... (H-302), 1803 წ.

625. კულავ პირ მზე ეტყუის ვეზირსა, მე სიტყუა შევამცირეო, აწ ესე ჰკადრე მეფესა, შევინვიდოდეს ვირეო, მიაჯე ამოდ გაშვება, და თავი გაიგმირეო, ასი ათასი წითელი შენ ქრთამად შეიწირეო-

626. ვეზირმან უთხრა სიცილით, ქრთამი შენ გქონდეს შენია, შენგან კმა ჩემად წყალობად, რომე გზა გაგიჩენია, მაგას რა ვჰკადრებ მეფესა, რაცა აწ თქუჱნგან მსმენია, ვიცი უცილოდ ამავსებს, შოვება რა საწყენია-

627. თავმან მისმან მუნუჱ მომკლავს, ვეჭუ წამიცა არ წამეაროს, შენი ოქრო შენვე დაგრჩეს, მე გლახ მიწა მესამაროს, მამკალ კაცსა სიცოცხლისა, სწორად რაცა მოეჴმაროს, არ ითქუმის და ვერცა ვიტყუი, რა გინდა ვინ მისაგმაროს-

628. გზა და ღონე არ არის თქმისა, სიცოცხლე გლახ ვით გათნიო, ამიკლებს და ანუ მომკლავს, ეგე სიტყუა ვითა სთქვიო, რად არ მუნვე გაიგონე, რად ხარ შმაგი აგრეთიო, სჯობს სიცოცხლე აკლებასა, ამას თავსა აწვე ვსწვრთიო-

629. თუ მეფეცა გაგიშვებდეს, თჳთ ლაშქარნი რად დაღორდენ, რად გაგიშვან რად დაღორდენ, ანუ მზესა რად მოშორდენ, შენ წახვიდე მტერნი ჩვენნი, დაგვთამამდენ გაგვისწორდენ, ეგე ასრე არ იქნების, ვითა ჩიტნი არ გაქორდენ-

630. ყმა ატირდა ცრემლით უთხრა, ჰჴამს თუ დანა გულსა ვიცი, ჱე ვაზირო შეგეტყობის, სიყუარული არ თურ იცი, ანუ სხუაცა არ გინახავს, მოყურობა და არცა ფიცი, თუ გინახავს უმისოსა, ჩემი ლხინი ვითა მტკიცი-

631. მზე დაბრუნდა არ ვიცოდი, მზესა რამცა დააბრუნვებს, აწ უშუელოთ გვიჯობს იგი, ნაცვლად დღესა დაგვითბუნვებს, ჩემი ჩემებრ არვინ იცის, რა მამწარებს რა მატკბუნვებს, ცუდსა კაცთა საუბარი, კაცსა მეტად დააჭმუნვებს-

632. მეფე ანუ მისნი სპანი, ნეტარ ჴელსა რასა მხდიან, აწ ვითამცა გაუწყუჱტლად, უცნობოსა ცრემლი მდიან, ჰსჯობს წავიდე არ გავსჰტეხნე, კაცსა ფიცნი გამოსცდიან, ჭირნი მისგან უნახავნი, კაცსა ვისმებ გამოსცდიან-

633. აწ ვაზირო მაგა პირსა, გული კრული ვით მოგთმინდეს, რკინა ჩემი მონაცუალე, ჴამს გაცუილდეს არ გატინდეს, ვერ გარდვიჴდი თუალთა მისთა, ჯეონიცა თუალთა მდინდეს, მომეჴმარე ნუთუ ჩემგან, მოჴმარება შენცა გინდეს-

634. არ გამიშვებს გავიპარვი, წავალ მათგან შეუგებლად, ვით მენუკევს ეგრე დავრთო, გული ცეცხლთა მოსადებლად, ვიცი ჩემთვის არას გიზამს, თუ არ უნდი გასაძებლად, ჰსთქვი რა გინდა წაგეკიდოს, თავი დადევ საწამებლად-

635. ვაზირმან ჰსთქუა შენი ცეცხლი, მეცა ცეცხლად მომედების, ვეღარ უჭურეტ ცრემლთა შენთა, სოფელიცა გაჰქარდების, ზოგჯერ თქმა ჰსჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების, ვიტყუი მოვჰკუდე არა მგამა, ჩემი მზეცა შენ მოგხვდების-

636. რა ვაზირმან ესე უთხრა, ადგა დარბას გაემართა, მეფე დახუდა შეკაზმული, პირი მზეებრ ეწაღმართა, შეუშინდა საწყენლისა, მოხსენება ვერ შემართა, დაყრით ჰსდგა და იგონებდა, არ საქმეთა საომართა-

637. მეფემან ნახა ვაზირი, დაღრეჯით დაყმუნვებული, უბრძანა რა გჭირს რა იცი, რად მოხველ შეჭირვებული, მან ჰკადრა არა არ ვიცი, ვარ თავის თჳსის ვებული, მართალ ხართ მამკლათ რა გესმას, ჰამბავი ჩემგან ცნებული-

638. ჩემი ჭმუნვა ჭირსა ჩემსა, არცა მატს და არცა სდიდობს, მეშინიან თუცა შიშსა, მოციქული ვერა ჰრიდობს, აწ ავთანდილ გეთხოვების, მოაჯეობს არ წამკიდობს, უმის ყმისოდ სოფელსა და, საწუთროსა მისთვის ფლიდობს-

639. რაცა იცოდა ყუჱლაი, ჰკადრა მოშიშრად ენითა, კულავ მოახსენა რამცა სცნა, სიტყვითა ესოდენითა, თუ რაგუარ მყოფი მინახავს, თუ რაგუარ ცრემლთა დენითა, მართალ ხართ ჩემთვის რისხვანი, თუმცა იანაზდენითა-

640. რა მეფემან მოისმინა, გაგულისდა გაუცნობდა, ფერი ჰკრთა და გასაშიშრდა, შემხედუჱლთა შეაშთობდა, შეუზახნა რასთვის შმაგობ, მაგას სხვამცა ვინ მითხრობდა, ავსა კაცსა ურჩევნია, ავსამცა რას ადრე სცნობდა-

641. ვითამც რამე სიხარული, საქმე მითხარ ვითა ღადრად, მაგის მეტი რა ვინ მიყოს, თუ არ მამკლას მუხთლად ღადრად, შმაგო ენა ვით იხმარე, აწ მაგისად ჩემად კადრად, აგრე შმაგი არ ვაზირად, არად ვარგხარ არცა სხუად რად-

642. ჰჴამსცა კაცმან პატრონისა, საწყინარსა არ დარიდნეს, ოდენ სიტყუა უმეცრული, უმეცრულად დაიყბედნეს, მე მაგისად მოსმენამდის, რად არ ყურნი შემებეჭდნეს, შენ თუ მოგკლა სისხლნი შენნი, ჩემმან ქედმან მიიქედნეს-

643. კულავ უბრძანა თუცა მისგან, აწ არ იყავ მოგზავნილი, თავმან ჩემმან აწვე მოგკუჱთ, არად უნდა ამას ცილი, წა უკუდეგ ავი შმაგი, უმეცარი შლეგი წბილი, შაბაშ სიტყუა შაბაშ კაცი, შაბაშ საქმე მისგან ქნილი-

644. დადრკა სკამნი შემოსტყორცა, ჰკრა კედელსა შეალეწნა, დააცდუნვა მაგრამ მისთვის, აალმასნა არ აძეწნა, ვით მიამბე წასულა მისი, ვინ ალვისა მორჩი ხე წნა, ვაზირისა ცრემლმან ცხელმან, ღაწუნი თეთრნი აახეწნა-