... (H-3061), XVIII ს.

797. რა: მეფემან: მოისმინა: გაგულისდა: გაუცნობდა჻ ფერი: ჰკრთა: და: გასაშიშრდა: შემხედველთა: შეაშთობდა჻ შეუძახნა: რა სთქუის: შმაგობ: მაგას: სხვამცა: ვინ: მითხრობდა჻ ავსა: კაცსა: ურჩევნია: ავსამცა: რას: ადრე: სცნობდა჻

798. ვითამც: რამე: სიხარული: საქმე: მითხარ: ვითა: ღადრად჻ მაგის: მეტი: რა: ვინ: მიყოს: თუ: არ: მამკლას: მუხთლად: ღადრად჻ შმაგო: ენა: ვით: იჴმარე: აწ: მაგისად: ჩემად: კადრად჻ აგრე: შმაგი: არ: ვაზირად: არად: ვარგხარ: არცა: სხვად: რად჻

799. ჴამსა: კაცმან: პატრონისა: საწყინარსა: არ: დახედნეს჻ ოდენ: სიტყუა: უმეცრული: უალაგოდ: დაიყბედნეს჻ მე: მაგისად: მოსმენამდის: რად: არ: ყურნი: შემეჭედნეს჻ შენ: თუ: მოგკლა: სისხლნი: შენნი: ჩემან: ქედმან: მიიქედნეს჻

800. კულავ უბრძანა: თუმცა: მისგან: აწ: არ: იყავ: მოგზავნილი჻ თავმან: ჩემან: თავსა: მოვჰკვეთ: არად: უნდა: ამას: ცილი჻ წა: უკუდეგ: ავი: შმაგი: უმეცარი: შლეგი: წბილი჻ შაბაშ: სიტყუა: შაბაშ: კაცი: შაბაშ: საქმე: მისგან: ქმნილი჻

801. დადრკა: სკამნი: შემოსტყორცნა: ჰკრნა: კედელსა: შიალეწნა჻ დააცდუნვა: მაგრა: მისთვის: აალმასნა: არ: აძეწნა჻ ვით მიამბე: წასულა: მისი: ვინ: ალვისა: მორჩი: ხე: წნა჻ ვეზირისა: ცრემლმან: ცხელმან: ღაწვნი: თეთრნი: აახეწნა჻

802. ვაზირმან: გლახ: გამორიდნა: მართ: ვეღარას: ვერ: იწრწინვებს჻ გამოძურწა: და: გამომელდა: გულსა: წყლულსა: მოიმტკივნებს჻ შეის: ხასობს: გაის: ქუშობს: ენა: ასრე: მოაყივნებს჻ მტერი: მტერსა: ვერას: ავნებს: რომე: კაცი: თავსა: ივნებს჻

803. თქუა ცოდვათა: ჩემთა: მგზავსი: ღ~თნ: მეტი: რა: მიჩვენოს჻ რად: მოვღორდი: რად: დავბნელდი: ნეტარ: ვინღა: გამითენოს჻ ვინცა: სხვა რა: კადნიერად: პატრონსა: რა: მოახსენოს჻ ჩემნი: დღენი: მასმცა: ადგან: რაძი: ვითა: გაისვენოს჻

804. ვაზირი: გაწბილებული: მივა: ბედითა: შავითა჻ ავთანდილს: უთხრა: დაღრეჯით: პირითა: გამქუშავითა჻ მადლი: რა: გკადრო: აწ: თქუენგან: გავხასდი: მე: მაშა: ვითა჻ ვაი კარგი: თავი: უებრო: დავჰკარგე: დავაშავითა჻

805. ქრთამსა: სთხოვს: და: ამხანაგობს: თუცა: ცრემლსა: ვერ: იწურვებს჻ მიკვირს: რად: სცალს: წყლიანობად: რად: არ: გულსა: შეიურვებს ვინ: არ: მისცეს: ქადებულსა: მოყუარესა: მოიმდურვებს თქმულა: ქრთამი ჯოჯოხეთსცა: საურავსა დაიურვებს჻

806. ვით: გამჴადა: რა: მიბრძანა: არ: ეგების: ჩემგან: თხრობა჻ რა: სიავე: რა: სირეგვნე: რა: შლუობა: რა: შმაგობა჻ მე: თვით: კაცად: აღარ: ვარგ: ვარ: აღარა: მიც: თავსა: ცნობა჻ ესე: მიკუირს: რად: არ: მამკლა: მისცა: თურე: ღმერთმან: თმობა჻

807. მეცა: ვიცოდი: რაცა: ვქენ: ცთომით: არ: წამკიდებია჻ ვიაზრე: გამიწყრებოდა: ჭმუნვა: მით: გამდიდებია჻ განგებით: ქმნილსა: რისხვასა: ვერავინ: დარიდებია჻ შენთუის: სიკუდილი: ლხინად: მჩანს: ჭირი: არ: გამცუდებია჻

808. ყმამან: უთხრა: შენთვის: წყრომა: მეცა: განა: დამიმძიმდა჻ მაგრა: ქრთამი: რადღა: გმართებს: გაიცინა: გაცაღიმდა჻ შენ: ადამი: გაგიმეშდა: ართუ: მეში: გიადიმდა჻ რა: აქიმი: დასნეულდეს: ვისთვის: ვინღა: გააქიმდა჻

809. მოახსენა: კულავ ვაზირმან: მე: რა: გინდა: წამეკიდოს჻ მოიწყრომებს: შეცამინდობს: ნუთუ: გული: გაიწმინდოს჻ შენ: რასა: იქ: ესე: მითხარ: ჩემი: ჭმუნვა: გაიდიდოს჻ ჴამსცა: კაცმან: სასიკუდინოდ: თავსა: არა: არ: დარიდოს჻

810. ყმამან: უთხრააღარ: წასულა: არ: ეგების: ჩემგან: აროს჻ იადონი: მაშინ: მოკუდეს: ოდეს: ვარდმან: იდამჭკნაროს჻ ჴამს: უძებნოს: ცვარი: წყლისა: მისთვის: თავი: ყოვლგან: აროს჻ ვერ: უპოოს: რა: ქნას: ანუ: გული: რათა: დააწყნაროს჻

811. უმისოდ: მყოფი: ვერ: გავძლებ: ჯდომასა: ვერცა: წოლასა჻ მართ: ნადირთაებრ: გაჭრასა: ვირჩევ: მათთანა: რბოლასა჻ ასრე: გასრულსა: რად: მნუკევს: მისთა: მებრძოლთა: ბრძოლასა჻ სჯობს: უყოლობა: კაცისა: მომდურავისა: ყოლასა჻

812. მოვახსენებ: ერთხელ: კულაცა: აწ: რაზომცა: მეფე: წყრების჻ ნუთუ: გაბრჭოს: გული: ჩემი: ვით: იწვის: და: ვით: ენთების჻ არ: გამიშვებს: გავიპარვი: რა: იმედი: გარდმიწყდების჻ მე: თუ: მოვჰკვდე: ჩემი: კერძი: სოფელიმცა: გარდიფხურების჻

813. მოიუბნეს: ვაზირმან: ქნა: ჭამა სმანი: მათნი: ფერნი჻ უმასპინძლა: ძღვენი: უძღვნა: შვენიერსა: შვენიერნი჻ მისნი: მყოლნი: ავეავსნა: მოყმენი: თუ უნდა: ბერნი჻ გაიყარნეს: ყმა: წავიდა: სახლად: ჩადგეს: მზისა: წვერნი჻

814. შეკრა: წითელი: ასი: ათასი: პირად: მზემან: და: ტანად: სარომან჻ სამასი: თავი: სტავრა ატლასი: უხვმან: ნიადაგ: მიუმცდარომან჻ სამოცი: თვალი: ლალ იაგუნდი: ფერად: არ: მათმან: საუარომან჻ კაცი: გაგზავნა: ვეზირისასა: ესე: ყუელაი: მისთვის: არო: მან჻

815. შესთვალა: თუ: რაცა: გმართებს: ვით: მოგცე: და: ვით: გაქონო჻ ვალთა: შენთა: გარდსაჴდელი: რა: ნაცვალი: მოვიგონო჻ თუღა: დავრჩე: შენთვის: მოვჰკუდე: თავი: ჩემი: დაგამონო჻ სიყუარული: სიყუარულსა: შეგიცვალო: შეგიწონო჻

816. მე: ვითა: ვთქუა: უებრობა: სიკეთე: და: ქება: მისი჻ კაცი: იყო: საქმისაცა: შესაფერი: შესატყუისი჻ ასრე: უნდა: სამსახური გავიდოდეს: ვისცა: ვისი჻ ოდეს: კაცსა: დაეჭიროს: მაშინ: უნდა: ძმა: და: თვისი჻