... (S-1727), 1837 წ.

623. კვლავაცა მითხრა ვისცა ღ~თი: საროს მორჩსა ტანად უხებს჻ მას ლახვარსა მოაშორვებს: თუცა პირველ გულსა უხებს჻ იგი მოგვცემს წყალობასა: მისსა ზეცით მოგვიქუხებს჻ ჭირსა ლხინად გაგვიცვალებს: არათ ოდეს შეგვაწუხებს჻

624. წამოვედით ნატირებნი: სრას დავსხედით თავის წინა჻ ფრიდონს უთხარ ჩემი შემწე: შენგან კიდევ არავინ ა჻ ვითა ღ~თსა შენი მსგავსი: სოფლად არა მოავლინა჻ მაშა რადგან შეგემეცენ: ამის მეტი რად რა მინა჻

625. არ ავი გესვა მოყვარე: ჟამი თუ მამხვდეს ჟამისად჻ ენა გონება მახმარე: გამოსარჩევლად ამისად჻ რა მოვაგვარო რა მიჯობს: სალხენლად ჩემად და ამისად჻ თუ ვერას ვარგებ ვიქმნები: ვერ დამყოფელი წამისად჻

626. მან მითხრა ბედი ღ~თისაგან: მიჯობსღა ამას რომელი჻ მოსრულხარ ჩემად წყალობად: მეფე ინდოეთს მჯდომელი჻ მემცა რად ვიყავ ამისთჳს: მადლისა რასმე მდომელი჻ ერთი ვარ მონა მონებად: წინაშე თქვენსა მდგომელი჻

627. ესე ქალაქი გზა არის: ნავთა ყოველგნით მავალთა჻ შემამკრეფელი ამბავთა: უცხოთა რათმე მრავალთა჻ აქა მოგესმის წამალი: შენ რომე დაუწვავ ალთა჻ ნუთუ ქნას ღ~თნ გარდასვლა: მაგაა ჭირთა და ვალთა჻

628. ჩვენ გავგზავნნეთ მენავენი: რომელთაცა კვლავ უვლია჻ მოგვინახონ იგი მთვარე: ვისთჳს ჭირი არ გვაკლია჻ მუნამდისცა მოიჭირვე: გონებამან არ დაგლია჻ ყოლა ჭირი არ ეგების: თუცა ლხინმან არ დასძლია჻

629. კაცი უხმე მასვე წამსა: ესე საქმე დაიურვეთ჻ უბრძანა თუ ნავებითა: წადით ზღვა ზღვა მოიცურვეთ჻ მოგვინახეთ საყვარელსა: მისსა მისთჳს მოასურვეთ჻ თავთა ჭირი უათასეთ: რამც უშვიდეთ რადმცა ურვეთ჻

630. აჩინნა კაცნი სადაცა: სადგურნი ნავთა სჩენოდეს჻ უბრძანა სძებნეთ ყოველგან რაცა ვის მისი გსმენოდეს჻ მოლოდნა მიჩნდა სალხინოდ: პატიჟნი მორე მლხენოდეს჻ უმისოდ ლხინი მინახავს: ამა დღისათჳს მრცხვენოდეს჻

631. ფრიდონ საჯდომნი დამიდგნა: ადგილსა საპატონოსა჻ მითხრა თუ მცდარ ვარ აქამდის: ვერ მივხვდი გასაგონოსა჻ ხარ დიდი მეფე ინდოთა: რა ვით ვინ მოგაწონოსა჻ ვინ არის კაცი რომელმან: თავი არ დაგამონოსა჻

632. რას ვაგრძელებდე მოვიდეს: ყოვლგნით ამბისა მძებნელი჻ ცუდნი და ცუდთა ადგილთა: თავისა დამაშრობელი჻ ვერა ვერ ეცნა ვერ იყვნეს: ვერას ამბისა მბობელი჻ მე უფრო მდინდეს თვალთაგან: კვლავ ცრემლი შეუშრობელი჻

633. მე ფრიდონს უთხარ ესე დღე: ვითა მესაზაროების჻ ამისად მოწმად ღ~თი მყავს: სათქმელად მეუცხოების჻ დახსნილ ვარ ლხინსა ყოველსა: მით გული ჭირსა მოების჻ უშენოდ მყოფსა ღამე და: დღეცა მესაღამოების჻

634. მაშა მე მისსა ამბავსა: რადგან აღარას მოველი჻ ვეღარ დავდგები გამიშვი: ვარ ფარმანისა მთხოველი჻ ფრიდონს რა ესმა ატირდა: სისხლითა მოერწყო ველი჻ მითხრა თუ ძმაო დღესიდგან: ცუდ ჩემი ლხინი ყოველი჻

635. თუცა დია მოიჭირვეს: ვერცა ეგრე დამიჭირეს჻ მისთა სპათა მუხლ მოყრილთა: თავი მათი ჩემკერძ ირეს჻ მეხვეოდეს მაკოცებდეს: ატირდეს და ამატირეს჻ ნუ წახვალო დაგაწამოთ: სიცოცხლეა ჩვენი ვირეს჻

636. ეგრე უთხარ თქვენი გაყრა: მეცა დია მეძნელების჻ მაგრა ლხინი უმისოსა: ჩემგან ძნელად გაიძლების჻ ჩემსა ტყვესა ვერ გავსწირავ: თქვენცა დია გებრალების჻ ნუვინ მიშლით არ დავდგები: არცა ვისგან დამეშლების჻

637. მერმე ფრიდონ მოიყვანა: მიძღვნა ესე ჩემი ცხენი჻ მითხრა ხედავ პირი მზისა: თქვენ საროსა ეგეც ხენი჻ ვიცი მეტი არა გინდა: ძღვენი რამცა გავკიცხენი჻ თჳთ ამანვე მოგაწონნეს: სახედრობა სიფიცხენი჻

638. ფრიდონ გამამყვა წავედით: ორთავე ცრემლნი ვღვარენით჻ მუნ ერთმანერთსა ვაკოცეთ: ზახილით გავიყარენით჻ სრულად ლაშქარნი მტიროდეს: გულითა მართლად არ ენით჻ გაზრდილ გამზრდელთა გაყრასა: ჩვენ თავნი დავადარენით჻

639. ფრიდონისით წამოსრულმან: წავე ძებნად კვლავ ვიარე჻ რომე არა არ დამირჩა: ხმელთა ზედა ზღვათა გარე჻ მაგრა მისსა მნახავსაცა: კაცსა ვერას შევეყარე჻ გული სრულად გამიშმაგდა: თავი მჴეცთა დავადარე჻

640. ვთქვი თუ ჩემგან აღარაა: სიარული ცუდი ცურვა჻ ნუთუ მჴეცთა სიარულმან: უკუმყაროს გულსა ურვა჻ მონათა და ამ ასმათსა: სიტყვა უთხარ შვიდი თუ რვა჻ ვიცი რომე დამირჯიხართ: დია გმართებს ჩემი მდურვა჻

641. აწ წადით და მე დამაგდეთ: ეტერენით თავთა თქვენთა჻ ნუღარ უჭურეტთ ცრემლთა ცხელთა: თვალთა ჩემთა მონადენთა჻ რა ესენი მოისმენდეს: საუბართა ესოდენთა჻ მითხრეს ჰაი ჰაი რასა ბრძანებ: ნუ მოასმენ ყურთა ჩვენთა჻

642. უშენოსა ნუმცა ვნახავთ: ნუ პატრონსა ნუ უფალსა჻ ნუთუ ღ~თნ არ გაგუყარნეს: ცხენთა თქვენთა ნატერფალსა჻ თქვენ გიჭვრეტდეთ საჭვრეტელსა: მშვენიერსა სატურფალსა჻ თურე ბედი მოაღაფლებს: კაცსა ეზომ არ ღაფალსა჻