... (S-1727), 1837 წ.

721. რა ჯალაბი გაიყარა: ყმა ვეზირსა ეუბნების჻ ეტყვის შენი დამალული: დარბაზს არა არ იქნების჻ რაცა გწადდეს საურავი: მეფე იქს და შენ გეთნების჻ გაიგონე ჭირი ჩემნი: მკურნე რაცა მეკურნების჻

722. მის ყმისა ცეცხლი მედების: წვა მჭირს მისისა მწველისა჻ მკლავს სურვილი და ვერ ნახვა: ჩემისა სასურველისა჻ მას ჩემთვის სულნი არ შურდეს: შეზღვა ხამს შეუზღველისა჻ ხამს სიყვარული მოყვრისა: უხვისა უშურველისა჻

723. მისი ნახვა გულსა ჩემსა: ვითა ბადე დაებადა჻ მუნვე დარჩა დათმობაცა: მასთანავე დაება და჻ რადგან დასწვავს მუახლეთა: ღ~თსა მზედცა დაებადა჻ მერმე ასმათ ჩემთვისს დისა: უფრო დადცა დაებადა჻

724. ოდეს წამოველ შევფიცე: ფიცითა საშინელითა჻ კვლავ მოვალ გნახავ პირითა: არ მტერთა საწუნელითა჻ შენსა მე ვეძებ ნათელსა: შენ ხარ გულითა ხელითა჻ ჟამია ჩემგან წასვლისა: ვიწვი ცეცხლითა ცხელითა჻

725. ყოველსავე მართლად გითხრობ: არ სიტყვასა საკვეხელსა჻ მიმელის და ვერ მისულვარ: ესე მიდებს ცეცხლსა ცხელსა჻ ვერ გაუტეხ ზენაარსა: ვერ გავსწირავ ხელი ჴელსა჻ რამცა სადა გაუმარჯვდა: კაცთა ფიცთა გამტეხელსა჻

726. რაცა გითხრა ჩემაგიერ: როსტანს ჰკადრე მიედ სრასა჻ თავმან მისმან ფიცით გეტყვი: შენ ვაზირსა უსტა სრასა჻ არ შემიპყრობს არ დავდგები: თუ შემიპყრობს მაქნევს რასა჻ მიშველე რა გული ცეცხლმან: არ დამიჭრას არა სრასა჻

727. ჰკადრე ვინ გაქოს ყოველმან: პირმა არ შეუმზრახემან჻ ვითა ვიშიშვი გაცნობოს: ღ~თნ ნათელთა სახემან჻ მაგრა მან ყმამან ცეცხლითა: დამწვა ალვისა სახემან჻ გული წამსავე წამიღო: ვერათ ვერ შევინახე მან჻

728. აწ მეფეო უმისობა: ჩემგან ყოლა არ ეგების჻ გული მას აქვს გულოვანსა: აქა ჴელი რა მეხდების჻ თუ რას ვარგებ პირველ ხოლმე: თჳთ სახელი თქვენ მოგხვდების჻ ვერას ვარგებ გულსა დავსდებ: ჩემი ფიცი არ გატყდების჻

729. წასლვა ჩემი გულსა თქვენსა: არ ეწყინოს არ დაჭმუნდეს჻ თავსა ჩემსა გაგებული: იქნას ღ~თსა რაცა უნდეს჻ მანვე ქნას და გაგიმარჯვდეს: თქვენი თქვენკე დაგიბრუნდეს჻ არ მოვბრუნდე თქვენმცა სუფევთ: მტერი თქვენნი დაძაბუნდეს჻

730. კვლავ პირ მზე ეტყვის ვეზირსა: მე სიტყვა შევამცირეო჻ წა ესე ჰკადრე მეფესა: შევინვიდოდეს ვირეო჻ მიაჯე ამოდ გაშვება: და თავი გაიგმირეო჻ ასი ათასი წითელი: შენ ქრთამად შეიწირეო჻

731. ვეზირმან უთხრა სიცილით: ქრთამი შენ გქონდეს შენია჻ შენგან კმა ჩემად წყალობად: რომე გზა გაგიჩენია჻ მაგას რა ვკადრებ მეფესა: რაცა აწ თქვენგან მსმენია჻ ვიცი უცილოდ ამავსებს: შოება რა საწყენია჻

732. თავმან მისმან მუნვე მამკლავს: ვეჭუ წამიცა არ წამეაროს჻ შენი ოქრო შენვე დაგრჩეს: მე გლახ მიწა მესამაროს჻ მამკალ კაცსა სიცოცხლისა: სწორად რაცა მოეხმაროს჻ არ ითქმის და ვერცა ვიტყვი: რა გინდა ვინ მისაგმაროს

733. გზა არ წავა თავსა წინა: სიცოცხლე გლახ ვით გათიო჻ ამიკლებს და ანუ მამკლავს: ეგე სიტყვა ვითა სთქვიო჻ რად არ მუნვე გაიგონე: რად ხარ შმაგი აგეთიო჻ სჯობს სიცოცხლე აკლებასა: ამას თავსა აწვე ვწვრთიო჻

734. თუ მეფეცა გაგიშვებდეს: თჳთ ლაშქარნი რად დაღორდენ჻ რად გაგიშვან რად დაღორდენ: ანუ მზესა რად მოშორდენ჻ შენ წახვიდე მტერნი ჩვენნი: დაგვთამამდენ გაგვისწორდენ ეგე ასრე არ იქმნების: ვითა ჩიტნი არ გაქორდენ჻

735. ყმა ატირდა ცრემლით უთხრა: ხამს თუ დანა გულსა ვიცი჻ ჱე ვაზირო შეგეტყობის: სიყვარული არ თუ იცი჻ ანუ სხვაცა არ გინახავს: მოყვრობა და არცა ფიცი჻ თუ გინახავს უმისოსა: ჩემი ლხინი ვით ამტკიცი჻

736. მზე დაბრუნდა არ ვიცოდი: მზესა რამცა დააბრუნვებს჻ აწ უშველოთ გვიჯობს იგი: ნაცვლად დღესა დაგვითბუნვებს჻ ჩემი ჩემებრ არვინ იცის: რა მამწარებს რა მატკბუნვებს჻ ცუდსა კაცთა საუბარი: კაცსა მეტად დააჭმუნვებს჻

737. მეფე ანუ მისნი სპანი: ნეტარ ჴელსა რასა მხდიან჻ აწ ვითამცა გაუწყვეტლად: უცნობოსა ცრემლი მდიან჻ სჯობს წავიდე არ გავჰტეხნე: კაცსა ფიცნი გამოსცდიან჻ ჭირნი მისგან უნახავნი: კაცსა ვისმებ გამოსცდიან჻

738. აწ ვაზირო მაგა პირსა: გული კრული ვით მოგთმინდეს჻ რკინა ჩემი მონაცვალე: ხამს გაცვილდეს არ გარკინდეს჻ ვერ გარდვიხდი თვალთა მისთა: ჯეონიცა თვალთა მდინდეს჻ მომეხმარე ნუთუ ჩემგან: მოხმარება შენცა გინდეს჻

739. არ გამიშვებს გავიპარვი: წავალ მათგან შეუგებლად჻ ვით მენუკევს ეგრე დავრთო: გული ცეცხლთა მოსადებლად჻ ვიცი ჩემთჳს არას გიზამს: თუ არ უნდი გასაძებლად჻ თქვი რა გინდა წაგეკიდოს: თავი დადევ საწამებლად჻

740. ვაზირმან თქვა შენი ცეცხლი: მეცა ცეცხლად მამედების჻ ვეღარ უჭვრეტ ცრემლთა შენთა: სოფელიცა გაჰქარდების჻ ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა: ზოგჯერ თქმითა დაშავდების჻ ვიტყვი მოვჰკუდე არა მგამა: ჩემი მზეცა შენ მოგხვდების჻