... (Q-376), XIX ს.

624. ფრიდონ საჯდომნი დამიდგნა, ადგილსა საბატონოსა. მითხრა თუ ჰმცდარ ვარ აქამდინ, ვერ მივხუდი გასაგონოსა. ხარ დიდი მეფე ჲინდოთა, რად ვინ რა მოგაწონოსა. ვინ არის კაცი რომელმან, თავი არ დაგამონოსა:-

625. რას ვაგრძელებდე მოჳდნენ, ყოვლგნით ჰამბისა მძებნელნი. ცუდნი და ცუდთა ადგილთა, თავისა დამაშრობელნი. ვერა ვერ ეცნათ ვერ იყუნეს, ვერას ჰამბისა მცნობელნი. მე უფრო მდინდა თუალთაგან, კულავ ცრემლნი შეუშრობელნი:-

626. მე ფრიდონს ვუთხარ ესე დღე, ვითა მესაზაროების. ამისად მოწმად ღ~თი მყავს, სათქმელად მეუცხოების. უშენოდ მყოფსა ღამედა, დღეცა მესაღამოების. დახსნილ ვარ ლხინსა ყოველსა, მით გული ჭირსა მოების:-

627. მაშა მე მისსა ჰამბავსა, რადგან აღარას მოველი. ვეღარ დავჰსდგები გამიშჳ, ვარ ფარმანისა მთხოველი. ფრიდონს რა ესმა ატირდა, ცრემლითა მოერწყო ველი. მითხრა თუ ძმაო დღესითგან, ცუდ ჩემი ლხინი ყოველი:-

628. (ა)თუცა დია მოიჭირვეს, ვერცა ეგრე დამაყენეს. (ბ)მისთა სპათა მუჴლმოყრილთა, თავი მათი ჩემკერძ ირეს. (დ)ნუ წახუალო დაგემონნეთ, სიცოცხლეა ჩუჱნი ვირეს. (გ)მეხვეოდეს მაკოცებდეს, ატირდეს და ამატირეს:-

629. ეგრე ვუთხარ თქუჱნი გაყრა, მეცა დია მეძნელების. მაგრამ ლხინი უმისოსა, ჩემგან ძნელად გაიძლების. ჩემსა ტყუჱსა ვერ გავჰსწირავ, თქუჱნცა დია გებრალების. ნუვინ მიშლით არ დავჰსდგები, არცა ვისგან დამეშლების:-

630. მერმე ფრიდონ მოიყუანა, მიძღუნა ესე შავი ცხენი. მითხრა ჰხედავ პირი მზისა, თქუჱნ საროსა ეგე ხენი. ვიცი მეტი არა გინდა, ძღუჱნი რამცა გავჰკიცხენი. თჳთ ამანუჱ მოგაწონოს, სახედრობა სიფიცხენი:-

631. ფრიდონ გამამყუა წავედით, ორთაუჱ ცრემლნი ვღუარენით. მუნ ერთმანერთსა ვაკოცეთ, ზახილით გაჳყარენით. სრულად ლაშქარნი მტიროდეს, გულითა მართლად არ ენით. გაზრდილ გამზრდელთა გაყრასა, ჩუჱნ თავნი დავადარენით:-

632. ფრიდონისით წამოსრულმან, წაველ ძებნად კულავ ვიარე. რომე არე არ დამირჩა, ჴმელთა ზედა ზღვათა გარე. მაგრამ მისსა მნახავსაცა, კაცსა ვერა შევეყარე. გული სრულად გამიშმაგდა, თავი მჴეცთა დავადარე:-

633. ვჰსთქჳ თუ ჩემგან აღარაა, სიარული ცუდი ცურვა. ნუთუ მჴეცთა სიახლემან, უკუმყაროს გულსა ურვა. მონათა და ამა ასმათს, სიტყუა ვუთხარ შჳდი თუ რვა. ვიცი რომე დამირჯიხართ, დია გმართებს ჩემი მდურვა:-

634. აწ წადით და მე დამაგდეთ, ეტერენით თავთა თქუჱნთა. ნუღარ უჭურეტთ ცრემლთა ცხელთა, თუალთა ჩემთა მონადენთა. რა ესენი მოისმენდეს, საუბართა ესოდენთა. მითხრეს ჰაი რასა ჰბრძანებ, ნუ მოასმენ ყურთა ჩუჱნთა:-

635. უშენოსა ნუმცა ვნახავთ, ნუ პატრონსა ნუ უფალსა. ნუთუ ღ~თნ არ გაგვყარნეს, ფერხთა თქუჱნთა ნატერფალსა. თქუჱნ გიჭურეტდეთ საჭურეტელსა, შუჱნიერსა სატურფალსა. თურმე ბედი მოაღაფლებს, კაცსა ეგზომ არ ღაფალსა:-

636. ვეღარ გავგზავნენ სიტყუანი, მესმნეს მონათა ჩემთანი. მაგრა დავჰყარენ არენი, მე სიტყჳერთა თემთანი. სახლად საყოფნი მიმაჩნდეს, თხათა და მათ ირემთანი. გაჳჭერ სრულად დავჰსტკეპნე, ქუჱ მინდორნი და ზე მთანი:-

637. ესე ქუაბნი უკაცურნი, ვჰპოვე დევთა შეეკაფნეს. შემომებნეს ამოვჰსწყჳტენ, ყოლა ვერას ვერ მეჴაფნეს. მათ მონანი დამიხოცეს, ჯაჭუნი ავად მოექაფნეს. საწუთომან დამაღრიჯნა, ცქაფნი მისნი კულავ მეცქაფნეს:-

638. დევთა ყვირილი ზახილი, ზე ცამდის აიწეოდა. მათთა ლახტისცემითა, ქუჱყანა შეირყეოდა. მზე დააბნელეს მტუჱრითა, ალჳს შტო შეირხეოდა. ასნი ერთ კერძო მამიხდეს, დავჰფრიწე დაიხეოდა:-

639. აჰა ძმაო მაშინდლითგან, აქა ვარ და აქა ვჰკუდები. ჴელი მინდორს გაჳჭრები, ზოგჯე ვჰსტირ და ზოგჯერ ვჰბნდები. ესე ქალი არ დამაგდებს, არს მისთჳსვე ცეცხლნადები. ჩემად ღონედ სიკუდილისა, მეტსა არას არ ვეცდები:-

640. რომე ვეფხი შუჱნიერი, სახედ მისად დამისახავს. ამად მიყუარს ტყაჳ მისი, კაბად ჩემად მამინახავს. ესე ქალი შემიკერავს, ზოგჯერ სულთქამს ზოგჯერ ახავს. რადგან თაჳ ვერ მამიკლავს, ჴრმალი ცუდად მამიმახავს:-

641. მისსა ვერ იტყჳს ქებასა, ყოველი ბრძენთა ენები. მას დაკარგულსა ვიგონებ, მე სიცოცხლისა მთმენები. მას აქათ ვახლავ ნადირთა, თაჳსა მათებრ მჰხსენები. სხუას არას ვიაჯ ღ~ისაგან, ვარ სიკვდილისა მქენები:-

642. პირსა იცა გაიხეთქა, ღაწვი ვარდი აახეწა. ლალი ქარვად გარდაიქცა, ბროლი სრულად დაილეწა. ავთანდილსცა ცრემლი წაჰსდის, წამწამთაგან ერთსახე წა. მერმე ქალმან დაადუმა, მუხლმოყრილი შეეხვეწა:-

643. ტარიელ უთხრა ავთანდილს, ასმათის დადუმებულმან. შენ ყუჱლაკაი გაამე, მე ვერას ვერ ამებულმან. გითხარ ყე ჩემი ჰამბავი, სიცოცხლე გაარმებულმან. აწ წადი ნახე შენი მზე, შენ მისთჳს მოსურვებულმან:-