... (H-3061), XVIII ს.

758. რა: გულსა: უთხრა: გულისა: სიტყუანი: საგულისონი჻ თუით: მარგალიტნი: მოიხვნა: მის: მზისა: სამეყუისონი჻ მის: მზისა: მკლავსა: ნაბამი: მათ: კბილთა: შესატყუისონი჻ პირსა: დასდვა: აკოცა: ცრემლი: სდის: ვითა: ბისონი჻

759. რა: გათენდა: კაცი: მოვა: მამკითხავი: დარბაზს: მჴმობი჻ ყმა: წავიდა: ლაღი: ნაზი: ნაღვიძები: ძილნაკრთობი჻ ერთმანერთსა: ეჯავრიან: დგას: მჭურეტელთა: ჯარი: მსწრობი჻ მეფე: მინდორს: ეკაზმოდა: მოემზადა: დაბდაბნობი჻

760. მეფე: შეჯდა: მაშინდელი: ზარი: აწმცა: ვით: ითქმოდა჻ ქოსდაბდაბთა: ცემისაგან: ყურთა: სიტყვა: არ: ისმოდა჻ მზესა: ქორნი: აბნელებდეს: ძაღლთა: რბენა: მიდამოდა჻ მას: დღეს: მათგან: დანაღვარი: სისხლი: ველთა: მოესხმოდა჻

761. ინადირეს: შემოიქცეს: მხიარულნი: მინდორს: რულნი჻ შეიტანეს: დიდებულნი: თავადნი: და: სპანი: სრულნი჻ დაჯდა: დახუდეს: მოკაზმულნი: საჯდომნი: და: სრანი: სრულნი჻ ჴმას: სცემს: ჩანგი: ჩაღანასა: მომღერალნი: იყვნეს: სრულნი჻

762. ყმა: ახლოს: უჯდა: მეფესა: ჰკითხვიდა: ეუბნებოდა჻ ბაგეთა: გასჭვირს: ბროლ ლალი: და: კბილთათ: ელვა: ჰკრთებოდა჻ ღირსნი: ახლოს: სხდეს: ისმენდეს: შორს: ჯარი: დაიჯრებოდა჻ უტარიელოდ: ხსენება: არვისგან: იკადრებოდა჻

763. ყმამან: რაცა: არვის: უთხრის: კითხვად: ვინმცა: გაუპირდა჻ მართალა: თუ: საუბარსა: აძვირებსა: ძვირად: ღირდა჻ სმა: გარდაჴდა: გაიყარნეს: ყმა: წავიდა: მიცასჭირდა჻ ვეღარ გასძლო: გულ: მისი: აუჩუქდა: აუტირდა჻

764. თქუა: ამა: ჟამსა: წუხელის: მე: დილა: გამთენებოდა჻ მუნ: ვიყავ: სადა: სამყაროს კბილთაგან ელვა: ჰკრთებოდა჻ აწ: სიშორისა: მამლოდე: გულიმცა: მისთვის: ჰკუდებოდა჻ მზემან: რა: მისცა: სინათლე: თუ: მთუარე: გაეყრებოდა჻

765. ყმა: მივიდა: გულმოკლული: ცრემლი: ველთა: მოედინა჻ მართ: მისივე: სიყუარული: უარებდის: თვალთა: წინა჻ ზოჯერ: ადგის: ზოგჯერ: დაწუის: ხელსა: რადმცა: დაეძინა჻ რაც: ა: აჯა: დათმობისა: გულმან: ვისმცა: მოუსმინა჻

766. წევს: იტყუის: გულსა: სალხინო: რამცაღა: დაუსახეო჻ მოგშორდი: ედემს: ნაზარდო: ტანო: ლერწამო: და: ხეო჻ შენთა: მჭურეტელთა: ნიშატო: ვერ: მჭურეტთა: სავაგლახეო჻ ცხადად: ნახვასა: არ: ვღირს: ვარ: ნეტარმცა: სიზმრად: გნახეო჻

767. ამას: მოსთქმიდის: ტირილით: ცრემლისა: დასაღვაროთა჻ კულავ გულსა: ეტყუის: დათმობა გინდეს სიბრძნისა: წყაროთა჻ არ: დავთმო: რა: ვქმნათ: სევდასა: მითხარ: რა: მოუგვაროთა჻ თუ: ლხინი: გუინდა: ღ~საგან: ჭირნიცა: შევიწყნაროთა჻

768. კულავ იტყუის: გულო: რადგანცა გაქუს: სიკვდილისა: წადება჻ სჯობს: სიცოცხლისა: გაძლება: მისთვის: თავისა: დადება჻ მაგრა: დამალე: არ: გიჩნდეს: შენი: ცეცხლისა: კულავ დება჻ ავად: შეჰფერობს: მიჯნურსა: მიჯნურობისა: ცხადება჻

დათხოვა ავთანდილისაგან როსტევან მეფისაგან და ვეზირის საუბარი჻

769. რა: გათენდა: შეეკაზმა: ყმა: გავიდა: ადრე: გარე჻ იტყუის: ნეტარ: მიჯნურობა: არ: დამაჩნდა: დაცავჰფარე჻ დათმობასა: ეაჯების: გულსა: შენ: რა: მოუგვარე჻ ცხენსა: შეჯდა: წამოვიდა: ვეზირისა: სახლსა: მთუარე჻

770. ვეზირმან: ცნა: გაეგება: ჩემს: ა: მზეო: ამოსრული჻ ამას: თურე: მახარებდა: დღეს: ნიშანი: სიხარული჻ მიეგება: თაყუანისსცა: ჰკადრა: სრულსა: ქება: სრული჻ ჴამს: სტუმარი: სასურველი: მასპინძელი: მხიარული჻

771. ყრმა: გარდასვა: მასპინძელმან: არ: ღაფალმან: ავმან: უქმან჻ ფერჴთა: ქუეშე: ხატაურსა: უფენენ: და: მიწად: უქმან჻ ყმამან: სახლი: გაანათლა: ვით: სამყარო: მზისა: შუქმან჻ თქუეს სურნელი: სული: ვარდთა: დღეს: მოგუბერა: ქუენა: ბუქმან჻

772. დაჯდა: მისთა: შემხედველთა: გული: მათი: მართლად: ხელეს჻ მისთა: მჭურეტთა: მისთვის: ბნედა: თავისათვის: ისახელეს჻ სულთქმა: ბევრი: აათასეს: აღარა: თუ: აერთხელეს჻ გაყრა: ბრძანეს: გაიყარნეს: ჯალაბობა: გაათხელეს჻

773. რა: ჯალაბი: გაიყარა: ყმა: ვაზირსა: ეუბნების჻ ეტყუის: შენი: დამალული: დარბაზს: არა: არ: იქნების჻ რაცა: გწადდეს: საურავი: მეფე: იქს: და: შენ: გეთნების჻ გააგონენ ჭირი: ჩემი: მკურნე: რაცა: მეკურნების჻

774. მის: ყმისა: ცეცხლი: მედების: წვა: მისისა: მჭირს: მწველისა჻ მკლავს: სურვილი: და: ვერ: ჭურეტა ჩემისა: სასურველისა჻ მას: ჩემთვის: სულნი: არ: შურდეს: შეზღვა: ჴამს: შეუზღველისა჻ ჴამს: სიყუარული: მოყვრისა: უხვისა: უშურველისა჻

775. მისი: ნახვა: გულსა: ჩემსა: ვითა: ბადე: დაებადა჻ მუნვე: დარჩა: დათმობაცა: მასთანავე: დაება: და჻ რადგან: დასწვავს: მოახლეთა: ღ~თსა: მზედცა: დაებადა჻ მერმე: ასმათ: ჩემთვის: დისა: მართ: დად: უფრო: დაებადა჻

776. ოდეს: წამოვე: შევჰფიცე: ფიცითა: საშინელითა჻ კულავ მოვალ: გნახავ: პირითა: არ: მტერთა: საწუნელითა჻ შენსა: მე: ვეძებ: ნათელსა: შენ: ხარ: გულითა: ბნელითა჻ ჟამია: ჩემგან: წასულისა: მით: მწვავს: ცეცხლითა: ნელითა჻