... (H-3061), XVIII ს.

777. ყუელასავე: მართლად: გითხრობ: არ: სიტყუასა: საკვეხელსა჻ მიმელის: და: ვერ: მივსულვარ: ესე: მიდებს: ცეცხლსა: ცხელსა჻ ვერ: გაუტეხ: ზენაარსა: ვერ: გავსწირავ: ხელი: ხელსა჻ რამცა: სადა: გაუმარჯვდა: კაცთა: ფიცთა: გამტეხელსა჻

778. რაცა: გითხრა: ჩემაგიერ: როსტანს: ჰკადრე: მიედ: სრასა჻ თავმან: მისმან: ფიცით: გეტყუი: შენ: ვეზირსა: ოსტასრასა჻ არ: შემიპყრობს: არ: დავდგები: თუ: შემიპყრობს: მაქნევს: რასა჻ მიშველე: რა: გული: ცეცხლმან: არ: დამიჭრას: არცა: სრასა჻

779. ჰკადრე: ვინ: გაქო: ყოველმან: პირმან: არ: მეუმზრახემან჻ ვითა: ვიშიშვი: გაცნობოს: ღ~თნ: ნათელთა სახემან჻ მაგრა: მან: ყმამან: ცეცხლითა: დამწვა: ალვისა: სახემან჻ გული: წამსავე: წამიღო: ვერათ: ვერ: შევინახე: მან჻

780. აწ: მეფეო: უმისობა: ჩემგნ: ყოლა: არ: ეგების჻ გული: მას: აქუს: უგულოსა: აქა: ჴელი: რა: მეჴდების჻ თუ: რას: ვარგებ: პირველ: ხოლე: თვით: სახელი: თქვენ: მოგჴვდების჻ ვერას: ვარგებ: გულსა: დავსდებ: ჩემი: ფიცი: არ: გატყდების჻

781. წასულა: ჩემი: გულსა: თქვენსა: არ: ეწყინოს: არ: დაჭმუნდეს჻ თავსა: ჩემსა: გაგებული: იქნას ღ~თსა: რაცა: უნდეს჻ მანვე: ქნას: და: გაგიმარჯუდეს: თქუენი: თქუენკე: დავებრუნდეს჻ არ: მოვბრუნდე: თქუენმცა: სუფევთ: თქუენი: მტერი: დაძაბუნდეს჻

782. კულავ: პირმზე: ეტყუის: ვაზირსა: მე: სიტყვა: შევამცირეო჻ წა: ესე: ჰკადრე: მეფესა: შევინ ვიდოდეს: ვირეო჻ მიაჯე: ამოდ: გაშვება: და: თავი: გაიგმირეო჻ ასი: ათასი: წითელი: შენ: ქრთამად: შეიწირეო჻

783. ვეზირმან: უთხრა: სიცილით: ქრთამი: შენ: გქონდეს: შენია჻ შენგან: კმა: ჩემად: წყალობად: რომე: გზა: გაგიჩენია჻ მაგას: რა: ვჰკადრებ: მეფესა: რაცა: აწ: თქუენგან: მსმენია჻ ვიცი: უცილოდ: ამავსებს: შოება: არ: საწყენია჻

784. თავმან: მისმან: მუნვე: მამკლავს: ვეჭუ: წამიცა: არ: წამაროს჻ შენი: ოქრო: შენვე: დაგრჩეს: მე: გლახ: მიწა: მესამაროს჻ მამკალ: კაცსა: სიცოცხლისა: სწორად: რაცა: მოეჴმაროს჻ არ: ითქმის: და: ვერცა: ვიტყუი: რა: გინდა: ვინ: მისგან აროს჻

785. გზა: არ: წავა: თავსა: წინა: სიცოცხლე: გლახ: ვით: გათნიო჻ ამიკლებს: და: ანუ: მამკლავს: ეგე: სიტყუა: ვითა: სთქვიო჻ რად: არ: მუნვე: გაიგონე: რად: ხარ: შმაგი: ეგეთიო჻ სჯობს: სიცოცხლე აკლებასა: ამას: თავსა: აწვე: ვსწურთიო჻

786. თუ: მეფეცა: გაგიშვებდეს: თვით: ლაშქარნი: რად: მოღორდენ჻ რად: გაგიშვან: რად: დაღორდენ: ანუ: მზესა: რად: მოშორდენ჻ შენ: წახვიდე: მტერნი: ჩვენნი: დაგუთამამდენ: გაგვისწორდენ჻ ეგე: ასრე: არ: იქნების: ვითა: ჩიტნი: არ: გაქორდენ჻

787. ყმა: ატირდა: ცრემლით: უთხრა: ჴამს: თუ: დანა: გულსა: ვიცი჻ ჰე: ვაზირო: შეგეტყუების: სიყვარული: არ: თურ: იცი჻ ანუ: სხვაცა: არ: გიკითხავს: მოყვრობა: და: არცა: ფიცი჻ თუ: გიკითხავს უმისოსა: ჩემი: ლხინი: ვით: ამტკიცი჻

788. მზე: დაბრუნდა: არ: ვიცოდი: მზესა: რამცა: დააბრუნვებს჻ აწ: უშველოთ: გვიჯობს: იგი: ნათლად: დღესა: დაგვითბუნვებს჻ ჩემი: ჩემებრ: არვინ: იცის: რა: მამწარებს: რა: მატკბუნვებს჻ ცუდთა: კაცთა: საუბარი: კაცსა: მეტად: დააჭმუნვებს჻

789. მეფე: ანუ: მისნი: სპანი: ნეტარ: ჴელსა: რასა: მჴდიან჻ აწ: ვითამცა გაუწყვეტლად უცნობოსა ცრემლი: მდიან჻ სჯობს: წავიდე: არ: გავტეხნე: კაცსა: ფიცნი: გამოსცდიან჻ ჭირნი: მისგან: უნახავნი: კაცსა: ვისმცა: გარდუჴდიან჻

790. აწ: ვეზირო: მაგა: პირსა: გული: კრული: ვით: მოგთმინდეს჻ რკინა: ჩემი: მონაცვალე: ჴამს: გაცვილდეს: არ: გატინდეს჻ ვერ: გარდვიჴდი: ცრემლთა: მისთა: ჯეონიცა თვალთა: მდინდეს჻ მომეჴმარე: ნუთუ: ჩემგან: მოჴმარება: შენცა: გინდეს჻

791. არ: გამიშვებს: გავიპარვი: წავალ: მათგან: შეუგებლად჻ ვითა: მნუკევს: ეგრე: დავრთო: გული: ცეცხლსა: მოსადებლად჻ ვიცი: ჩემთვის: არას: გიზამს: თუ: არ: უნდი: გასაძებლად჻ თქუი: რა: გინდა: წაგეკიდოს: თავი: დადევ: საწამებლად჻

792. ვეზირმან: თქუა: შენი: ცეცხლი: მეცა: ცეცხლად: მომედების჻ ვეღარ: უჭურეტ: ცრემლთა: შენთა: სოფელიცა: გაქარდების჻ ზოგი: თქმა: სჯობს: არათქმასა: ზოგი: თქმითაც დაშავდების჻ ვიტყვი: მოვჰკუდე: არა: მგამა: ჩემი: მზეცა: თქუენ: მოგჴუდების჻

793. რა: ვეზირმან: ესე: უთხრა: ადგა: დარბაზს: გაემართა჻ მეფე: დახუდა: შეკაზმული: პირი: მზეებრ: ეწაღმართა჻ შეუშინდა: საწყენლისა: მოხსენება: ვერ: შემართა჻ დაყრით: დგა: და: იგონებდა: არ: საქმეთა: საომართა჻

794. მეფემან: ნახა: ვეზირი: დაღრეჯით: დაყმუნვებული჻ უბრძანა: რა: გჭირს: რა: იცი: რად: მოხველ: შეჭირვებული჻ მან: ჰკადრა: არა: ვიცი მართ: ვარ: თავისა: ვებული჻ მართალ: ხართ: მამკლათ: რა: გესმათ: ამბავი: გაკუირვებული჻

795. ჩემი: ჭმუნვა: ჭირსა: ჩემსა: არცა: მეტს: და: არცა: დიდობს჻ მეშინიან: თუმცა: შიშსა: მოციქული: ვერ: დარიდობს჻ აწ: ავთანდილ: გეთხოვების: მოაჯეობს: არ: წამკიდობს჻ უმისყმისოდ: სოფელსა: და: საწუთროსა: მისთვის: ფლიდობს჻

796. რაცა: იცოდა: ყუელაი: ჰკადრა: მოშიშრად: ენითა჻ კულავ მოახსენა: რამცა: სცნა: სიტყვითა: ესოდენითა჻ თუ: როგორ: მყოფი: მინახავს: თუ: რაგვარ: ცრემლთა: დენითა჻ მართალ: ხართ: თუმცა: ჩემთვის რისხვანი იანასდენითა჻