... (Q-1335), XVIII ს.

624. მეტმან სეუდამან მიმწურა გულსა დაცემად დანისად ასმათის მონა შემოდგა შევჯე ლაღი და ჯანისად წიგნი მომართუა ეწერა ვინ სჩან ალვისა ტანისად ადრე მოდიო გიბრძანებს დაუყოვნებლად ხანისად

625. შევჯე წაველ ბაღჩას მიველ ვითა სცნობდენ ლხინთა ზომით ბახჩა შევლე კოშკი დამხუდა ასმათ ვნახე ძირსა დგომით ვნახე ვსჭურეტდი ნატირებად ცრემლი აჩნდა ღაწუთა წთომით დამიმძიმდა არა ვჰკითხე ჩემი სჭირდა მისულა ნდომით

626. იგი ვნახე დაღრეჯილი ესე მეტად დამიმძიმდა ვითა წინას შემამცინის აღარ ეგრე გამიღიმდა ყოლა სიტყვა არ მომიგო ოდენ ცრემლთა გარდმოსწუიმდა ამით უფრო დამაწყლულა არა წყლულთა მიაქიმდა

627. ჩემნი ერთნი გონებანი მეტად შორად გამიკიდნა შინა კოშკად შემიყვანა ფარდაგსაცა ამიზიდნა შეველ ვნახე იგი მთუარე ჭირმან ყოულმან უკუმრიდნა გულსა შუქნი შემომადგა მაგრამ გული არ დამიდნა

628. იყო არ ნათლად ნათელი ფარდაგსა შემომდგომლი მითვე მწვანითა უებრო მიწოლით ტახტსა მჯდომელი ებურა მოშლით პირ ოქრო მე მივეც რიდე რომელი ცრემლისა ღუარსა მოეცვა პირი ელვათა კრთომელი

629. ქვე წვა ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირ გამეხებული არცა მზე გვანდა არც მთუარე ხე ალვა ედემს ხებული ასმათმან დამსმა შორს გუარად გულსა მე ლახუარ ხებული მერმე წამოჯდა წარბ შერჭუმით გამწყრალი გარისხებული

630. მიბრძანა მიკვირს რად მოხველ მშლელი პირისა მტკიცისა გამწირავი და მუხთალი შენ გამტეხელი ფიცისა მაგრა ნაცვალსა პატიჟსა მიგცემსო ზენამ იცისა ვჰკადრე რა გკადრო პასუხი მის ჩემგან მე უვიცისა

631. ვთქვი პასუხსა ვერას გკადრებ თუ არა ვსცნობ მე მართალსა რა შეგცოდე რა მიქნია უცნობოსა ფერ ნამკრთალსა კვლაცა მითხრა რას გეუბნო მტყუანსა და შენ მუხთალსა დიაცურად რას მოვღორდი მე დაუწუავ ამით ალსა

632. შენ არ იცი ხუარაზმშასი საქმროდ ჩემდა მოყუანება შენ ჯდომილხარ სავაზიროდ შენი რთულა ამას ნება შენ გასტეხე ფიცი ჩემი სიმტკიცე და იგი მცნება ღ~თნ ქნა და დაგირჩინა ცუდად შენი ხელოვნება

633. გახსოვს ოდეს ჰაი ჰაი ზმიდი ცრემლნი შენნი ველთა ბანდეს მკურნალნი და დასტაქარნი წამალთვე მოგიტანდეს მამაცისა სიცრუვეთა ნეტარ სხუანი რამცა გვანდეს რადგან დამთმე მეცა დაგთმობ ვინძი უფრო დაზიანდეს

634. ამას ვბრძანებ ვინცა გინდა ეპატრონოს ჰინდოეთსა ეგრეც მე მაქვს პატრონობა უგზოს ვლიდენ თუნდა გზეთსა ეგე აგრე არ იქნების აწ მომცთარხარ მოსაცეთსა აზრნი შენნი შენვე გგვანან ტყუანსა და შენ აგეთსა

635. ცოცხალ ვიყო შენ ინდოეთს ღმ~თო ხანი ვერა დაჰყო თუ ეცადო დაყოფასა ხორცთა შენთა სული გაჰყო სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო ცათამდისცა ჴელი აჰყო ესე სიტყვა დაასრულა ყმა ატირდა სულთქუნა აჰყო

636. თქვა რა მესმა ესე მისგან მეიმედა მეტის მეტად კვლავ მიეცა თუალთა ძილი მის ნათლისა ეგრე მჭურეტად აწ დავჰკარგე რად არ გიკვირს რად ცოცხალვარ რად ვარ რეტად ვაი სოფელო უხანო რად ზი სისხლთა ჩემთა ხურეტად

637. შეუხედენ ვნახე სასთუნალ მუსაფი გაშლით მდებარე ავდეგ ავიღე მე ღ~თისა და მერმე მე მათი მქებარე ვჰკადრე თუ მზეო დაგიწუავს ჩემიცა დაწუი მზე ბარე რადგან არ მომკლავ პასუხი ერთათ{ა}გკადრო მე ბარე

638. რომე გკადრებ ესე სიტყვა აწ თუ ცუდად ნალიქნია ცამცა მრისხავს მზისა შუქნი ყოლა ჩემთვის ნაშუქნია თუ მაღირსებ განკითხვასა ავი არა არ მიქნია მან მიბრძანა რაცა იცი თქვიო თავი დამიქნია

639. კვლაცა ვჰკადრე მე თუ მზეო თქვენთუის ფიცი გამეტეხოს ღ~თნ აწვე რისხვა მისი ზეცით ჩემთუის გაამეხოს ვისი გინდა უშენოსა პირი მემზოს ტანი მეხოს მაშა მაშინ რაგუარ დავრჩე რა ლახუარი გულსა მეხოს

640. მე მეფეთა დარბაზს მიხმეს შექნეს დიდი ვაზირობა მათ წინასვე დაეპირა იმა ყმისა შენი ქრმობა დამეშალა ვერ დავშლიდი დამრჩებოდა უმეცრობა თავსა უთხარ მიემოწმე ჟამად გიჯობს გულ მაგრობა

641. მემცა დაშლა ვითა ვჰკადრე რათგან იგი ვერ მიმხუდარა არ იტყვის თუ ჰინდოეთი უპატრონოდ არ მომხდარა ტარიელ არს მემამულე სხუასა მართებს არად არა ვის მოიყვანს არა ვიცი ანუ იგი ვინ მომცდარა

642. უთქვი ამითა ვეღარას ვიქ ღონე სხვა რა მოვაგუარო თავსა უთხარ ნუ მოგიცავ გონებაო მრავალ გვარო მედვა გული მჴეცისაებრ ათასჯერცა მინდორს ვარო ვისმცა მივეც თავი შენი შენვე რადმე არ წამგვარო

643. სულთა ვჰრყიდი გულისათვის კოშკი ამად გამებაზრა იგი წუიმა დარენელდა რომე პირველ ვარდი აზრა ვნახე ძოწსა მარგალიტი გარე ტურფად მოემაზრა მიბრძანა თუ ეგე საქმე მემცა მართლად რად მიაზრა