... (S-1727), 1837 წ.

643. ვეღარ გავგზავნე სიტყვანი: მესმნეს მონათა ჩემთანი჻ მაგრა დავჰყარენ არენი: მე კაცრიელთა თემთანი჻ სახლად სამყოფნი მიმაჩნდის: თხათა და მათ ირემთანი჻ გავიჭერ სრულად დავტკეპნე: ქვე მინდორნი და ზე მთანი჻

644. ესე ქვაბნი უკაცურნი: ვჰპოვენ დევთა შეეკაფნეს჻ შემოვები ამოვწყვიტენ: ყოლე ვერას ვერ მეხაფნეს჻ მათ მონანი დამიჴოცეს: ჯაჭუნი ავად მოექაფნეს჻ საწუთრომან დამაღრიჯნა: ცქაფნი უფრო კვლა მეცქაფნეს჻

645. დევთა ყვირილი ზახილი: ზე ცამდის აიწეოდა჻ მათით ლახტის ცემითა: ქვეყანა შეირყეოდა჻ მზე დააბნელეს მტვერითა: ალვის შტო შეირხეოდა჻ ასი ერთ კერძო მამიხდეს: დავფრიწე დაიხეოდა჻

646. აჰა ძმაო მაშინდიდგან: აქა ვარ და აქა ვკვდები჻ ჴელი მინდორს გავიჭრები: ზოგჯერ ვტირ და ზოგჯერ ვბნდები჻ ესე ქალი არ დამაგდებს: არს მისთვისვე ცეცხლ ნადები჻ ჩემად ღონედ სიკვდილისა: მეტსა არას არ ვეცდები჻

647. რომე ვეფხი შვენიერი: სახედ მისად დამისახავს჻ ამად მიყვარს ტყავი მისი: ჩემთვის კაბად მამინახავს჻ ესე ქალი შემიკერავს: ზოგჯერ სულთქვამს ზოგჯერ ახავს჻ რადგან თავი არ მამიკლავს: ჴრმალი ცუდად მომიმახავს჻

648. მისსა ვერ იტყვის ქებასა: ყოველი ბრძენთა ენები჻ მას დაკარგულსა ვიგონებ: მე სიცოცხლისა მხსენები჻ მას აქათ ვახლავ ნადირთა: თავსა მათებრვე მჴსენები჻ სხვად არას ვიაჯ ღ~თისაგან: ვარ სიკვდილისა მქენები჻

649. პირსა იცა გაიხეთქა: ღაწვი ვარდი აახეწა჻ ლალი ქარვად გარდიქცია: ბროლი სრულად დაილეწა჻ ავთანდილსცა ცრემლი წასდის: წამწამთაგან ერთსა ხეწა჻ მერმე ქალმან და[ა]დუმა: მუჴლ მოყრილი შეეხვეწა჻

650. ტარიელ უთხრა ავთანდილს: ასმათის დადუმებულმან჻ შენ ყველაკაი გაამე: მე ვერას ვერ ამებულმან჻ გიამბე ჩემი ამბავი: სიცოცხლე გაარმებულმან჻ აწ წადი ნახე შენი მზე: ნახვისა მოჟამებულმან჻

651. ავთანდილ უთხრა მე შენი: გაყრა არ მამეთმინების჻ თუ გაგეყრები თვალთაგან: ცრემლიცა დამედინების჻ მართალსა გითხრობ ამისი: კადრება ნუ გეწყინების჻ შენ ვისთჳს კვდები მაგითა: მას არა არ ელხინების჻

652. რა აქიმი დასნეულდეს: რაზომ გაინდა საქებარი჻ მან სხვა იხმოს მკურნალი: და მაჯისა შემტყუებარი჻ მან უამბოს რაცა სჭირდეს: სენი ცეცხლთა მამდებარი჻ სხვისა სხვამან უკეთ იცის: სასარგებლო საუბარი჻

653. რაცა გითხრა მომისმინე: ბრძენი გეტყვი არა ჴელი჻ ასი გმართებს გაგონება: არ გეყოფის არ ერთჴელი჻ კარგად ვერას ვერ მოავლენს: კაცი აგრე გულ ფიცხელი჻ აწ მე მინდა ნახვა მისი: ვისგან დამწვავს ცეცხლი ცხელი჻

654. იგი ვნახო სიყვარული: მისი ჩემთჳს დავამტკიცო჻ მოვახსენო რაცა მეცნას: მეტი საქმე არა მიცო჻ შენ გენუკვი შემაჯერო: ღ~თი იღთო ცაცა იცო჻ ერთმანერთი არ გავსწიროთ: მაფიცო და შემომფიცო჻

655. რომე აქათ არ წახვიდე: შენ თუ ამას შემიპირო჻ მეცა ფიცით შეგაჯერებ: არასათჳს არ გაგწირო჻ კვლავ მოვიდე შენად ნახვად: შენთჳს მოვკუდე შენთჳს ვირო჻ ღ~თსა უნდეს ვისთჳს კვდები: მისთჳს აგრე არ გატირო჻

656. მან მიუგო უცხოს უცხო: ეგრე ვითა შეგიყვარდი჻ გასაყრელად გეძნელები: იადონსა ვითა ვარდი჻ რაგვარადმცა დაგივიწყე: რაგვარადმცა უკუმქარდი჻ ღ~თნ ქნას და კვლავცა გნახო: ალვა მორჩი განაზარდი჻

657. პირი შენი ნახვად ჩემად: თუ მობრუნდეს ტანი ითხოს჻ გული მინდორს არ გაიჭრას: არ ირმოს არცა ითხოს჻ თუ გიტყუო მოგაღორო: ღ~თნ რისხვით გამიკითხოს჻ შენმა ჭვრეტა სიახლემან: მამაქარვოს სევდა მითხოს჻

658. ამას ზედა შეიფიცნეს: მოყვარენი გულ სადაგნი჻ იაგუნდნი ქარვის ფერნი: სიტყვა ბრძენნი ცნობა შმაგნი჻ შეუყვარდა ერთმანერთი: სწვიდეს მიწყივ გულსა დაგნი჻ მას ღამესა ერთგან იყვნენ: მშვენიერნი ამხანაგნი჻

659. ავთანდილცა მასვე თანა: ტიროდა და ცრემლნი ღვარა჻ რა გათენდა წამოვიდა: აკოცა და გაეყარა჻ ტარიელს თუ ვით ეწყინა: რა ქმნას ამას ვერ მიმხვდარა჻ ავთანდილცა ჩატიროდა: შამბი შიგან ჩაიარა჻

660. ადრე მოვალ არ გაგწირავ: არას დავზამ შინა ხანსა჻ ოდენ სხვაგან არ წავიდეს: ნურსად არებს იმა ტანსა჻ აქათ ორ თვე არ მოვიდე: ვიქმ საქმესა დაუგვანსა჻ შეიგენით მივცემულვარ: ჭირსა რასმე თანისთანსა჻

ამბავი ავთანდილის არაბეთს შექცევისა ტარიელ რომ იპოვა და წავიდა჻

661. იგი მუნით წამოსრული: სევდამანცა განა მოკლა჻ პირსა იხოჭს ვარდსა აპობს: ჴელი მისი გაამხოკლა჻ სისხლსა მისგან დადენილსა: მჴეცი ყოვლმან გაამლოკლა჻ მისმან ფიცხლად სიარულმან: შარა გრძელი შეამოკლა჻