... (H-403), 1818 წ.

623. ესე მესმა ფრიდონისგან: მამემატა ცეცხლთა სიცხე჻ ცხენისაგან გარდავიჭერ: თავი სრულად გავიკიცხე჻ ჩემთა ღაწუთა დანადენი: მე ჩემივე სისხლი ვიცხე჻ მამკალ თუცა უჩემოსა: ენახოსმცა ვისცა ის ხე჻

624. ესე ჩემგან გაუკვირდა: ფრიდონს მეტად ეუცხოა჻ მაგრა მეტად შევებრალე: ტირილითა მესათნოვა჻ ვითა შვილი დამადუმა: მემუდარა მესათნოვა჻ თვალთათ ვითა მარგალიტი: ცხელი ცრემლი გარმომთოვა჻

625. ვაგლახმეო რა გიამბე: ფათერაკად მცდარმან შმაგად჻ მოვახსენე ნურა გაგვა: ნუ ინაღვლი მაგას მაგად჻ იგი მთვარე ჩემი იყო: მით მედების ცეცხლი მდაგად჻ აწ გიამბობ რადგან თავი: გინდა ჩემად ამხანაგად჻

626. ფრიდონს უთხარ ყველაკაი: ჩემი თავსა გარდასრული჻ მან მითხრა თუ რას ვიტყოდი: მოცთომილი გაბასრული჻ შენ მაღალი ინდოთ მეფე: ჩემსა რადმე ხარ მოსრული჻ საჴელმწიფო საჯდომი და: ტახტი გმართებს სრაცა სრული჻

627. კვლავაცა მითხრა ვისცა ღ~თი: საროს მორჩსა ტანად უხებს჻ მას ლახვარსა მოაშორვებს: თუცა პირველ გულსა უხებს჻ იგი მოგვცემს წყალობასა: მისსა ზეცით მოგვიქუხებს჻ ჭირსა ლხინად გაგვიცვალებს: არათ ოდეს შეგვაწუხებს჻

628. წამოვედით ნატირებნი: სრას დავსხედით თავის წინა჻ ფრიდონს უთხარ ჩემი შემწე: შენგან კიდევ არავინა჻ ვითა ღ~თსა შენი მგზავსი: სოფლად არა მოავლინა჻ მაშა რადგან შეგემეცენ: ამის მეტი რად რა მინა჻

629. არ ავი გესვა მოყვარე: ჟამი თუ მამხუდეს ჟამისად჻ ენა გონება მახმარე: გამოსარჩევლად ამისად჻ რა მოვაგვარო რა მიჯობს: სალხენლად ჩემად და მისად჻ თუ ვერას ვარგებ ვიქმნები: ვერ დამყოფელი წამისად჻

630. მან მითხრა ბედი ღ~თისაგან: მიჯობსღა ამას რომელი჻ მოსრულხარ ჩემად წყალობად: მეფე ინდოეთს მჯდომელი჻ მემცა რად ვიყავ ამისთვის: მადლისა რასმე მდომელი჻ ერთი ვარ მონა მონებად: წინაშე თქვენსა მდგომელი჻

631. ესე ქალაქი გზა არის: ნავთა ყოველგნით მავალთა჻ შემამკრეფელი ამბავთა: უცხოთა რათმე მრავალთა჻ აქა მოგესმის წამალი: შენ რომე დაუწვავ ალთა჻ ნუთუ ქნას ღ~თნ გარდასვლა: მაგა ჭირთა და ვალთა჻

632. ჩვენ გავგზავნნეთ მენავენი: რომელთაცა კულავ უვლია჻ მოგვინახონ იგი მთვარე: ვისთვის ჭირი არ გვაკლია჻ მუნამდისცა მოიჭირვე: გონებამან არ დაგლია჻ ყოლა ჭირი არ ეგების: თუცა ლხინმან არ დასძლია჻

633. კაცი უჴმენ მასვე წამსა: ესე საქმე დაიურვეთ჻ უბრძანა თუ ნავებითა: წადით ზღვა ზღვა მოიცურვეთ჻ მოგვინახეთ საყვარელსა: მისსა მისთვის მოასურვეთ჻ თავსა ჭირი უათასეთ: რამც უშვიდეთ რადმცა ურვეთ჻

634. აჩინნა კაცნი სადაცა: სადგურნი ნავთა სჩენოდეს჻ უბრძანა ძებნეთ ყოველგან: რაცა ვის მისი გსმენოდეს჻ მოლოდნა მიჩნდა სალხინოდ: პატიჟნი მორე მლხენოდეს჻ უმისოდ ლხინი მინახავს: ამა დღისათვის მრცხვენოდეს჻

635. ფრიდონ საჯდომნი დამიდგნა: ადგილსა საპატონოსა჻ მითხრა თუ მცდარ ვარ აქამდის: ვერ მივხუდი გასაგონოსა჻ ხარ დიდი მეფე ინდოთა: რა ვით ვინ მოგაწონოსა჻ ვინ არის კაცი რომელმან: თავი არ დაგამონოსა჻

636. რას ვაგრძელებდე მოვიდეს: ყოვლგნით ამბისა მძებნელი჻ ცუდნი და ცუდთა ადგილთა: თავისა დამაშრობელი჻ ვერა ვერ ეცნა ვერ იყვნეს: ვერას ამბისა მბობელი჻ მე უფრო მდინდეს თვალთაგან: კვლავ ცრემლი შეუშრობელი჻

637. მე ფრიდონს უთხარ ესე დღე: ვითა მესაზაროების჻ ამისად მოწმად ღ~თი მყავს: სათქმელად მეუცხოების჻ უშენოდ მყოფსა ღამე და: დღეცა მესაღამოების჻ დახსნილ ვარ ლხინსა ყოველსა: მით გული ჭირსა მოების჻

638. მაშა მე მისსა ამბავსა: რადგან აღარას მოველი჻ ვეღარ დავდგები გამიშვი: ვარ ფარმანისა მთხოველი჻ ფრიდონს რა ესმა ატირდა: სისხლითა მოერწყო ველი჻ მითხრა თუ ძმაო დღესითგან: ცუდ ჩემი ლხინი ყოველი჻

639. თუცა დია მოიჭირვეს: ვერცა ეგრე დამიჭირეს჻ მისთა სპათა მუჴლ მოყრილთა: თავი მათი ჩემკერძ ირეს჻ მეხვეოდეს მაკოცებდეს: ატირდეს და ამატირეს჻ ნუ წახვალო დაგაწამოთ: სიცოცხლეა ჩვენი ვირეს჻

640. ეგრე უთხარ თქვენი გაყრა: მეცა დია მეძნელების჻ მაგრა ლხინი უმისოსა: ჩემგან ძნელად გაიძლების჻ ჩემსა ტყუესა ვერ გავსწირავ: თქვენცა დია გებრალების჻ ნუვინ მიშლით არ დავდგები: არცა ვისგან დამეშლების჻

641. მერმე ფრიდონ მოიყვანა: მიძღვნა ესე ჩემი ცხენი჻ მითხრა ხედავ პირი მზისა: თქუენ საროსა ეგეც ხენი჻ ვიცი მეტი არა გინდა: ძღვენი რამცა გავკიცხენი჻ თვით ამანვე მოგაწონნეს: საჴედრობა სიფიცხენი჻

642. ფრიდონ გამამყვა წავედით: ორთავე ცრემლნი ვღვარენით჻ მუნ ერთმანერთსა ვაკოცეთ: ზახილით გავიყარენით჻ სრულად ლაშქარნი მტიროდეს: გულითა მართლად არ ენით჻ გაზრდილ გამზრდელთა გაყრასა: ჩვენ თავნი დავადარენით჻