... (S-2781), XIX ს.

604. მივედით მისსა ქალაქსა ტურფასა მაგრამ ცოტასა გამოეგებნეს ლაშქარნი ისხმიდეს მისთვის ოტასა პირსა იხოკდეს გაყრიდეს ნახოკსა ვით ნაფოტასა ეხვეოდიან კოცნიდეს ხრმალსა და სალტეკოტასა

605. კულავ მოვეწონე ვეტურფე მე მისი გარდნაკიდარი შემასხმიდიან ქებასა მზეო შენ ჩვენთვის იდარი მივედით ვნახეთ ქალაქი მისი ტურფა და მდიდარი ყველასა ტანსა ემოსა ზარქაში განაზიდარი

შველა ტარიელისაგან ფრიდონისა

606. მოჯობდა ომი შეეძლო ხმარება ცხენაბჯარისა დავკაზმეთ ნავი კატარღა და რიცხვი სპათა ჯარისა კაცი ხმდა მისთა მჭვრეტთათვის ღონემცა ეაჯა რისა აწ გითხრა ომი მოყმისა მებრძოლთა დამსაჯარისა

607. მათი ვნახე საომარად ჩაბალახთა ჩამობურვა ნავი წინა მომეგება არა ვიცი იყო თუ რვა ფიცხლად ზედა შევეჯახე მათ დაიწყეს ამოდ ცურვა ქუსლი ვკარ და დავუქცივე დაიზახეს დიაცურ ვა

608. კულავ სხვასა მივე მოვკიდე ხელი ნავისა ბაგესა ზღუასა დავანთქი დავხოცე ომიმცა რაღა აგესა სხვანი გამექცეს მიჰმართეს მათ მათსა საქულბაგესა ვინცა მიჭურეტდა უკვირდეს მაქებდეს არ მაძაგესა

609. ზღუა გავიარეთ გავედით შემოგვიტივეს ცხენია კულავ შევიბენით შეიქმნა ომისა სიმარცხენია მუნ მომეწონნეს ფრიდონის სიქველე სიფიცხენია იბრძვის ლომი და პირად მზე იგი ალვისაც ხენია

610. თვით ორნივე ბიძა ძენი მისნი ხმრლითა ჩამოყარნა ჴელნი წმიდად დაეკვეთნეს იგი ასრე ასაპყარნა მოიყვანნა მხარდაკრულნი ერთმან ორნი არ დაჰყარნა მათნი ყმანი აატირნა მისნი ყმანი ამაყარნა

611. მათნი ლაშქარნი გაგვექცეს ვეცენით გაცავფანტენით ფიცხლად წავუღეთ ქალაქი არ თავნი გავაზანტენით ქვითა დავლეწეთ წვივები ჩვენ იგი ვუაზანტენით მამკალ თუ ლარი დაჰლიოთ ან აკიდებით ან ტენით

612. ფრიდონ ნახნა საჭურჭლენი და ბეჭედნი მისნი დასხნა თჳთ ორნივე ბიძაძენი დაპყრობილნი წამოასხნა თვისად ნაცვლად სისხლნი მათნი მოღვარნა და ველთა ასხნა ჩემი სთქვეს თუ ღმერთსა მადლი ვინ ალვისა ხენი ასხნა

613. მივედით მოქალაქეთა ზარი სჩნდა რომე ზმიდიან აჯაბთა მქმნელნი მჭურეტელთა გულსა მუნ დააბმიდიან მე და ნურადინს ყველანი ქებასა შეგუასხმიდიან გვეტყოდეს მკლავთა თქვენთაგან ჯერთ მათნი სისხლნი მიდიან

614. ლაშქარნი ფრიდონს მეფედ და მიხმობდეს მეფეთმეფობით თვით თავსა მათსა მონად და ჩემსა ყველასა სეფობით დაღრეჯით ვიყავ ვერ მპოვეს ვეროდეს ვარდის მკრეფობით ჩემი ვერ სცნიან ამბავი მუნ იყო არ იეფობით

ფრიდონისაგან ნესტანდარეჯანის ამბის მბობა ტარიელსა თანა

615. დღესა ერთსა მე და ფრიდონ ნადირობას გამოვედით ზღუასა ზედა წაწურვილსა ქედსა რასმე გარდავედით ფრიდონ მითხრა გითხრობ რასმე ვთამაშობდით ცხენსა ვსხედით ერთი რამე საკვირველი მე ვნახეო ამა ქედით

616. მე ვკითხევდი ფრიდონ მეტყვის მართ ამბავსა ესოდენსა დღე ერთ მწადდა ნადირობა შევჯე ამა ჩემსა ცხენსა ზღუათა შიგან იხვსა გვანდა ხმელთა ზედა შავარდენსა აქა ვსდეგ და თვალს ვუგებდი ქორსა იქით განაფრენსა

617. ზოგჯერ ზღვისკე მივიხედნი წავსდგომოდი ამა გორსა ზღუასა შიგან ცოტა რამე დავინახე თუცა შორსა ეგრე ფიცხლად სიარული არას ძალუც მისსა სწორსა ვერად ვიცან გავეკვირვე გონებასა ამად ორსა

618. ვსთქვი რა არის რას ვამსგავსო მფრინველია ანუ მხეცი ნავი იყო გარ ეფარა სამოსელი მრავალკეცი წინა კაცნი მოზიდვიდეს თვალი ამად დავაცეცი მთუარე უჯდა კიდობანსა ცა მეშვიდე მასცა ვეცი

619. ამოძურნეს ორნი მონანი შავნი მართ ვითა ფისანი ქალი გარდმოსვეს სისხონი ვნახენ მისისა თმისანი მას რომე ელუა ჰკრთებოდა ფერნიმცა ჰგვანდეს რისანი მან განანათლა ქვეყანა გაცუდდეს შუქნი მზისანი

620. სიხარულმან ამაჩქარა ამათრთოლა დაცამლეწა იგი ვარდი შემიყუარდა რომე თოვლსა არ ეხეწა დავაპირე შეტევება ვჰსთქვი წავიდე მათკენ მე წა ჩემსა შავსა სულიერი რამცა ვითა გარდეხვეწა

621. ცხენი გავქუსლე იქმოდის შამბი ხმასა და ხრიალსა ვეღარ მივუსწარ გამესწრნეს რაზომცა ვსცემდი წრტიალსა ზღვის პირსა მიველ შევხედენ ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა გამშორვებოდეს წამსლვოდეს ამისთვის დავეწვი ალსა