... (Q-376), XIX ს.

644. ავთანდილ ჰკადრა მე შენი, გაყრა არ მომეთმინების. თუ გაგეყრები თუალთაგან, ცრემლიცა დამედინების. მართალსა გითხრობ ამისი, კადრება ნუ გეწყინების. შენ ვისთჳს ჰკუდები მაგითა, მას არა არ ელხინების:-

645. რა აქიმი დასნეულდეს, რაზომ გინდა საქებარი. მან სხუა იჴმოს მკურნალი და, და მაჯისა შემტყობარი. მან უამბოს რაცა ჰსჭირდეს, სენი ცეცხლთა მამდებარი. სხჳსა სხუამან უკეთ იცის, სასარგებლო საუბარი:-

646. რაცა გკადრო მომისმინე, ბრძენი გეტყვი არა ხელი. ასი გმართებს გაგონება, არ გეყოფის არ ერთხელი. კარგად ვერას ვერ მოავლენს, კაცი აგრე გულფიცხელი. აწ მე მინდა ხილუა მისი, ვისგან გლახ მწუავს ცეცხლი ცხელი:-

647. იგი ვნახო სიყუარული, მისი ჩემთჳს დავამტკიცო. მოვახსენო რაცა მეცნას, მეტი საქმე არა მიცო. შენ გენუკჳ შემაჯერო, ღ~თი იღ~თო ცაცა იცო. ერთმანერთი არ გავჰსწიროთ, მაფიცო და შემომფიცო:-

648. რომე აქათ არ წახჳდე, შენ თუ ამას შემიპირო. მეცა ფიცით შეგიჯერებ, არასათჳს არ გაგწირო. კულავ მოჳდე შენად ნახუად, შენთჳს მოვჰკუდე შენთჳს ვირო. ღ~თსა უნდეს ვისთჳს ჰკუდები, მისთჳს ეგრე არ გატირო:-

649. მან მიუგო უცხოს უცხო, ეგრე ვითა შეგიყუარდი. გასაყრელად გეძნელები, იადონსა ვითა ვარდი. რაგუარამცა დაგიჳწყე, რაგუარამცა უკუმქარდი. ღ~თნ ჰყოს და კულავცა გნახო, ალვა მორჩი განაზარდი:-

650. პირი შენი ნახუად ჩემად, თუ მობრუნდეს ტანი ითხოს. გული მინდორს არ გაიჭრას, არ ირმოს და არცა ითხოს. თუ გიტყუო მოგაღორო, ღ~თნ რისხჳთ გამიკითხოს. შენმან ჭურეტა სიახლემან, მამაქარვოს სევდა მითხოს:-

651. ამას ზედან შეიფიცნეს, მოყუარენი ედემს ნაგნი. იაგუნდნი ქარჳს ფერნი, სიტყუა ბრძენნი ცნობა შმაგნი. შეუყუარდათ ერთმანერთი, ცეცხლი ჰსწჳდეს დასადაგნი. მას ღამესა ერთგან იყუნეს, შუჱნიერნი ამხანაგნი:-

652. ავთანდილცა იგი ღამე, იტირა და ცრემლი ღვარა. რა გათენდა წამოჳდა, აკოცა და გაეყარა. ტარიელს თუ ვით ეწყინა, რა ჰქმნას ამას ვერ მიმხვდარა. ავთანდილცა ჩატიროდა, შამბი შიგან ჩაიარა:-

653. ავთანდილს ასმათ ჩამოჰყუა, ზენარით ეუბნებოდა. მუხლთა უყრიდა ტირილით, თითითა ეხუჱწებოდა. ადრე მოსულასა ჰვედრებდა, მართ ვითა ია ჭკნებოდა. მან უთხრა დაო უთქუჱნოდ, სხუა რამცა მეგონებოდა:-

654. ადრე მოვალ არ გაგწირავთ, არას დავჰზამ შინა ხანსა. ოდენ სხუაგან არ წავიდეს, ნუ სად არებს იმა ტანსა. აქათ ორთუჱ არ მოჳდე, ვიქმ საქმესა დაუგუანსა. შეიგენით მივჰსცემულვარ, ჭირსა რასმე თანისთანსა:-

ჰამბავი ავთანდილის არაბეთს შექცეჳსა ტარიელ რომ იპოვნა და წაჳდა (19)

655. იგი მუნით წამოსრული, სევდამანცა განა მოკლა. პირსა იხოკს ვარდსა აპობს, ჴელი მისი გაამოკლა. სისხლსა მისგან დადენილსა, მჴეცნი ყოვლნი გაამლოკლა. მისმან ფიცხლად სიარულმან, შარა გრძელი შეამოკლა:-

656. მუნ მოჳდა სადა იგი, თჳსნი სპანი დაეყარნეს. ნახეს იცნეს რაგუარადცა, მართებსთ ეგრეთ გაეხარნეს. შერმანდინსცა ახარებდეს, მალედ კაცთა თავნი არნეს. მოჳდაო აქანამდის, ვისთჳს ლხინნი გაგვემწარნეს:-

657. გაეგება მოეხჳა, ზედან დაჰსდუა პირი ჴელსა. აკოცებდა სიხარულით, ცრემლთა მღურელი ველად მსულელსა. იტყოდა თუ ნეტარ ღ~თო, ცხადად ვჰსჭურეტ თუ სიზმარს ბნელსა. მე ვით ღირს ვარ ამას რომე, თუალნი ჩემნი გმზერდენ მრთელსა:-

658. ყმამან მდაბლად მოიკითხა, ზედან დაჰსდუა პირი პირსა. უბრძანა თუ ღ~თსა ვმადლობ, შენ თუ ჭირად არა გჭირსა. დიდებულთა თაყუანისჰსცეს, აკოცებდეს ვინცა ღირსა. ზარსა ჰსცემდეს უხაროდათ, უფროსსა თუ უნდა მცირსა:-

659. მოვიდეს სადა სამყოფად, სახლი ჰსდგა მუნ აგებული. შემოკრბა ხილუად ყოველი, მის ქალაქისა კრებული. მყისთანად დაჰსჯდა ნადიმად, მორჭმული ლაღი შუჱბული. ენა მის დღისა შუჱბასა, ვერ იტყჳს მჭევრად ქებული:-

660. შერმადინს უთხრა უამბო, ყოველი თჳსგან ნახული. ანუ ვით ჰპოვა იგი ყმა, მისგანუჱ მზედ დასახული. ავთანდილს ცრემლი უყოფდა, უბნობდა თუალ დაფახული. უმისოდ მყოფსა ჰსწორად მიჩნს, ჩემთჳ დარბაზი დახული:-

661. მან ჰამბაჳ შინაური, ყუჱლაკაი მოახსენა. შენი წასლუა არვინ იცის, რაც მიბრძანე აგრე ვჰქმენა. მას დღეს მუნით არ წაჳდა, ინადიმა გაისვენა. ცისკრად შეჯდა გაემართა, დღე რა მზემან გაათენა:-

662. არცაღა დაჯდა ნადიმად, არცაღა ქმნად კულავ ხალვათისა. შერმადინ მახარობელად, წავა მისლჳსა მათისა. მალედ წაჳდა სავალი, სამდღე ვლო დღისა ათისა. მას ლომსა ნახუა უხარის, მის მზისა მოკამათისა:-