... (H-3061), XVIII ს.

835. რადგან: თავია: სიცრუე: ყოვლისა: უბადობისა჻ მე: რად: გავსწირო: მოყუარე: ძმა: უმტკიცესი: ძმობისა჻ არა: ვიქ: ცოდნა: რას: მარგებს: ფილასოფოსთა: ბრძნობისა჻ მით: ვისწავლებით: მოგვეცეს: შერთვა: ზესთ: მწყობრთა: მწყობისა჻

836. წაგიკითხავს: სიყუარულსა: მოციქულნი: როგორ: სწერენ჻ სიყუარული: აღგუამაღლებს»: ვით: ეჟუანი: ამას: ჟღერენ჻ ვით: იტყუიან: ვით: აქებენ: ცან: ცნობანი: მიაფერენ჻ შენ: არ: ჯერხარ: უსწავლელნი: კაცნი: რადმცა: შეაჯერენ჻

837. ვინ: დამბადა: შეძლებაცა: მანვე: მომცა: მძლევად: მტერთად჻ ვინ: არს: ძალი: უხილავი: შემწედ: ყოვლთა: მიწიერთად჻ ვინ: საზღვარსა: დაუსაზღვრებს: ზის: უკუდავი: ღ~თი: ღ~თად჻ იგი: გაჰჴდის: წამისყოფით: ერთსა: ასად: ასსა: ერთად჻

838. რაცა: ღ~თსა: არა: სწადდეს: არა: საქმე: არ: იქნების჻ მზისა: შუქთა: ვერ: მჭურეტელი: ია: ჴმების: ვარდი: ჭკნების჻ თვალთა: ტურფა: საჭვრეტელი: უცხო: რასმე: იამების჻ მე: ვით: გავძლო: უმისობა: ან: სიცოცხლე: ვით: გეთნების჻

839. რაზომცა: სწყრები: შემინდევ: შეცულა: თქუენისა: მცნებისა჻ ძალი: არ: მქონდა: ტყუექნილსა: მე: მაგისისა: თნებისა჻ აწ: წასულა: იყო: წამალი: ჩემთა: საჴმილთა: გზნებისა჻ სადა: გინდ: ვიყო: რა: მგამა: ყოფამცა: მქონდა: ნებისა჻

840. არას: გარგებს: სიმძიმილი: უსარგებლო: ცრემლთა: დენა჻ არ: გარდავა: გარდუვალად: მამავალი: საქმე: ზენა჻ წესი: არის: მამაცთაგან: მოჭირვება: ჭირთა: თმენა჻ არვის: ძალუცს: ჴორციელსა: განგებისა: გარდავლენა჻

841. რაცა: ღ~თსა: გაუგია: თავსა: ჩემსა: გარდასავლად჻ გარდამჴდეს: და: შემოვიქცე: აღარ: დამრჩეს: გული: ავლად჻ თქუენვე: გნახნე: მხიარულნი: დიდებით: და: დავლამრავლად჻ მას: რა: ვარგო: დიდებად: და: კმარის: ესე: ჩემად: დავლად჻

842. მეფეო: ესე: თათბირი: მამკალ: ვინ: დამიწუნოსა჻ მეფეო: ნუთუ: წასულამან: თქუენ: ჩემმან: დაგაჭმუნოსა჻ ვერ: ვეცრუები: ვერ: უზამ: საქმესა: საძაბუნოსა჻ პირისპირ: მარცხვენს: ორნივე: მივალთ: მას: საუკუნოსა჻

843. არ: დავიწყება: მოყურისა: აროდეს: გვიზამს: ზიანსა჻ ვგმობ: კაცსა: აუგიანსა ცრუსა: და: ღალატიანსა჻ ვერ: ვეცრუები: ვერ: ვუზამ: მას: ჴელმწიფესა: მზიანსა჻ რა: უარეა: მამაცსა: სულდიდსა: წასულა გვიანსა჻

844. რა: უარეა: მამაცსა: ომშიგან: პირისმჴმეჭელსა჻ შედრეკილ შეშინებულსა: და: სიკვდილისა: მეჭუელსა჻ კაცი: ჯაბანი: რათა: სჯობს: დიაცსა: ქსლისა: მბეჭუელსა჻ სჯობს: სახელისა: მოხვეჭა: ყოველსა: მოსახვეჭელსა჻

845. ვერ: დაიჭირავს: სიკვდილსა: გზა: ვიწრო: ვერცა: კლდოვანი჻ მისგან: გასწორდეს: ყოველნი: სუსტი: და: ძალგულოვანი჻ ბოლოდ: შეჰყარნეს: მიწამან: ერთგან: მოყმე: და: მჴცოანი჻ სჯობს: სიცოცხლესა: ნაზრახსა: სიკვდილი: სახელოვანი჻

846. მერმე: ვიშიშუი: მეფეო: თქუენგან კადრებად: ამისად჻ მცდარა და: სცთების: სიკუდილსა: ვინ: არ: მოელის: წამისად჻ მოვა: შემყრელი: ყოველთათვის ერთად: დღისა: და: ღამისად჻ თუ: ვეღარ გნახე: ცოცხალმან: სიცოცხლე: მქონდა: ჟამისად჻

847. თუ: საწუთრომან: დამამჴოს: ყოველთა: დამამჴობელმან჻ ღარიბი: მოვჰკუდე: ღარიბად: ვერ: დამიტიროს: მშობელმან჻ ვეღარ: შემსუდრონ: დაზრდილთა: და: ვერცა: მისანდობელმან჻ მუნ: შემიწყალოს: თქუენმავე: გულმან: მოწყალემლმობელმან჻

848. მაქუს: საქონელი: ურიცხვი: ვერუისგან: ანაწონები჻ მიეც: გლახაკთა: საჭურჭლე: ათავისუფლე: მონები჻ შენ: დაამდიდრე: ყოველი: ობოლი: არას: მქონები჻ მიღწვიან შემიბრალებენ: დამლოცვენ: მოვეგონები჻

849. ღ~თსა: მვედრებდეს მრავალი: გლახაკი: გულმჴურვალები჻ დამხსნას: ჴორცთა: და: სოფელსა: ნუმცა: რად: შევიცვალები჻ კულა: ცეცხლი: ჯოჯოხეთისა: ნუმცა: მწვავს: იგი: ალები მამცეს: მკვიდრივე: მამული: მუნ: ჩემი: სასურვალები჻

850. დამხსნას: ბნელი: და: ნათელი: შემმოსოს: ზესთა: ზენისა჻ მუნ: დამაუნჯოს: წამალი: სადა: ძეს: სულთა: ლხენისა჻ ჩემი: არ: ჰქონდეს: შეძლება: სოფლისა: მღილთა: კბენისა჻ ფრთენი: მამესხნენ: და: ძალი: მამეცეს: აღმაფრენისა჻

851. რაცა: თქუენთვინ: არ: ვარგიყოს: საჭურჭლესა: დასადებლად჻ მიეც: ზოგი: ჴანაგათა: ზოგი: ჴიდთა: ასაგებლად჻ ნურა: ნუ: გშურს: საქონელი: ჩემი: ჩემთვის: წასაგებლად჻ შენგან: კიდევ: არვინ: მივის: ცეცხლთა: ჩემთა: დამავსებლად჻

852. ამას: იქით: ჩემგან: ჩემი: ამბავიცა: არ: გეცნევის჻ ამად: გვედრებ: სულსა: ჩემსა: წიგნი: გკადრებსარ: გეთნევის჻ არას: გარგებს: ეშმაკისა: საქმეთაგან: დაეძლევის჻ შემინდევ: და: შემივედრე: მკუდარსა: რაღა: გარდმეჴდევის჻

853. გვედრებ: მეფეო: შერმადინს: მონასა: ჩემსა: რჩეულსა ნაკად: აქუს: ჭირი: სამისოდ: ამ: წელიწადსა: წლეულსა ნუგეშინისეც: წყალობით: ჩემგან: წყალობა ჩუეულსა჻ ნუ: დაადინებ: თვალთაგან: ცრემლთა: სისხლითა: ფრქვეულსა჻

854. გასრულდა: ჩემი: ანდერძი: ჩემგან: ნაწერი: ჴელითა჻ აჰა: გამზრდელო: მოგშორდი: წაველ: გულითა: ჴელითა჻ ნუ: სჭმუნავთ: ჩემთვის: მეფენი: ნუ: ხართ: მოსილნი: ბნელითა჻ სუფევით: ხარმცა: თავითა: მტერთაგან: საკრძალველითა჻