... (H-3061), XVIII ს.

680. მაშა: მე: მისსა: ამბავსა: რადგან: აღარას: მოველი჻ ვეღარ: ვიქნები: გამიშვი: ვარ: ფარმანისა: მთხოველი჻ ფრიდონს: რა: ესმა: ატირდა: სისხლითა მოერწყო: ველი჻ მითხრა: თუ: ძმაო: დღესითგან: ცუდ: ჩემი: ლხინი: ყოველი჻

681. თუცა: დია: მოიჭირვეს: ვერცა: ეგრე: დამიჭირეს჻ მისთა: სპათა: მუჴლმოყრილთა: თავი: მათი: ჩემკერძ: ირეს჻ მეხვეოდეს: მაკოცებდეს: ატირდეს: და: ამატირეს჻ ნუ: წახვალო: და: გაწამოთ: სიცოცხლეა: ჩუენი: ვირეს჻

682. აგრე: უთხარ: თქვენი: გაყრა: მეცა: დია: მეძნელების჻ მაგრა: ლხინი: უმისოსა: ჩემგან: ძნელად: გაიძლების჻ ჩემსა: ტყუესა: ვერ: გავსწირავ: თქუენცა: დია: გებრალების჻ ნუვინ: მიშლით: არ: დავდგები: არცა: ვისგან: დამეშლების჻

683. მერმე: ფრიდონ: მოიყუანა: მიძღუნა: ესე: ჩემი: ცხენი჻ მითხრა: ხედავ: პირი: მზისა: თქუენ: საროსა: ეგეც: ხენი჻ ვიცი: მეტი: არა: გინდა: ძღვენი: რამცა: გავკიცხენი჻ თვით: ამანვე: მოგაწონოს: სახედრობა: სიფიცხენი჻

684. ფრიდონ გამომყუა: წავედით: ორთავე: ცრემლნი: ვღვარენით჻ მუნ: ერთმანერთსა: ვაკოცეთ: ზახილით: გავიყარენით჻ სრულად: ლაშქარნი: მტიროდეს: გულითა: მართლად: არ: ენით჻ გაზრდილგ ამზრდელთა: გაყრასა: ჩვენ: თავი: დავადარენით჻

685. ფრიდონისით: წამოსრულმან: წაველ: ძებნად: კულა: ვიარე჻ რომე: არა: არ: დამირჩა: ჴმელთა: ზედა: ზღვათა: გარე჻ მაგრამ მისსა: მნახავსაცა: კაცსა: ვერას: შევეყარე჻ გული: სრულად: გამიშმაგდა: თავი: მჴეცთა: დავადარე჻

686. ვთქუი: თუ: ჩემი: აღარაა: სიარული: ცუდი: ცურვა჻ ნუთუ: მჴეცთა: სიახლემან: უკუმყაროს: გულსა: ურვა჻ მონათა: და: ამა: ასმათს: სიტყუა: უთხარ: შვიდი: თუ: რვა჻ ვიცი: რომე: დამირჯიხართ: დია: გმართებს: ჩემი: მდურვა჻

687. აწ: წადითო: მე: დამაგდეთ: ეტერენით: თავთა: თქვენთა჻ ნუღარ: უჭურეტთ: ცრემლთა: ცხელთა: თვალთა: ჩემთათ: მონადენთა჻ რა: ესენი: მოისმენნეს: საუბართა: ესოდენთა჻ მითხრეს: ჰაი: ჰაი რასა: ბრძანებ ნუ: მოასმენ: ყურთა: ჩვენთა჻

688. უშენოსა: ნუმცა: ვნახავთ: ნუ: პატრონსა: ნუ: უფალსა჻ ნუთუ: ღ~თნ: არ: გაგუყარნეს: ფეჴთა: თქუენთა: ნატერფალსა჻ თქუენ: გიჭურეტდეთ: საჭურეტელსა: შვენიერსა: სატურფალსა჻ თურე: ბედი: მოაღაფლებს: კაცსა: აგზომ: არღაფალსა჻

689. ვეღარ: გავგზავნენ: სიტყუანი: მესმნეს: მონათა: ჩემთანი჻ მაგრა: დავჰყარენ: არენი: მე: კაცრიელთა: თემთანი჻ სახლად: სამყოფნი: მიმაჩნდეს: თხათა: და: მათ: ირემთანი჻ გავიჭერ: სრულად: დავტკეპნენ: ქუე: მინდორნი: და: ზე: მთანი჻

690. ესე: ქუაბნი: უკაცურნი: ვჰპოვენ: დევთა: შეეკაფნეს჻ შემოვები: ამოვწყუიტენ: ყოლა: ვერას: ვერ: მეჴაფნეს჻ მათ: მონანი: დამიჴოცნეს: ჯაჭვნი: ავად: მოექაფნეს჻ საწუთრომან: დამაღრიჯა: ცქაფნი: მისნი: კულალ: მეცქაფნეს჻

691. დევთა: ყუირილი: ზახილი: ზეცამდის: აიწეოდა჻ მათისა: ლახტის: ცემითა: ქუეყანა: შეირყეოდა჻ მზე: დააბნელეს: მტვერითა: ალვის: შტო: შეირხეოდა჻ ასი: ერთკერძთა: მამიჴდეს: დავფრიწე: დაიხეოდა჻

692. აჰა: ძმაო: მაშინდიდგან: აქა: ვარ: და: აქა: ვკუდები჻ ხელი: მინდორს: გავიჭრები: ზოგჯერ: ვტირ: და: ზოგჯერ: ვბნდები჻ ესე: ქალი: არ: დამაგდებს: არს: მისთვის ცეცხლნადები჻ ჩემად: ღონედ: სიკუდილისა: მეტსა: არას: არ: ვეცდები჻

693. რომე ვეფხი: შვენიერი: სახედ: მისად: დამისახავს჻ ამად: მიყუარს: ტყავი: მისი: კაბად: ჩემად: მომინახავს჻ ესე: ქალი: შემიკერავს: ზოგჯერ: სულთქვამს: ზოგჯერ: ახავს჻ რადგან: თავი: არ: მამიკლავს: ჴმალი: ცუდად: მამიმახავს჻

694. მისსა: ვერ: იტყუის: ქებასა: ყოველი: ბრძენთა: ენები჻ მას: დაკარგულსა: ვიგონებ: მე: სიცოცხლისა: მთმენები჻ მას: აქათ: ვახლავ: ნადირთა: თავსა: მათებრვე: მჴსენები჻ სხვად: არას: ვიაჯ: ღ~თისაგან: ვარ: სიკუდილისა: მქენები჻

695. აწ: ათია: წელიწადი ინდოეთით: რა: წასრულა჻ მის: მთვარისა: ჩემგან: პოვნა: ანუ: ნახვა: გარდასრულა჻ აჰა: გული ალმასისა: მიკუირს გასძლებს: ამას: რულა ყმამან პირსაჴელი: იკრა: რა: ამბავი: დაასრულა჻

696. პირსა: იცა: გაიხეთქა: ღაწვი: ვარდი: აახეწა჻ ლალი: ქარვად გარდაიქცა: ბროლი: სრულად: დაილეწა჻ ავთანდილსცა: ცრემლი: წასდის: წამწამთაგან: ერთსახე: წა჻ მერე: ქალმან: დაადუმა: მუჴლმოყრილი: შეეხუეწა჻

697. ტარიელ: უთხრა: ავთანდილს: ასმათის: დად: სამებულმან჻ შენ: ყუელაკაი: გაამე: მე: ვერას: ვერ: ამებულმან჻ გიამბე: ჩემი: ამბავი: სიცოცხლე გაარმებულმან჻ აწ: წადი: ნახე: შენი: მზე: ნახვისა: მოჟამებულმან჻

698. ავთანდილ: უთხრა: მე: შენი: გაყრა: არ: მამეთმინების჻ თუ: გაგეყრები: თვალთაგან: ცრემლიცა: დამედინების჻ მართალსა: გითხრობ: ამისა: კადრება: ნუ: გეწყინების჻ შენ: ვისთვის: ჰკუდები: მაგითა: მას: არა: არ: ელხინების჻

699. რა: აქიმი: დასნეულდეს: რაზომ: გინდა: საქებარი჻ მან: სხვა: იჴმოს: მკურნალი: და: მაჯასაცა: შემტყვებარი჻ მან: უამბოს: რაცა: სჭირდეს: სენი: ცეცხლთა: მომდებარი჻ სხვისა: სხვამან: უკეთ: იცის: სასარგებლო: საუბარი჻