... (H-3061), XVIII ს.

719. თინათინს: ჰკადრა: შერმადინ: ნათელსა: მას: უღამოსა჻ ავთანდილ: მოვა: წინაშე: გკადრებს: ამბავსა: ამოსა჻ იგი: მით: აკრთთობს: ელვასა: მზისაცა: უთამამოსა჻ მას: საბოძვარი: უბოძა: მისი: ყუელაი: დამოსა჻

720. მეფე: შეჯდა: გაეგება: ყმასა: მუნით: მამავალსა჻ ამას: პირმზე: მეფისაგან: ივალებდა: ვითა: ვალსა჻ მიეგება: მოეგება: მხიარული: გულმჴურვალსა჻ დიდებულთა: ჯარისაგან: ზოგნი გვანდა ვითა: მთვრალსა჻

721. რა: მიიახლა: გარდაჴდა: ყმა: თაყვანისსცა: მეფესა჻ აკოცა: როსტან: მიმჴუდარმან: ნიშატთა: სიიეფესა჻ გულმხიარულნი: შვებულნი: მივლენ: დარბაზსა: სეფესა჻ მის: ყმისა: მოსულა: უხარის: ყოველსა: მუნ: მეკრეფესა჻

722. მას: ავთანდილ: თაყუანისცა: ლომთა: ლომმან: მზეთა: მზესა჻ მუნ: ბროლი: და: ვარდ: გიშერი: გაეტურფა: სინაზესა჻ პირი: მისი: უნათლეა: სინათლესა: ზესთა: ზესა჻ სახლსაყოფი: არა: მართებთ ცამცა: გაიდარბაზესა჻

723. მას: დღე: დასხდეს: ნადიმობად: გაამრავლეს: სმა: და: ჭამა჻ ყმასა: მეფე: ასრე: უჭურეტს: ვითა: შვილსა: ტკბილი: მამა჻ მათ: ორთავე: აშვენებდა: ფიფქსა: თოვნა: ვარდსა: ნამა჻ უხვად: გასცეს: საბოძვარი: მარგალიტი: ვითა: დრამა჻

724. სმა: გარდაჴდა: თავისთავის: გაიყარნეს: მსმელნი: შინა჻ დიდებულნი: არ: გაუშვნეს: ყმა: დაისვეს: ახლოს: წინა჻ მეფე: ჰკითხავს: იგი: ჰკადრებს: რაცა: ჭირი: დაეთმინა჻ მერმე: მისი: უცნობოსა: რა: ენახა: რა: ესმინა჻

725. მას: ვახსენებდე: ნუ: გიკუირს: თქმა: მჭირდეს: მიწყივ: ახისა჻ მზე: თუ ვთქუა: მგზავსი: მისი: და: ან: მისისა: სახისა჻ ვინ: უნახავ: ქნას: გონება: ყოველთა: კაცთა: მნახისა჻ ვარდი: დამჭკნარი: ეკალთა: შუა: შორს მყოფი: ახ: ის: ა჻

726. რა: ჭირი: კაცსა: სოფელმან: მოუთმოს: მოუთმინამან჻ ქაცვი: ლერწამმან: ზაფრანა: იმგზავსოს: ფერად: მინამან჻ ავანდილ: მისმან: მხსენებმან: ღაწვი: ცრემლითა: მინამან჻ წურილად: უამბო: ამბავი: მან: მისმან: მონასმინამან჻

727. ქუაბნი: ომითა: წაუხმან: სახლად: აქუს: დევთა: სახლები჻ საყუარელისა: მისისა: ქალი: ჰყავს: თვით: ნაახლები჻ ვეფხისა: ტყავი: აცვია: ცუდად: უც სტავრანახლები჻ არ არა: ნახავს: სოფელსა: ცეცხლი: სწუავს: ახალახლები჻

728. რა: დაასრულა: ამბავი: საქმე: მისისა: ჭირისა჻ ნახვა: მის: მზისა: ნათლისა: მის: თვალად: არ: დუხჭირისა჻ იამა: უქეს: ვარდისა: ჴელი: მძლედ: დანამჭირისა჻ ეგე: კმა: სიმჴნე: სიმჴნისა: რადღა: ხარ: მომხვეჭი: რისა჻

729. გამხიარულდა: თინათინ: ამა: ამბისა: სმენითა჻ მას: დღე: იხარებს: სმითა: და: ჭამისა: არ: მოწყენითა჻ კულავ საწოლს: დახუდა: მას: მზესა: მუნღა: სიტყუითა: ბრძენითა჻ მისულა: ებრძანა: იამა: თქმა: არ: ეგების: ენითა჻

730. ყმა: წავიდა: მხიარული: ლმობიერი: არ: გამწყრალი჻ ლომი: მინდორს: ლომთა: თანა: მინდორს: რული: ფერ ნამკრთალი჻ ყმა: სოფლისა: ხასიათი: ჯავარი: და: სრული: ლალი჻ მაგრა: ჰქონდა: გულისათვის: გული: გულსა: განაცვალი჻

731. მზე: უკადრი: ტახტსა: ზედა: ზის: მორჭმული: არ: ნადევრი჻ წყლად: ეფრატსა: უხვად: ურწყო: ედემს: რგული: ალვა: მჭევრი჻ ბროლ ბალახშსა: აშვენებდა: თმა: გიშერი: წარბი: ტევრი჻ მე: ვინ: ვაქებ: ათენს: ბრძენთა: ჴამს: აქებდეს: ენა: ბევრი჻

732. ყმა: მხიარული: წინაშე: დასვა: სკამითა: მისითა჻ სხენან: სავსენი: ლხინითა: ორთავე: შესატყუისითა჻ უბნობენ: ლაღნი: წყლიანნი: არა: სიტყუითა: მქისითა჻ უთხრა: ჰპოვეა: პატიჟნი: ნახენ: ძებნითა: ვისითა჻

733. ჰკადრა: რა: კაცსა: სოფელმან: მისცეს: წადილი: გულისა჻ ჴსოვნა: არა: ჴამს: ჭირისა: ვით: დღისა: გარდასრულისა჻ ვჰპოვე: ხე: ტანი: ალვისა: სოფლისა: წყალთა: რწყულისა჻ მუნ: პირი: მგზავსი: ვარდისა: მაგრა: აწ: ფერ: ნაკლულისა჻

734. მუნ: სარო: მგზავსი: ვარდისა: ვნახე: მისჭირდა: მინები჻ იტყუის: დავჰკარგე: ბროლი: და: სადა: რთავს: ბროლსა: მინები჻ მით: ვიწვი: რადგან: ჩემებრვე: ცეცხლი: სწვავს: მოუთმინები჻ მერმე: კულა: ჰკადრა: ამბავი: მან: მისგან: მონასმინები჻

735. სიარულსა: მისგან: ძებნად: სრულ: პატიჟთა: მოსთულის: ჭირსა჻ მერმე: ჰკადრა: საწადლისა: ღ~თნ: პოვნა: ვით: აღირსა჻ საწუთრო: და: სოფელს: ყოფა: კაცი: უჩსო: ვით: ნადირსა჻ ოდენ: ხელი: მჴეცთა: თანა: იარების: მინდორს: ტირსა჻

736. ნუ: მკითხავ: ქება: რა: გკადრო: ჩემგან: რა: გაგეგონების჻ მისსა: მნახავსა: ნახული: აღარა: მოეწონების჻ თვალი: მჭურეტელი: ვით: მზისა: ციაგსა: დაეღონების჻ ვარდი: არ: ქმნილი: ზაფრანად: აწ: ია: შეიკონების჻

737. წურილად: ჰკადრა: რა: იცოდა: რა: ნახული: რა: ნასმენად჻ ვითა: ვეფხვსა: წავარნა: და: ქუაბი: აქო: სახლად: მენად჻ ქალი: ახლავს: სასურველად: სულთა: დგმად: და: ჭირთა: თმენად჻ ვაი: სოფელმან: სოფელს: მყოფი: ყოვლი: დასვა: ცრემლთა: დენად჻

738. ქალსა: რა: ესმა: ამბავი: მიხუდა: წადილი: ნებისა჻ განათლდა: პირი: მთვარისა: ვით: ნათლად: ნავანებისა჻ იტყუის: რა: უთხრა: პასუხი: მას: სათნებლისა: თნებისა჻ რაა: წამალი: მისისა: წყლულისა: განკურნებისა჻