: კაცსა ეზომ არ ღაფალსა:

641. ვეღარ გავგზავნენ სიტყვანი: მესმნეს მონათა ჩემთანი: მაგრა დავჰყარენ არენი: მე კაცრიელთა თემთანი: სახლად სამყოფნი მიმაჩნდის: თხათა და მათ ირემთანი: გავიჭერ სრულად დავტკეპნე: ქვე მინდორნი და ზე მთანი:

642. ესე ქვაბნი უკაცურნი: ვჰპოვენ დევთა შეეკაფნეს: შემოვები ამოვწყვიტენ: ყოლე ვერას ვერ მეხაფნეს: მათ მონანი დამიხოცეს: ჯაჭუნი ავად მოექაფნეს: საწუთრომან დამაღრიჯნა: ცქაფნი უფრო კვლა მეცქაფნეს: