... (H-3061), XVIII ს.

შერმადინის საუბარი ავთანდილთანა ოდეს გაიპარა჻

817. შერმადინს: ეტყუის: უბრძანებს: პირმზე: ნათელთა: მფენელი჻ ესე: დღე: არის: იმედი: ჩემის: გულისა: მლხენელი჻ შენგან: თავისა: შენისა: საჩემოდ: გამომჩენელი჻ მქებრად: ამბისა: მათისა: ჴამს: მკითხავი: და: მსმენელი჻

818. იტყუის: როსტან: არ: გამიშვა: არცა: სიტყუა: მამისმინა჻ მან: არ: იცის: რათა: ვინა: და: სულდგმული: ვისგან: ვინა჻ უმისოდმცა: ნუ: ვცოცხალ: ვარ: ნუცა: გარე: ნუცა: შინა჻ რაცა: საქმე: უსამართლო: ღმერთმან: ვისმცა: შეარჩინა჻

819. თუცა: მისი: არ: გაწირვა: ჩემგან: მტკიცობს: არ: სათუობს჻ ყოვლი: ცრუ: და: მოღალატე: ღ~თსა გმობს: და: აგრე: ცრუობს჻ გული: მისი: უნახავი: ტირს: და: სულთქვამს: ვაებს: უშობს჻ ლხინსა: არას: არ: იახლებს: ჰკრთების: კუშტობს: ვახშობს: უშობს჻

820. ოდეს: ბრძენმან: გაიგონოს: გონებითა: მთით: და: გორით჻ მიჯნური: და: სამიჯნურო: ერთმანერთსა: შევასწორით჻ ერთად: ვთქუენით: გაუყრელად: მათი: არა: გავაორით჻ მოყუარესა: მოყურისაგან: მოგონება: უნდა: შორით჻

821. სამი: არის: მოყურისაგან: მოყურობისა: გამოჩენა჻ პირველ: ნდომა: სიახლისა: სიშორისა: ვერ: მოთმენა჻ მიცემა: და: არას: შური: ჩუქებისა: არ: მოწყენა჻ გავლენა: და: მოჴმარება: მისად: რგებად: ველთა: რბენა჻

822. მან: გამისრულა: ყოველი ესე: წესი: და: რიგები჻ აწ: ჩემგან მართებს: მუქაფა: გულომცა: ჭირსა: შეები჻ თუ: ვერა: ვარგო: მისთანა: მეცა: წასადმე ვიგები჻ ხარ: რაზომ: ფერი: სოფელო: არვისგან: არ: შეიგები჻

823. რადღა: ვაგრძელებ: სიტყუასა: ჟამია: შემოკლებისა჻ აწ: გაპარვაა: წამალი: ამა: გულისა: ხლებისა჻ რასაცა: გვედრებ: ისმენდი: ვიდრე: დრო: გქონდეს: ხლებისა჻ შენ: გაამაგრე: დაჭირვა: ჩემისა: ნასწავლებისა჻

824. აწ: მეფეთა: სამსახურად: პირველ: თავი: დაამზადე჻ სიკეთე: და: უკლებლობა: შენი: ერთობ: გააცხადე჻ სახლი: ჩემი: შეინახე: სპათა: ჩემთა: ეთავადე჻ სამსახური: აქამდისი კულა: გავლენა: გააკულადე჻

825. მტერთა: ჩემთა: ენაპირე: ძალი: ნურა: მოგაკლდების჻ ერთგულთათვის: კარგი: ნუ: გშურს: ორგულიმცა: შენი: კუდების჻ შემოვიქცე: შენი: ჩემგან: ვალი: კარგად: გარდიჴდების჻ პატრონისა: სამსახური: არაოდეს: არ: წაჴდების჻

826. ესე: ესმა: ცრემლი: ცხელი: შერმადინსა: თვალთა: სდინდი჻ მოახსენა: მარტოობით: ჭირსა: რადმცა: შევუშინდი჻ მაგრა: რა: ვქმნა: უშენომან: დამეცემის: გულსა: ბინდი჻ წამიტანე: სამსახურად: მოგეჴმარო: რაცა: გინდი჻

827. ვის: ასმია: მარტოსაგან: ღარიბობა: ეგზომ: დიდი჻ ვის: ასმია: პატრონისა: ჭირსა: შიგან: ყმისა: რიდი჻ დაკარგულსა: გიგონებდე: რა: ვიქნები: აქა: ფლიდი჻ ყმამან: უთხრა: ვერ: წაგიტან: რაზომსაცა: ცრემლსა: ღურიდი჻

828. შიგან: ჩემი: სიყვარული: ვითამც: არა: დამეჯერა჻ მაგრა: საქმე: არ: მოჰჴდების: ჟამი: ასრე: დამემტერა჻ ვის: მივანდო: სახლი: ჩემი: შენგან: კიდევ: ვინმც: მეფერა჻ გული: დადევ: დაიჯერე: ვერ: წაგიტან: ვერა: ვერა჻

829. თუ: მიჯნური: ვარ: ერთი: ვჴამ: ხელი: მინდორთა: მე: რებად჻ არ: მარტო: უნდა: გაჭრილი: ცრემლისა: სისხლსა: ფერებად჻ გაჭრა: ჴელია: მიჯნურთა: რად: სცალს: თავისა: ბერებად჻ ასრეა: ესე: სოფელი: შესჯერდი: კულა: შეჯერებად჻

830. რა: მოგშორდე: მახსენებდი: სიყუარული: ჩემი: გქონდეს჻ არ: ვეშიშვი: მტერთა: ჩემთა: თავი: მონად: მამიმონდეს჻ ჴამს: მამაცი: გაგულისდეს: ჭირსა: შიგან: არ: დაღონდეს მძულს: რა: კაცსა: სააუგო: საქმე: არა: არ: შესწონდეს჻

831. მე: იგი: ვარ: ვინ: სოფელსა: არ: ამოვჰკრეფ: კიტრად: ბერად჻ ვის: სიკუდილი: მოყურისათვის: თამაშად: და: მისჩანს: მღერად჻ ჩემსა: მზესა: დავეთხოვე: გავუშვივარ: დავდგე: მე: რად჻ მას: თუ: დავსთმობ: სახლსა: ჩემსა: ვეღარ: დავსთმობ: ვისსა: მე: რად჻

832. აწ: ანდერძსა: ჩემსა: მოგცემ: როსტანს: წინა: დაწერილსა჻ შენ: შეგვედრებ: დაგიჭიროს: ვითა: გმართებს: ჩემსა: ზრდილსა჻ მოვჰკუდე: თავსა: ნუ: მოიკლავ: სატანისგან: ნუ: იქ: ქნილსა჻ ამაზედა: ატირებდი: დაიდებდი: თუალთა: მილსა჻

ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე ოდეს გაიპარა჻

833. დაჯდა: წერად: ანდერძისად: საბრალოსა: საუბრისად჻ ჰე: მეფეო: გავიპარე: ძებნად: ჩემგან: საძებრისად჻ ვერ: დავდგები: შეუყრელად: ჩემთა: ცეცეხლთა: მამდებრისად჻ შემინდევ: და: წამატანე: მოწყალება: ღმრთაებრისად჻

834. ვიცი: ბოლოდ: არ: დამიგმობ: ამა: ჩემსა: გაზრახულსა჻ კაცი: ბრძენი: ვერ: გასწირავს: მოყუარესა: მოყუარულსა჻ მე: სიტყუასა: ერთსა: გკადრებ: პლატონისგან: სწავლათქმულსა჻ სიცრუე: და: ორპირობა: ავნებს: ჴორცსა: მერმე: სულსა»჻