... (H-3061), XVIII ს.

641. კულავ: სხვანი: დიდნი: ლაშქარნი: უკანა: მამეწეოდეს჻ იქით: და: აქათ: მომიჴდეს: ერთგნით: ვერ: მომერეოდეს჻ არ: მომწურვოდეს: წინანი: ზურგით: მესროდეს: მე: ოდეს჻ ჴმალსა: მივენდევ: გამიტყდა: ისარნი: დამელეოდეს჻

642. მამეჯარნეს: ვეღარა: ვქენ: ნავით: ცხენი: გარდვიხლტუნვე჻ ზღვა: ზღვა: ცურვით: წამოუველ: ჩემი: მჭვრეტი: გავაცბუნვე჻ თანა: მყოლი: ყუელაკანი: დამიხოცნეს: დარჩა: მუნვე჻ ვინცა: მდევდა: ვერ: შემამჴვდა: მიუბრუნდი: მივაბრუნვე჻

643. აწ: იგი: იქნას: რაღაცა: ენებოს: ღ~თისა: წადილსა჻ ვეჭუ ჩემი: სისხლი: არ: შერჩეს: ძალი: შესწევდეს: ქადილსა჻ ოჴრად: გაუჴდი: ყოფასა: მათ: საღამოსა: და: დილსა჻ უჴმობ: ყუავთა: და: ყორანთა: მათ: ზედა: ვაქნევ: ხადილსა჻

644. ამა: ყმამან: შემიკუეთა: გული: მისკე: მიმიბრუნდა჻ მოვახსენე: აჩქარება: შენი: ყოლა: არად: უნდა჻ მეცა: თანა: წამოგყუები: დაიჴოცნენ: იგი: მუნ: და჻ ჩუენ: ორთავე: მეომარი: გაღანამცა: შეგვიძრწუნდა჻

645. ესეცა: უთხარ: ამბავი: ჩემი: არ: გაგეგონების჻ უფრორე: წურილად გიამბობ: თუ: ჟამი: ჩუენ: გვექონების჻ მან: მითხრა: ლხინი: საჩემო: მაგას: რა: შეეწონების჻ დღედ: სიკუდილადმდის: სიცოცხლე: შენ: ჩემი: დაგემონების჻

646. მივედით: მისსა: ქალაქსა: ტურფასა: მაგრა: ცოტასა჻ გამოეგებნეს: ლაშქარნი: ისხემდეს: მისთვის: ოტასა჻ პირსა: იჴოკდეს: გაჰყრიდეს: ნახოკსა: ვით: ნაფოტასა჻ ეხვეოდიან: ჰკოცნიდეს: ჴრმალსა: და: სალტეკოტასა჻

647. კულავ: მოვეწონე: ვეტურფე: მე: მისი: გარდნაკიდარი჻ შემასხემდიან: ქებასა: მზეო: ხარ: ჩვენთვის: ი: დარი჻ მივედით: ვნახეთ: ქალაქი: მისი: ტურფა: და: მდიდარი჻ ყუელასა: ტანსა: ემოსა: ზარქაში: განაზიდარი჻

შველა ტარიელისაგან ფრიდონისი და გამარჯვება჻

648. მოსჯობდა: ომი: შეეძლო: ჴმარება: ცხენაბჯარისა჻ დავჰკაზმეთ: ნავი: კატარღა: და: რიცხვი: სპათა: ჯარისა჻ კაცი: ჴმდა: მისთა: მჭურეტთათვის: ღონემცა: ეაჯა: რისა჻ აწ: გითხრა: ომი: მოყმისა: მებრძოლთა: დამსაჯარისა჻

649. მათი: მესმა: დაპირება: ჩაბალახთა: ჩამობურვა჻ ნავი: წინა: მამეგება: არა: ვიცი: იყო: თუ: რვა჻ ფიცხლა: ზედა: შევეჯაჴე: მათ: დაიწყეს: ამოდ: ცურვა჻ ქუსლი: ვჰკარ დავუქცივე: დაიზახნეს: დიაცურ: ვა჻

650. კულავ: სხვასა: მიველ: მოვჰკიდე: ჴელი: ნავისა: ბაგესა჻ ზღვასა: დავანთქენ: დავხოცე: ომიმცა: რაღა: აგესა჻ სხვანი: გამექცეს: მიმართეს: მათ: მათსა: საქულბაგესა჻ ვინცა: მიჭურეტდა უკვირდათ მაქებდეს: არ: მაძაგესა჻

651. ზღვა: გავიარეთ: გავედით: შემოგვიტიეს: ცხენია჻ კულავ: შევიბენით: შეიქნნეს: ომისა: სიმარცხენია჻ მუნ: მამეწონა: ფრიდონის: სიქუელე სიმკიცხენია჻ იბრძვის: ლომი: და: პირად: მზე: იგი: ალვისაც: ხენია჻

652. თვით: ორნივე: ბიძა: ძენი: მისნი: ჴმლითა: ჩამოყარნა჻ ჴელნი: წმიდად: დაეკუეთეს: იგი: ასრე: ასაპყარნა჻ მოიყუანა: მხარდაკრულნი: ერთმან: ორნი: არ: დაყარნა჻ მათნი: ყმანი: გაამტირლნა: მისნი: სპანი: ამაყარნა჻

653. მათნი: ლაშქარნი: გაგუექცეს: ვეცენით: გაცავჰფანტენით჻ ფიცხლად: წაუღეთ: ქალაქი: არ: თავნი: გავაზანტენით჻ ქუითა: დავლეწეთ: წვივები: ჩვენ: იგი: გავაანტენით჻ მამკალით: ლარი: დალიოთ: ან: აკიდებით: ან: ტენით჻

654. ფრიდონ: ნახნა: საჭურჭლენი: და: ბეჭედნი: მისნი: დასხნა჻ თვით: ორნივე: ბიძის: ძენი: დაპყრობილნი: წამოასხნა჻ მისთა: ნაცვლად: სისხლნი: მათნი: მოღვარნა: და: ველთა: ასხნა჻ ჩემი: თქუეს: თუ: ღ~თსა: მადლი: ვინ: ალვისა: ხენი: ასხნა჻

655. მივედით: მოქალაქეთა: ზარი: ჩნდა: რომე: ზმიდიან჻ აჯათა: მქნელნი: მჭურეტელთა: გულსა: მუნ: დააბმიდიან჻ მე: და: ნურადინს: ყუელანი: ქებასა: შეგვასხმიდიან჻ გვითხრობდეს: მკლავთა: თქუენთაგან: ჯერთ: მათნი: სისხლნი: მიდიან჻

656. ლაშქარნი: ფრიდონს: მეფედ: და: მიჴობდეს: მეფეთმეფობით჻ თვით: თავსა: მათსა: მონად: და: ჩემსა: ყუელასა: სეფობით჻ დაღრეჯით: ვიყავ: ვერ: მპოვეს: ვეროდეს: ვარდის: მკრეფობით჻ ჩემი: ვერ: სცნიან: ამბავი: მუნ: იყო: არ: იეფობით჻ ფრიდონისაგან ნესტან დარეჯანის ამბვის მბობა ოდეს ტარიელს უამბო჻

657. დღესა: ერთსა: მე: და: ფრიდონ: ნადირობას: გამოვედით჻ ზღვასა: ზედან წაწურვილსა: ქედსა: რასმე: გარდავდეგით჻ ფრიდონ: მითხრა: გითხრობ: რასმე: ვთამაშობდით: ცხენსა: ვსხედით჻ ერთი: რამე: საკუირველი: მე: ვნახეო: ამა: ქედით჻

658. მე: ვჰკითხევდი: ფრიდონ: მეტყუის: მართ: ამბავსა: ესოდენსა჻ დღე: ერთ: მწადდა: ნადირობა: შევჯე: ამა: ჩემსა: ცხენსა჻ ზღვათა: შიგან: იხუსა გვანდა: ჴმელთა: ზედა: შავარდენსა აქა: ვდეგ: და: თუალს: უგებდი: ქორსა: იქით: განაფრენსა჻

659. ზოგჯერ: ზღვისაკენ: მივიხედნი: წავდგომოდი: ამა: გორსა჻ ზღვასა: შიგან: ცოტა: რამე: დავინახე: თუცა: შორსა჻ ეგრე: ფიცხლად: სიარული: არას: ძალ აქუს: მისსა: სწორსა჻ ვერად: ვიცან: გავეკუირვე: გონებასა: ამად: ორსა჻