... (H-3061), XVIII ს.

873. ვიცი: არ: მოგკლავს: შიმშილი: რაზომცა: დია: ირები჻ შენ: შენი: მშვილდი: დაგარჩენს: შენთა: ისართა: პირები჻ ნუთუ: კულავ ღ~თნ: წყალობით: გაგიადვილოს: ჭირები჻ მაგრა: თუ: მოვჰკუდე: გაზრდილო: ვისგანღა: დავიტირები჻

874. ზარი: გაისმა: შემოკრბა: ჯარი: მრავალი: კაცისა჻ დარბაზს: ხასთაგან: ჯარია: ჴელითა: წვერთა: ტაცისა჻ იგლეჯს: და: იცემს: ყუელაი: ჴმა: ისმის: თავსა: ტკაცისა჻ თქუეს: ბნელი: გუმართებს: დღე: კრულთა: რადგან: მზე: მიგვიდრკა: ცისა჻

875. რა: მეფემან: დიდებულნი: ნახნა: სულთქმით: შემოსტირნა჻ უთხრა: ხედავთ: მზემან: ჩვენმან: შუქნი: სრულად: დაგვიძუირნა჻ რა: ვაწყინეთ: რა: შევსცოდეთ: რად: დაგუყარნა: რად: გაგუწირნა჻ სპანი: მისგან: დაჭირულნი: ვინმცაღა: ვით: დაგვიჭირნა჻

876. ყოვლნი: ტიროდეს: მოთქმიდეს: მერმე: დაწყნარდეს: გუიანად჻ მეფემან: ბრძანა: იკითხეთ: მარტუოა: ანუ: ყმიანად჻ მოვიდა: მონა: შერმადინ: მოშიშრედ: სირცხვილიანად჻ ანდერძი: ჰკადრა: ატირდა: სიცოცხლე: უჩნდა: ზიანად჻

877. მოახსენა: საწოლს: ვჰპოვე: ესე: მისგან: დანაწერი჻ დგეს: მონანი: ნატირებნი: დაეგლიჯა: თმა: და: წვერი჻ იგი: მარტო: გაპარულა: ყმა: არ: ახლავს: არცა: ბერი჻ მე: თუ: მამკლავთ: მემართლებით: სიცოცხლე: მჭირს: შეუფერი჻

878. რა: ანდერძი: წაიკითხეს: კულავ იტირეს: დიდი: ხანი჻ მერმე: ბრძანა: მხიარულსა: ნუ: ჩაიცმენ: ჩემნი: სპანი჻ ვამლოცველნეთ: დავრდომილნი: ობოლნი: და: ქურივნი: სხვანი჻ შევეწივნეთ: მშვიდობისა: ნუთუ: მისცეს: ღ~თნ: გზანი჻

წასულა ავთანდილისა მეორედ გაპარვით და ტარიელის შეყრა჻

879. მთვარე: მზესა: მოეშორვოს: მოშორვება: გაანათლებს჻ რა: იახლოს: შუქი: დასწვავს: გაეყრების: ვერ: იახლებს჻ მაგრა: ვარდსა: უმზეობა: გააჴმობს: და: ფერსა: აკლებს჻ ჩვენ: ვერ ჭურეტა: საყუარლისა: ჭირსა: ძუელსა: გაგვიახლებს჻

880. აწყა: დავიწყებ: ამბავსა: მის: ყმისა: წამავლობასა჻ მივა: და: მიტირს: გულმდუღრად: ვერ: იტყუის ცრემლთა: მცრობასა჻ წამწამ: იაჯდის: მობრუნდის: მისთვის: მზისავე: მზობასა჻ უჭურეტდის: თვალნი: ვერ: მოხსნის: თუ: მოხსნის: მიჰჴდის: ცნობასა჻

881. რა: მიიახლის: დაბნედად: ვერ: ჴელყუის: გაძურად: ენისად჻ მაგრა: სდის: ცრემლი: თვალთაგან: მგზავსად: დილაჯის: დენისად჻ ზოგჯერ: დაბრუნდის: უჭურეტდის: ღონე: პატიჟთა: თმენისად჻ რა: გაემართის: არ: იცის: მას: თუ: არბევდის: ცხენი: სად჻

882. თქუა: მზეო: შენი: შორს: მყოფი: კრულია: ვინცა: დადუმდეს჻ რადგან: შენ: დაგრჩა: გონება: გული: შენკენვე: დაბრუნდეს჻ თვალთა: მტირალთა: შეხედვა: შენივე: სწადდეს: და: უნდეს჻ სჯობს: საყუარელსა: მოყუარე: რაზომცა: დაუძაბუნდეს჻

883. მე: რა: ვქნა: შენად: შეყრამდინ: ანუ: რას: ვედე: ლხენასა჻ თავსა: მოვიკლავ: მე: თუცა: შენგან: არ: ვეჭუდი: წყენასა჻ მაგრა: შენ: გაწყენ: ჩემისა: არ: სიცოცოხლისა: სმენასა჻ მოდი: და: მივცეთ: ცოცხალმან: თვალნი: ცრემლისა: დენასა჻

884. ტირს: იტყუის: დავდვა: კეშანი: ლახვარმან: ჩემთვის: ათმანო჻ ინდოთა: რაზმი: ჩემად: კულად: თქუა: ესე: ტევრი: ვთხზა: თმანო჻ თვალთა: გიშერი: აშვენებს: სათმან: რად: მომკლა: სათმანო჻ ბაგე: კბილო: და: თვალწარბო: მამცემდი: პატიჟთა: თმანო჻

885. იტყუის: ჰე: მზეო: ვინ: ხატად: გთქუის: მზიანისა: ღამისად჻ ერთარსებისა: ერთისა: მის: უჟამოსა: ჟამისად჻ ვის: გმორჩილობენ: ციერნი: ერთი: იოტის: წამისად჻ ბედსა: ნუ: მიქცევ: მიაჯე: შეყრამდის: ჩემად: და: მისად჻

886. ვის: ხატად: ღ~თისად: გიტყუიან: ფილასოფოსნი: წინანი჻ შენ: მიშველერა: ტყუე: ქმნილსა: ჯაჭუნი: მაბიან: რკინანი჻ ბროლ ბალახშისა: მძებნელმან: სათნი: დავჰკარგენ: მინანი჻ მაშინ: ვერ: გავძელ: სიახლე: აწ: სიშორესა: ვინანი჻

887. ამას: მოთსქმიდის: იწოდის: ვითა: სანთელი: დნებოდის჻ დაყოვნებისა: მოშიში: ისწრაფდის: იარებოდის჻ რა: შეუღამდის: ვარსკულავთა: ამოსულა: იამებოდის჻ მას: ამგზავსებდის: ილხენდის: უჭურეტდის: ეუბნებოდის჻

888. მთვარესა: ეტყუის: იფიცე: სახელი: ღ~თისა: შენისა჻ შენ: ხარ: მომცემი: მიჯნურთა: მიჯნურობისა: სენისა჻ შენ: გაქუს: წამალი: მისისა: მოთმინებისა: თმენისა჻ მიაჯე: შეყრა: პირისა: შენგამო: შენებრ: მშვენისა჻

889. ღამე: ალხენდის: დღე: სჯიდის: ელის: ჩასულასა: მზისასა჻ რა: წყალი: ნახის: გარდაჴდის: უჭურეტდის: მჭევლსა: წყლისასა჻ მასთანა: რთვიდის: ნაკადსა: სისხლისა: ცრემლთა: ტბისასა჻ კულავ: გაემართის: ისწრაფდის: წავლასა: მასვე: გზისასა჻

890. მარტო: მოსთქმიდის: ტიროდის: ტანად: ალვისა: ხიანი჻ მინდორს: თხა: მოკლის: სადაცა: ადგილი: დახუდის: კლდიანი჻ შეწვის: ჭამის: და: წავიდის: პირ: მზე: გულ: მარიხიანი჻ იტყუის: დავჰყარენ: ვარდნი: და: აჰა: მე: ვაგლახ: იანი჻

891. აწ: ვერ: ვიტყუი: მაშინდელსა: მე: მის: ყმისა: ნაუბარსა჻ მიუბნობდის: რას: მოსთქმიდის: რას: ტურფასა: რაზომ: გვარსა჻ ზოგან: თოვლი: გაეწითლის: ვარდსა: ბრჭკლითა: ნახოკარსა჻ ქუაბნი: ნახნა: გაეხარნა: ზე: გავიდა: ქუაბთა: კარსა჻