... (H-3061), XVIII ს.

855. მისცა: ანდერძი: შერმადინს: რა: გაათავა: წერითა჻ უთხრა: ჰკადრეო: მეფესა: საქმითა: მეცნიერითა჻ შენ: დაგამეტებს: ვერავინ: მსახურებითა: ვერითა჻ მოეხვია: და: ატირდა: ცრემლითა: სისხლთა: ფერითა჻

856. ყმა: შეეკაზმა: წასავლად: ცრემლითა: მოერწყო: ველი჻ მზე: წავიდოდა: დაეცა: არაბეთს: ბინდი: ყოველი჻ ჴამს: შეპოვება: მაღლისა: ვინცა: არს: ჭირსა: მოველი჻ მიზგითას: მივა: ღ~თისაგან: გამარჯუებისა: მთხოველი჻

ლოცვა ავთანდილისაგან მაძგითად და გაპარვა჻

857. ილოცავს: იტყვის: მაღალო: ღ~თო: ჴელთა: და: ცათაო჻ ზოგჯერ: მამცემო: პატიჟთა: ზოგჯერ: კეთილთა: მზათაო჻ უცნაურო: და: უთქმელო: უფალო: უფლებათაო჻ მამეც: დათმობა: სურვილთა: მფლობელო: გულისთქმათაო჻

858. ღ~თო: ღ~თო: გეაჯები: რომელი: ჰფლობ: ქვენათ: ზესა჻ შენ: დაბადენ მიჯნურობა: შენ: აწესებ: მისსა: წესსა჻ მე: სოფელმან: მამაშორვა: უკეთესსა: ჩემსსა: მზესა჻ ნუ: აღოჰფხური: სიყუარულსა: მისგან: ჩემთვის: დანათესსა჻

859. ღ~თო: ღ~თო: მოწყალეო: არვინ: მივის: შენგან: კიდე჻ შენგან: ვითხოვ: შეწევნასა: რაზომსაცა: გზასა: ვლიდე჻ მტერთა: ძლევა: ზღვათა: ღელვა: ღამით: მავნე: გამარიდე჻ თუღა: დავჩე: გმსახურებდე: შენდა: მსხვერპლსა: შევსწირდე჻

860. რა: ილოცა: ცხენსა: შეჯდა: მალვით: კარნი: გაიარნა჻ შერმადინცა: დააბრუნა: თუმცა: ვამნი: ადიადნა჻ მონა: ტირს: და: მკერდსა: იცემს: საბრალომან: ცრემლი: ღვარნა჻ პატრონისა: ვერა: მჭურეტმან: ყმამან: რამცა: გაიხარნა჻

861. მოსთქუამს: და: იტყუის: ვაი მზეო: შენი: ადგილი: ჩრდილდები჻ შენ: მოგეშორე: დაღამდა: ჩემთვის: აღარა: დილდების჻ მე: მანდით: მესურის: ისარი: ერთიცა: არ: ამცილდების გამყარა: ლხინა: სოფელმან: აწ: თვალთა: ცრემლი: მილდების჻

862. აწ: ამბავი: სხუა: დავიწყო: ყმასა: წავჰყუე: წამავალსა჻ არ: შეექნა: დარბაზობა: მას: დღეს: როსტანს: გულ: გამწყრალსა჻ რა: გათენდა: ქუში: ადგა: ჰგავს: თუ: ადენს: პირით: ალსა჻ ჴმობა: ბრძანა: ვეზირისა: მიიყუანდეს: შიშით: მკრძალსა჻

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვის წასვლისა჻

863. რა: ვეზირი: მოწიწებით: დარბაზს: ნახა: შემოსრული჻ როსტან: უთხრა: არა: მახსოვს: გუშინდელი: შენგან: თქმული჻ მაწყინე: და: გამარისხე: ვერ: დავიღე: დიდხანს: სული჻ აზომ: რომე: გაგათრივე: შენ: ვეზირი: გულის: გული჻

864. თურა: მახსოვს: რად: უნდოდა: ისრე: ავად: რად: გაგხადე჻ მართლად: უთქუამს: მეცნიერთა: წყენააო: ჭირთა: ბადე჻ ესე გვარსა: ნუოდის: იქ: საქმე: ხოლე: გაიცადე჻ აწ: მითხარ: თუ: რას: იტყოდი: თქუი: და: სიტყუა: გააკულადე჻

865. კულავ მოახსენა: ვაზირმან: სიტყუა: ნაგუშინდელევი჻ რა: გაიგონა: შესთვალა: პასუხი: არ: ნაგრძელევი჻ შენ: თუ: უშმაგო: მგონიხარ: ვარმცა: ურია: მე: ლევი჻ კულავ: ამის: მეტად: ნუ: მასმენ: თვარა: მე: სრულად: გელევი჻

866. რა: გამოვიდა: ვეზირმან: ძებნა: ვერ: პოვა: მინანი჻ მართ: გაპარვასა: უთხრობდეს: მონანი: ცრემლთა: მდინანი჻ მან: თქუა: მე: დარბაზს: ვერ: შევალ: მახსოვან: დღენი: წინანი჻ ვინცაღა: ჰკადრებს: მან: ჰკადროს: რაცა: ვთქუი: მასცა: ვინანი჻

867. რა: ვეზირი: არ: შეუიდა: კულავ მეფემან: კაცი: გზავნის჻ კაცმან: ცნის: და: გარეთ: დადგის: წასლვა: ვერვინ: გაამჟღავნის჻ როსტანს: ეჭვი შეუვიდა: ჭმუნვა: ამით: გაათავნის჻ თქუა: უცილოდ: გაიპარა: ვინ: მარტომან: ასთა: ავნის჻

868. თავდადრეკით: იგონებდა: გულსა: ჰქონდა: ჭმუნვა: დიდი჻ უში ქნა: და: აიხედნა: უბრძანებდა: მონას: მიდი჻ მოვიდეს: და: აწ: მიანბოს: შემოვიდეს: იგი: ფლიდი჻ რა: ვეზირი: შემობრუნდა: ფერი: ჰკრთა: და: ჰქონდა: რიდი჻

869. კულავ შევა: დარბაზს: ვაზირი: დაღრეჯით: არ: მხიარულად჻ მეფემან: ჰკითხა: წასულა: მზე: დაუდგრომლად: მთვარულად჻ მან: მოახსენა: ყოველი: ვით: წასრულიყო: ფარულად჻ მზე: აღარ: მზეობს: ჩვეთანა: დარი: არ: დარობს: დარულად჻

870. რა: მეფემან: მოისმინა: დაიძახნა: მეტისმეტნი჻ მოსთქუამს: იტყუის: ვაი: გაზრდილო: ვეღარ: გნახვენ: თუალნი: რეტნი჻ პირთა: ხოჭით: წვერსა: გლეჯით: გააკვირნა: მისნი: მჭურეტნი სად: წაჰჴე: და: სად: დაჰკარგენ: სინათლისა: ეგე: სვეტნი჻

871. თუ: თავი: შენი: შენ: გახლავს: ღარიბად: არ: იხსენები჻ მაგრა: მე: რა: ვქნა: გაზრდილო: აწ: სახლად: მმართებს: სენები჻ გამაღარიბე: დამაგდე: გულსა: გლახ: მისთვის: ენები჻ შენად: შეყრამდის: პატიჟთა: ჩემთა: ვერ: იტყუის: ენები჻

872. ოდეს: გნახავ: მხიარულსა: ნადირობით: შემოსრულსა჻ ვეღარ: გიჭურეტ: ნაბურთალსა: ტანსა: მჭეურსა: ჯავარსრულსა჻ ვეღარ: ვისმენ: ჴმასა: შენსა: სასმენელად: მე: მასულსა჻ აწ: უშენოდ: რაღა: ვუყო: საჯდომსა: და: სრასა: სრულსა჻