... (H-3061), XVIII ს.

660. ვთქუი: რა: არის: რას: ვამსგავსო: მფრინველია: ანუ: მჴეცი჻ ნავი: იყო: არ: ეფარა: სამოსელი: მრავალკეცი჻ წინა: კაცნი: მოზიდვიდეს: თვალი: ამად: დავაცეცი჻ მთვარე: უჯდა: კიდობანსა: ცა: მეშვიდე: მასცა: ვეცი჻

661. ამოძურნეს: ორნი: მონანი: შავნი: მართ: ვითა: ფისანი჻ ქალი: გარდმოსვეს: სისხონი: ვნახენ: მისისა: თმისანი჻ მას: რომე: ელვა: ჰკრთებოდა: ფერნიმცა: ჰგვანდეს: რისანი჻ მან: გაანათლა: ქუეყანა: გაცუდდეს: შუქნი: მზისანი჻

662. სიხარულმან: ამაჩქარა: ამათრთოლა: დაცამლეწა჻ იგი: ვარდი: შემიყუარდა: რომე: თოვლსა: ეახეწა჻ დავაპირე: შეტევება: ვთქუი: წავიდე: მათკე: მე: წა჻ ჩემსა: შავსა: სულიერი: რამცა: ვითა: გარდეხვეწა჻

663. ცხენი: გავქუსლე: იქმოდა შამბი: ჴმასა: და: ხრიალსა჻ ვეღარ: მივესწარ: გამესწრნეს: რაზომცა: ვსცემდი: წრტიალსა჻ ზღვის: პირსა: მიველ: შევხედენ: ჩნდა: ოდენ: მზისა: ტიალსა჻ გამშორვებოდეს: წამსლვოდეს: ამისთვის: დავეწვი: ალსა჻

664. ესე: მესმა: ფრიდონისგან: მამემატა: ცეცხლთა: სიცხე჻ ცხენისაგან: გარდავიჭერ: თავი: სრულად: გავიკიცხე჻ ჩემთა: ღაწუთა: დანადენი: მე: ჩემივე: სისხლი: ვიცხე჻ მამკალ: თუცა უჩემოსა: ენახოსცა: ვისცა: ის: ხე჻

665. ესე: ჩემგან: გაუკვირდა: ფრიდონს: უცხოდ: ეუცხოა჻ მაგრა: მეტად: შევებრალე: ტირილითა: მესათნოვა჻ ვითა: შვილი: დამადუმა: მემუდარა: შემეპოა჻ თვალთათ: ვითა: მარგალიტი: ცრემლი: ცხელი: გარდმოთოა჻

666. ვაგლახ: მეო: რა: გიამბე: ფათერაკად: მცდარმან: შმაგად჻ მოვახსენე: ნუღარ გაგვა: ნუ: ინაღული: მაგას: მაგად჻ იგი: მთვარე: ჩემი: იყო: მით: მედების: ცეცხლი: მდაგად჻ აწ: გიამბობ: რადგან: თავი: გინდა: ჩემად: ამხანაგად჻

667. ფრიდონს: უთხარ: ყუელაკაი: ჩემი: თავსა: გარდასრული჻ მან: მითხრა: თუ: რას: ვიტყოდი: მოცთომილი: გაბასრული჻ შენ: მაღალი: ინდოთ: მეფე: ჩემსა: რადმე: ხარ: მოსრული჻ საჴელმწიფო: საჯდომი: და: ტახტი: გმართებს: სრაცა: სრული჻

668. კულავაცა: მითხრა: ვისცა: ღმერთი: საროს: მორჩსა: ტანად: უხებს჻ მას: ლახვარსა მოაშორვებს: თუცა: პირველ: გულსა: უხებს჻ იგი მოგვცემს: წყალობასა: მისსა: ზეცით: მოგვიქუხებს჻ ჭირსა: ლხინად: შეგიცვალებს: არა: ოდეს: შეგვაწუხებს჻

669. წამოვედით: ნატირებნი: სრას: დავსხედით: თავისწინა჻ ფრიდონს: უთხარ: ჩემი: შემწე: შენგან: კიდევ: არავინა჻ ვითა: ღ~თნ: შენი: მგზავსი: სოფლად: არა: მოავლინა჻ მაშა: რადგან: შეგემეცნე: ამის: მეტი: რად: რა: მინა჻

670. არ: ავი: გესვა: მოყუარე: ჟამი: თუ: მომხუდეს: ჟამისად჻ ენა: გონება: მაჴმარე: გამოსარჩევლად: ამისად჻ რა: მოვაგვარო: რა: მიჯობს: სალხენლად: ჩემად: და: მისად჻ თუ: ვერას: ვარგებ: ვიქმნები: ვერ დამყოფელი: ხანისად჻

671. მან: მითხრა: ბედი: ღ~გან: მიჯობსღა: ამას: რომელი჻ მოსრულხარ: ჩემად: წყალობად: მეფე: ინდოეთს: მჯდომელი჻ მემცა: რად: ვიყავ: ამისთვის: მადლისა: რასმე: მნდომელი჻ ერთი: ვარ: მონა: მონებად: წინაშე: თქუენსა: მდგომელი჻

672. ესე: ქალაქი: გზა: არის: ნავთა: ყოველგნით: მავალთა჻ შემამკრებელი: ამბავთა: უცხოთა: რათმე: მრავალთა჻ აქა: მოგესმის: წამალი: შენ: რომე: გწვავს: ალთა჻ ნუთუ: ქნას: ღ~თნ: გარდასულა: ამაგა: ჭირთა: და: ვალთა჻

673. ჩვენ: გავგზავნნეთ: მენავენი: რომელთაცა: კულა: უვლია჻ მოგვინახონ: იგი: მთვარე: ვისთუის: ჭირი: არ: გუაკლია჻ მუნემდისცა: მოიჭირვე გონებამან: არ: დაგლია჻ ყოლე ჭირი: არ: ეგების: თუმცა: ლხინმან: არ: დასძლია჻

674. კაცნი: უჴმენით მასვე: წამსა: ესე: საქმე: დავიურვეთ჻ უბრძანა: თუ: ნავებითა: წადით: ზღვა: ზღვა: მოიცურვეთ჻ მოგვინახეთ: საყუარელსა: მისსა: მისთვის: მოვასურვეთ჻ თავთა: ჭირი: უათასეთ: რადმც: უშვიდეთ: რადმცა: ურვეთ჻

675. უჩინნა: კაცნი: სადაცა: სადგურნი: ნავთა: სჩენოდეს჻ უბრძანა: ძებნეთ: ყოველგან: რაცა: ვის: მისი: გსმენოდეს჻ მოლოდნა: მიჩნდა: სალხინოდ: პატიჟნი: მორე: მლხენოდეს჻ უმისოდ: ლხინი: მენახოს ამა: დღისათვის: მრცხვენოდეს჻

676. ფრიდონ: საჯდომნი: დამიდგნა: ადგილსა: საბატონოსა჻ მითხრა: თუ: მცდარ: ვარ: აქამდის: ვერ: მივხვდი: გასაგონოსა჻ ხარ: დიდი: მეფე ინდოთა: რა: ვით: ვინ: მოგაწონოსა჻ ვინ: არის: კაცი: რომელმან: თავი: არ: დაგამონოსა჻

677. რას: ვაგრძელებდე: მოვიდეს: ყოვლგნით: ამბისა: მძებნელნი჻ ცუდნი: და: ცუდთა: ადგილთა: თავისა: დამაშრობელნი჻ ვერა: ვერ: ეცნა: ვერ: იყვნეს: ვერას: ამბისა: მცნობელნი჻ მე: უფრო: მდინდეს: თვალთაგან: კულავ: ცრემლი: შეუშრობელნი჻

678. ვთქუი: რა: მაკლდა სახლსა: ჩემსა: სპათა: ვსჭურეტ: და: ვსუამ: იგია჻ მე: ვიშვებ: და: იგი: ტყვედა: ზღვათა: შიგა: წამიგია჻ კლდისაგანცა: უმაგრესსა: ესე: ვითა: გამიგია჻ ჴმალსა: ჴელსა: ვეღარას: ვჴდი: ცუდად: შიგან: რას: მიგია჻

679. მე: ფრიდონს: უთხარ: ესე: დღე: ვითა: მესაზაროების჻ ამისად: მოწმად: ღ~თი: მყავს: სათქმელად: მეუცხოების჻ უშენოდ: მყოფსა: ღამე: და: დღეცა: მესაღამოების჻ დახსნილ: ვარ: ლხინსა: ყოველსა: მით: გული: ჭირსა: მოების჻