... (H-3061), XVIII ს.

700. რაცა: გითხრა: მამისმინე: ბრძენი: გეტყუი: არა: ხელი჻ ასი: გმართებს: გაგონება: არ: გეყოფის: არ: ერთხელი჻ კარგად: ვერას: ვერ: მოივლენს: კაცი: აგრე: გულფიცხელი჻ აწ: მე: მინდა: ნახვა: მისი: ვისგან: დამწუავს: ცეცხლი: ცხელი჻

701. იგი: ვნახო: სიყუარული: მისი: ჩემთვის: დავამტკიცო჻ მოვახსენო: რაცა: მეცნას: მეტი: საქმე: არა: მიცო჻ შენ: გენუკვი: შემაჯერო: ღ~თი: იღ~თო: ცაცა: იცო჻ ერთმანერთი: არ: გავწიროთ: მაფიცო: და: შემომფიცო჻

702. რომე: აქათ: არ: წახვიდე: შენ: თუ: ამას: შემეპირო჻ მეცა: ფიცით: შეგიჯერებ: არასათვის: არ: გაგწირო჻ კულავ მოვიდე: შენად: ნახვად: შენთვის: მოვკუდე: შენთვის: ვირო჻ ღ~თსა: უნდეს: ვისთვის: ჰკვდები: მისთუის: აგრე: არ: გატირო჻

703. მან: მიუგოუცხოს: უცხო: აგრე: ვითა: შეგიყუარდი჻ გასაყრელად: გეძნელები: იადონსა: ვითა: ვარდი჻ რაგვარამცა: დაგივიწყე: რაგვარამცა: უკუმქარდი჻ ღ~თნ: ქნას: და: კულაცა: გნახო: ალვა: მორჩი: განაზარდი჻

704. პირი: შენი: ნახვად: ჩემად: თუ: მობრუნდეს: ტანი: იხოს჻ გული: მინდორს: არ: გაიჭრეს: არ: ირმოს: არცა: ითხოს჻ თუ: გიტყუო: მოგაღორო: ღ~თი: რისხვით: გამიკითხოს჻ შენმან ჭურეტამ სიახლემან: მომაქარვოს: სევდა: მითხოს჻

705. ამაზედან შეიფიცნეს: მოყუარენი: გულსადაგნი჻ იაგუნდნი: ქარვის: ფერნი: სიტყვა ბრძენნი: ცნობა: შმაგნი჻ შეუყვარდა: ერთმანერთი: სწვევდის: მიწყივ: გულსა: დაგნი჻ მას: ღამესა: ერთგან: იყვნეს: შუენიერნი: ამხანაგნი჻

706. ავთანდილცა: მასვე: თანა: ტიროდა: და: ცრემლი: ღვარა჻ რა: გათენდა: წამოვიდა: აკოცა: და: გაეყარა჻ ტარიელს: თუ: ვით: ეწყინა: რა: ქნას: ამას: ვერ: მიმჴუდარა჻ ავთანდილცა: ჩატიროდა: შამბი: შიგან: ჩაიარა჻

707. ავთანდილს: ასმათ: ჩამოჰყუა: ზენარით: ეუბნებოდა჻ მუჴლთა: უყრიდა: ტიროდა: თითითა: ეხვეწებოდა჻ ადრე: მოსულასა ვედრებდა: მართ: ვითა: ია: ჭკნებოდა჻ მან: უთხრა: დაო: უთქუენოდ: სხვა: რამცა: მეგონებოდა჻

708. ადრე: მოვალ: არ: გაგწირავ: არას: დავზამ: შინა: ხანსა჻ ოდენ: სხვაგან: არ: წავიდეს: ნუ: სად: არებს: იმა: ტანსა჻ აქათ: ორ: თვე: არ: მოვიდე: ვიქმ: საქმესა: დაუგვანსა჻ შეიგენით: მივცემივარ: ჭირსა: რასმე: თანისთანსა჻

ამბავი ავთანდილისა ტარიელთაგან არაბეთს შექცევისა჻

709. იგი: მუნით: წარმოსრული: სევდამანცა: განა: მოკლა჻ პირსა: იხოკს: ვარდსა: აპობს: ჴელი: მისი: გაამხოკლა჻ სისხლსა: მისგან: დადენილსა: მჴეცი: ყოვლი: გაამლოკლა჻ მისმან: ფიცხლად: სიარულმან: შარა: გრძელი: შიამოკლა჻

710. მუნ: მივიდა: სადა: იგი: მისნი: სპანი: დაეყარნეს჻ ნახეს: იცნეს: როგორამცა: მართებს: ეგრე: გაეხარნეს჻ შერმანდისცა: ახარებდეს: ფიცხლად: თავნი: არნეს჻ მოვიდაო: აქანამდის: ვითვის: ლხინი: გაგვემწარნეს჻

711. გაეგება: მოეხვია: ზედან: დასდვა: პირი: ჴელსა჻ აკოცებდა: სიხარულით: ცრემლთა მღურელი ველთა: მსვრელსა჻ ესე: თქუა: თუ: ნეტარ: ღ~თო: ცხადსა: ვხედავ: ანუ: ბნელსა჻ მე: ვით: ღირს: ვარ: ამას: რომე: თვალნი: ჩემნი: ჭურეტდენ: მრთელსა჻

712. ყმამან: მდაბლად: მოიკითხა: ზედა: დასდვა: პირი: პირსა჻ უბრძანა: თუ: ღ~თსა: ვმადლობ: შენ: თუ: ჭირი: არა: გჭირსა჻ დიდებულთა: თაყუანისცეს: აკოცებდეს: ვინცა: ღირსა჻ ზარსა: სცემდეს: უხაროდა: უფროსსა: თუნდა: მცირსა჻

713. მოვიდეს: სადა: სამყოფლად: სახლი: დგა: მუნ: აგებული჻ მოვიდეს ნახვად: ყოველი: მის: ქალაქისა: კრებული჻ მაშინვე: დაჯდა: ნადიმად: მორჭმით: ლაღი: და: შუებული჻ ენა: მის: დღისა: შვებასა: ყოვლ ვერ: იტყუის: კლებული჻

714. შერმადინს: უთხრა: უამბო: ყოველი: მისგან: ნახული჻ ანუ: ვით: პოვა: იგი: ყმა: მისგანვე: მზედ: დასახული჻ ავთანდილს: ცრემლი: უყოფდა: უბნობდა: თვალ დაფახული჻ უმისოდ: მყოფსა: სწორად: მჩანს: ჩემთვის: დარბაზი: და: ხული჻

715. მუნ: ამბავი: შინაური: ყუელაკაი: მოახსენა჻ შენი: წასულა: არვინ: იცის: რაცა: მითხარ: აგრე: ვქენა჻ მას: დღე: მუნით: არ: წავიდა: ინადიმა: გაისვენა჻ ცისკრად: შეჯდა: გაემართა: დღე: რა: მზემან: გაათენა჻

716. არცაღა: დაჯდა: ნადიმად: არცაღა კულა: ხალვათისა჻ შერმადინ: მახარობელი: წავა: მისულისა: მათისა჻ ფიცხლად: წავიდა: სავალი: სამ: დღე: ვლო: დღისა: ათისა჻ მას: ლომსა: ნახვა: უხარის: მის: მზისა: მეკამათისა჻

717. შესთვალა: მეფე: უკადრი: ხარმცა: მორჭმით: და: დიდებით჻ ამა: საქმესა: ვიკადრებ: შიშით: კრძალვით: და: რიდობით჻ მის: ყმისა: ვერას: ვერ: მცნობი: უჴმობდი: თავსა: ფლიდებით჻ აწ: ვცან: და: გაცნევ: ყოველსა: მოვალ: შვებით: და: მშვიდობით჻

718. როსტევან: მეფე: უკადრი: მორჭმული: შეუპოველი შერმადინ: მოციქულობა: თვით: მოახსენა: ყოელი჻ ავთანდილ: მოვა: წინაშე: მის: ყმისა: ვისმე: მპოელი჻ ბრძანა: ვცან: ჩემი: ღ~თისაგან: სააჯო: და: სათხოელი჻