... (H-3061), XVIII ს.

622. ნავსა: შევჯე: ზღვასა: შეველ: ზღვასა: შიგან: გავალაგდი჻ არსით: ნავი: მომავალი: უნახავად: არ: დავაგდი჻ მოველოდი: არა: მესმა: შმაგი: უფრო: გავეშმაგდი჻ რომე: სრულად: მამიძულვა: ღმერთსა: თურე: ასრე: ვსძაგდი჻

623. რომე: დავჰყავ: წელიწადი: თვე: თორმეტი: გამეოცა჻ მაგრა: მისი: მნახავიცა: სიზმრივ: კაცი: არ: მეოცა჻ თანამყოლი: ყუელაკაი: ამომიწყდა: დამეჴოცა჻ ვთქუი: თუ: ღ~თსა: ვერას: ვჰკადრებ: რაცა: სწადდეს: აგრე: ვყო: ცა჻

624. ზღვა: ზღვა: ცურვა: მომეწყინა: მით: გამოვე: ზღვისა: პირსა჻ გული: სრულად: გამიმჴეცდა: არ: ვუსმენდი: არც: ვაზირსა჻ ყუელაკაი: დამეფანტნენ: დარჩომოდა: რაცა: ჭირსა჻ კაცსა: ღ~თი: არ: გასწირავს: ასრე: მისგან: განაწირსა჻

625. ერთაი: ესე: ასმათი: და: დამრჩეს: ორნი: მონანი჻ ჩემნი: გულისა: მდებელნი: და: ჩემნი: შემამგონანი჻ მისნი: ვერა: ვცნენ: ამბავნი: ვერცა: დრამისა: წონანი჻ ტირილი: მიჩნდა ლხინად: და: მდინდიან: ცრემლთა: ფონანი჻

ამბავი ნურადინ ფრიდონისა ოდეს ტარიელ შეეყარა჻

626. ღამით: მევლო: მოვიდოდი: ზღვისა: პირსა: აჩნდეს: ბაღნი჻ ჰგვანდეს: ქალაქს: ვეახლენით: ცალკერძ: იყვნეს: კლდეთა: ნაღნი჻ არ: მიამის: კაცთა: ნახვა: მიდაღვიდა: გულსა: დაღნი჻ მუნ: გარდავჴე: მოსვენებად: დამხვდეს: რამე: ხენი: ლაღნი჻

627. ხეთა: ძირსა: მივიძინე: მათ: მონათა: ჭამეს: პური჻ მერმე: ავდეგ: სევდიანი: მიღამებდა: გულსა: მური჻ ვერა: მესმა ეგზომ: გრძელად: ვერ: ჭორი: ვერ: დასტური჻ ველთა: ცრემლი: ასველებდა: თვალთა: ჩემთა: მონაწური჻

628. ზახილი: მესმა: შევხედენ: მოყმე: ამაყად: ყიოდა჻ შემოირბევდა: ზღვის: პირპირ: მას: თურმე: წყლული: სტკიოდა჻ ჴმლისა: ნატეხი: დასურილი: აქუს: სისხლი: ჩამოსდიოდა჻ მტერთა: ექადდა: წყრებოდა: იგინებოდა: ჩიოდა჻

629. ზედან ჯდა: შავსა: ტაიჭსა: ესე: აწ: მე: მითქს: რომელი჻ მართ: ვითა: ქარი: მოქროდა: გაფიცხებული: მწყრომელი჻ მონა: მივსწივე: მისისა: შეყრისა: ვიყავ მნდომელი჻ შევთვალე დადეგ: მიჩვენე: ლომსა: ვინ: გაწყენს: რომელი჻

630. მას: მონასა: არა: უთხრა: არცა: სიტყუა: მოუსმინა჻ ფიცხლად: შევჯე: ჩავეგებე: მე: ჩაუსწარ: ჩავე: წინა჻ უთხარ: დადეგ: გამიგონე: შენი: საქმე: მეცა: მინა჻ შემამხედნა: მოვეწონე: სიარული: დაითმინა჻

631. გამიცადა: ღ~თსა: ჰკადრა: შენ: ასეთნი: ხენი: ვით: ხენ჻ მერმე: მითხრა: მოგახსენებ: აწ: სიტყვანი: რომე: მკითხენ჻ იგი: მტერნი: გამილომდეს: აქამდისცა: რომე: ვითხენ჻ უკაზმავსა: მიღალატეს: საჭურველნი: ასრე: ვითხენ჻

632. მე: უთხარ: დადეგ: დაწყნარდი: გარდავჴდეთ: ძირსა: ხეთასა჻ არ: შეუდრკების: ჭაბუკი: კარგი: მახვილის კვეთასა჻ თანა: წამომყუა: წავედით: უტკბოსი: მამაძეთასა჻ მე: გავეკვირვე: ჭვრეტასა: მის: ყმისა: სინაზეთასა჻

633. ერთი: მონა: დასტაქარი: მყუა: და: წყლულნი: შეუხუივნა჻ ისრის: პირნი: ამოუხუნა: დაკოდილნი: არ: ატკივნა჻ მერე: ვჰკითხე: ვინ: ხარ: ანუ: მკლავმან: შენმან: ვისგან: ივნა჻ საამბობლად: დამირიგდა: თავი: მისი: გაამჩივნა჻

634. პირველ: მითხრა: არა: ვიცი: რა: ხარ: ანუ: რას: გამგზავსო჻ ანუ: ეგრე: რამ: დაგლია: ანუ: პირველ: რამ: გაგავსო჻ რამან: შეგქმნა: მოყუითანოდ: ვარდგიშერი: რომე რგავსო჻ ღთ~ნ: მისგან: ანთებული: სანთელიმცა: რად: დაგავსო჻

635. მულღაზანზარის: ქალაქი: ახლოს: მე: მაქუსო: რომელი჻ ნურადინფრიდონ: სახელ: მძეს მეფე: ვარ: მუნა: მჯდომელი჻ ესე: სამზღვარი: ჩემია: სადა: ხარ: გარდამჴდომელი჻ ცოტაა მაგრა: ყოველგნით: სიკეთე მიუწდომელი჻

636. მამის: ძმა: და: მამაჩემი: პაპმან: ჩემმან: გაყვნა: ოდეს჻ ზღვასა: შიგან: კუნძულია: ჩემად: წილად: მას: იტყოდეს჻ თვით: ბიძასა: ჩემსა: მიხვდა: ვისთა: შვილთა: აწ: დამკოდეს჻ მათკენ: დარჩა: სანადიროარ: მივსცემდი: მამერჩოდეს჻

637. დღეს: გამოველ: ნადირობას: ზღვისა: პირსა: ვინადირე჻ მუნა: გასულა: მომდომოდა: მით: მრეკალი: არ: ვახშირე჻ სპათა: უთხარ: მამიცადეთ: მოვიდოდე: მეცა: ვირე჻ ხუთთა: ოდენ: ბაზიერთა: მეტი: არა: დავიჭირე჻

638. ნავითა: გავე: ზღვისაგან: შტო: რამე: გამოვიდოდა჻ არ: ამოვჰკრეფდი: გამყოფთა: ვთქუი: ჩემთა: რად: დავრიდო: და჻ დამეძაბუნნეს: სიმრავლე: მე: მათი: არ: გამვიდოდა჻ ვნადირობდი: და: ვიძახდი: ჴმა: ჩემი: არ: უდიოდა჻

639. მართლად: იჯავრეს: წუნობა: მათი: თუ: ესე: ჴამდა: ვითა჻ გამამაპარნეს: ლაშქარნი: გზანი: შემიკრეს: ნავითა჻ თვით: ბიძასძენი: ჩემნიცა: შესხდეს: მათითა: თავითა჻ ჩემთა: გაუჴდეს: ლაშქართა: ომად: მათითა: მკლავითა჻

640. მათი: მესმა: დავინახე: ზახილი: და: ჴმალთა: ელვა჻ ნავი: ვსთხოვე: მენავეთა: მით: ვიყივლე: მე: ერთხელ: ვა჻ ზღვასა: შეველ: მომეგება: მეომარი: ვითა: ღელვა჻ სწადდა: მაგრა: ვეღარა: ქნეს: ჩემი: ზედა: წამოკელვა჻