... (H-3061), XVIII ს.

739. ყმა: ეტყვის: ვის: აქუს მინდობა: კაცისა: მომცქაფავისა჻ მან: ჩემთვის: დაწვა: თავისი: დადვა: არ: დასაწვავისა჻ დრო: დამიც: ჩემგან: მისულისა: მითქუამს: დადება: თავისა჻ მზე: შემიფიცავს: თავისა: ჩემგან: მზედ: სახედავისა჻

740. ჴამს: მოყვარე: მოყვრისათვის: თავი: ჭირსა: არ: დამრიდად჻ გული: მისცეს: გულისათვის: სიყუარული: გზად: და: ჴიდად჻ კულა: მიჯნურსა: მიჯნურისა: ჭირი: უჩნდეს: ჭირად: დიდად჻ აჰა: მაქუსმცა: უმისოსა: ლხინი: არმად: თავი: ფლიდად჻

741. მზე: ეტყუის: მამხუდა: ყოველი: ჩემი: წადილი: გულისა჻ პირველ: შენ: მოხველ: მშვიდობით: მპოვნელი: დაკარგულისა჻ მერმე: ზრდა: სიყუარულისა: გაქუს ჩემგან: დანერგულისა჻ ჰპოვე: წამალი: გულისა: აქამდის: დადაგულისა჻

742. საწუთრო: კაცსა: ყოველსა: ვითა: ტაროსი: უხუდების჻ ზოგჯერ: მზეა: და: ოდესმე: ცა: რისხვით: მოუქუხდების჻ აქამდის: ჭირნი: ჩემზედა: აწ: ესე: ლხინად: უხუდების჻ რადგან: შვება: აქუს: სოფელსა: თვით: რად: ვინ: შეუწუხდების჻

743. შენ: არ: გატეხა: კარგი: გჭირს: ზენაარისა: ფიცისა჻ ჴამს: გასრულება: მოყურისა: სიყუარულისა: მტკიცისა჻ ძებნა: წამლისა: მისისა: ცოდნა: ჴამს: უვიცისა჻ ჩემი: თქუი: რა: ვქნა: ბნელქმნილმან: მზე: მიმეფაროს: მე: ცისა჻

744. ყმამან: ჰკადრა: სიახლითა: შევრთე: ჭირი: შვიდსა: მე: რვა჻ ცუდი: არის: დამზრალისა: გასათბობლად: წყლისა: ბერვა჻ ცუდი: არის: სიყუარული: ქუეით: კოცნა: მზისა: წვერვა჻ თუ: გიახლო: ერთხელ: ვაა: და: რა: მოგშორდე: ათასჯერ: ვა჻

745. ვაი: თუ: გავიჭრა: გაჭრილსა: სადა: გლახ: დამწვავს: სად: ალი჻ გული: ძეს: საგნად: ისრისა: მესვრის: საკრავად: სამალი჻ დრო: სიცოცხლისა: ჩემისად: დღისითღა: ჩანს: ნასამალი ფარვა: მწადს: მაგრა: გარდაჴდა: ჟამი: პატიჟთა: სამალი჻

746. მესმა: თქუენი: ნაუბარი: გავიგონე: რაცა: ბრძანე჻ ვარდსა: ქაცვი: მოაპოვებს: ეკალთამცა: რად: ვეფხანე჻ მაგრა: მზეო: თავი: მზესა: ჩემთვის: სრულად: დააგვანე჻ სიცოცხლისა: საიმედო: ნიშანი: არ: წამატანე჻

747. ყმა: ტკბილი: და: ტკბილქართული: სიკეთისა: ჴელის: მჴდელი჻ ამაზედა: ეუბნების: ვით: გაზრდილსა: ამო: მზრდელი჻ ქალმან: მისცა: მარგალიტი: სრულ: ქმნა: მისი: საწადელი჻ ღ~თნ: ქნას: და: გაუსრულდეს: ლხინი: ესე: აწინდელი჻

748. რა: სჯობს: რა: კაცმან: გიშერი: ბროლლალსა: თანა: ახუიოს჻ ანუ: ბაღს: ალვა: საროსა: ახლოს: რგოს: მორწყოს: ახიოს჻ მისსა: მჭურეტელსა: ალხინოს: ვერ მჭურეტსა: ავაგლახიოს჻ ვაი: მოყურისა: გაყრილსა: ახიო: ეყოს: ახიოს჻

აქა ავთანდილ თინათინს ტარიელის ამბავს უამბობს჻

749. ყმა: მხიარული: წყლიანი: დაიჩენს: არ: სიმძიმილსა჻ მისნი: კბილნი: და: ბაგენი: დაიშვენებდეს: ღიმილსა჻ რა: მოიშორო: მოყუარე: თვალთაგან: დასდები: მილსა჻ მუნით: ადენდი: წყაროსა: სოფლისა: დასაწვიმილსა჻

750. მათ: მიხუდა: ლხინი: ყოველი: ერთმანერთისა: ჭურეტითა჻ ყმა: წამოვიდა: გაყრილი: მივა: გულითა: რეტითა჻ მზე: ტირს: სისხლისა: ცრემლითა: ზღვისაცა: მეტისმეტითა჻ იტყუის: ვერ: გაძღა: სოფელი: ვაი: ჩემთა: სისხლთა: ხვრეტითა჻

751. ყმა: წავიდა: სევდიანი: მკერდსა: იცემს: ამად: ილებს჻ რომე: კაცსა: მიჯნურობა: ატირებს: და: გააფლიდებს჻ რა: ღრუბელი: მიეფარვის: მზე: ჴმელეთსა: დააჩრდილებს჻ მის: მოყურისა: მოშორება: აწ: აბინდებს: არ: აჩრდილებს჻

752. სისხლმან: და: ცრემლმან: გარევით: ღაწუი: ქნის: ღარად: და: ღარად჻ იტყუის: მზე: ჩემგან: თავისა: კმა: დასადებლად: აღარად჻ მიკუირს: თუ: გული: ალმასი: შავმან: წამწამმან: დაღა: რად჻ ვირე: ვნახვიდე: სოფელო: მინდი: სალხინოდ: აღარად჻

753. ვინ: უწინ ედემს: ნაზარდი: ალვა: მრწყო: დამრგო: მახია჻ დღეს: საწუთრომან: ლახვარსა: მიმცა: დამხია მახია჻ დღეს: გული: ცეცხლსა: უშრეტსა: დაბმითა და ამახია჻ აწყა: ვცან: საქმე: სოფლისა: ზღაპარია: და: ჩმახია჻

754. ამას: მოსთქუამს: ცრემლსა: აბნევს: ათრთოლებს: და: აწანწარებს჻ გულამოსკუნით: ოხვრა სულთქმით: მიხრის: ტანსა: მიაწარებს჻ საყუარლისა მოშორვება: სიახლესა გაამწარებს჻ ვაი: საწუთრო: ბოლოდ: თავსა: ასუდარებს: აზეწარებს჻

755. ყმა: მივიდა: საწოლს: დაჯდა: ზოგჯერ: ტირს: და: ზოგჯერ: ბნდების჻ მაგრა: ახლავს საყუარელსა: გონებითა არ: მოსწყდების჻ ვით: მწვანვილსა: თრთვილისაგან: პირსა: ფერი: მოაკლდების჻ ხედავთ: ვარდსა: უმზეობა: როგორ: ადრე: დააჩნდების჻

756. საწოლს: მჯდომმან: პირსა: ცემით: ბროლი: ბღუჯოს: ვარდი: კონოს჻ გულსა: იდებს: იტყუის: კაცმან: ჭირი: ლხინსა: შეაწონოს჻ ლხინმან: სძლიოს: გაძლება: ჴამს: ჭირი: სთმოს: და: ჟამთა: მონოს჻ ვით: ქონება: არ: იმადლოს: მას: სხვა: ღ~თნ: რა: აქონოს჻

757. გული: კრულია: კაცისა: ხარბი: და: გაუძღომელი჻ გული: ჟამჟამად: ყოველთა: ჭირთ: მომთმო: ლხინთა: მდომელი჻ გული: ბრმა: ურჩი: ხედვისა: თვით: ვერას: ვერ: გამზომელი჻ ვერცა: ჰპატრონობს: სიკუდილი: ვერცა: პატრონი: რომელი჻