... (S-1727), 1837 წ.

682. ყმა წავიდა მხიარული: ლმობიერი არ გამწყრალი჻ ლომი მინდორს ლომთა თანა: მინდორს რული ფერ ნამკრთალი჻ ყმა სოფლისა ხასიათი: ჯავარი და სრული ლალი჻ მაგრამ ჰქონდა გულისათჳს: გული გულსა განაცვალი჻

683. მზე უკადრი ტახტსა ზედა: ზის მორჭმული არ ნადევრი჻ წყლად ეფრატსა უხვად ერწყო: ედემს რგული ალვა მჭევრი჻ ბროლ ბალახშსა აშვენებდა: თმა გიშერი წარბი ტევრი჻ მე ვინ ვაქებ ათინს ბრძენსა: ხამს აქებდეს ენა ბევრი჻

684. ყმა მხიარული წინაშე: დასვა სკამითა მისითა჻ სხენან სავსენი ლხინითა: ორთავე შესატყვისითა჻ უბნობდენ ლაღნი წყლიანნი: არა სიტყვითა მქისითა჻ უთხრა ვჰპოვეა პატიჟნი: ნახე ძებნითა ვისითა჻

685. ჰკადრა რა კაცსა სოფელმან: მისცეს წამალი გულისა჻ ხსოვნა არა ხამს ჭირისა: ვით დღისა გარდასრულისა჻ ვჰპოვე ხე ტანი ალვისა: სოფლისა წყალთა რწყულისა჻ მუნ პირი მსგავსი ვარდისა: მაგრა აწ ფერ ნაკრულისა჻

686. მუნ სარო მგზავსი ვარდისა: ვნახე მისჭირდა მინები჻ იტყვის დავჰკარგე ბროლი და: სადა რთავს ბროლსა მინები჻ მით ვიწვი რათგან ჩემებრვე: ცეცხლი სწვავს მოუთმინები჻ მერმე კვლავ ჰკადრა ამბავი: მან მისგან მონასმინები჻

687. სიარულსა მისგან ძებნად: სრულ პატიჟთა მოსთვლის ჭირსა჻ მერმე ჰკადრა საწადლისა: ღ~თმან პოვნა ვით აღირსა჻ საწუთრო და სოფელს ყოფნა: კაცი უჩნსო ვით ნადირსა჻ ოდენ ჴელი მჴეცთა თანა: იარების მინდორს ტირსა჻

688. ნუ მკითხავ ქება რა გკადრო: ჩემგან ვით გაგეგონების჻ მისსა მნახავსა ნახული: აღარა მოეწონების჻ თვალნი მჭვრეტელი ვით მზისა: ციაგსა დაეღონების჻ ვარდი და ქნილა ზაფრანად: აწ ია შეიკონების჻

689. წვრილად ჰკადრა რა იცოდა: რა ნახული რა ნასმენად჻ ვითა ვეფხსა წავარნა და: ქვაბი აქუსო სახლად მენად჻ ქალი ახლავს სასურველად: სულთა დგმად და ჭირთა თმენად჻ ვაი სოფელმან სოფელს მყოფი: ყოვლი დასვა ცრემლთა დენად჻

690. ქალსა რა ესმა ამბავი: მიხვდა წადილი ნებისა჻ განათლდა პირი მთვარისა: ვით ნათლად ნავანებისა჻ იტყვის რა უთხრა პასუხი: მას სათნებლისა თნებისა჻ რაა წამალი მისისა: წყლულისა განკურნებისა჻

691. ყმა ეტყვის ვის აქუს მინდობა: კაცისა მამცქაფავისა჻ მან ჩემთჳს დაწვა თავისი: დადვა არ დასაწვავისა჻ დრო დამიც ჩემგან მისულისა: მითქუმს დადება თავისა჻ მზე შემიფიცავს თავისა: ჩემგან მზედ სახედავისა჻

692. ხამს მოყვარე მოყვრისათვის: თავი ჭირსა არ დამრიდად჻ გული მისცეს გულისათჳს: სიყვარული გზად და ხიდად჻ კვლავ მიჯნურსა მიჯნურისა: ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად჻ აჰა მაქუსმცა უმისოსა: ლხინი არმად თავი ფლიდად჻

693. მზე ეტყვის მამხვდა ყოველი: ჩემი წადილი გულისა჻ პირველ შენ მოხველ მშვიდობით: მპოვნელი დაკარგულისა჻ მერმე ზრდა სიყვარულისა: გაქვს ჩემგან დანერგულისა჻ ვპჰოვე წამალი გულისა: აქამდის დადაგულისა჻

694. საწუთრო კაცსა ყოველსა: ვითა ტაროსი უხდების჻ ზოგჯერ მზე და ოდესმე: ცა რისხვით მოუქუხდების჻ აქამდის ჭირი ჩემზედა: აწ ესე ლხინად უხდების჻ რადგან შვება აქვს სოფელსა: თჳთ რად ვინ შეუწუხდების჻

695. შენ არ გატეხა კარგი გჭირს: ზენაარისა ფიცისა჻ ხამს გასრულება მოყურისა: სიყვარულისა მტკიცისა჻ ძებნა წამლისა მისისა: ცოდნა ხამს უიცისა჻ ჩემი თქვი რა ვქმნა ბნელ ქმნილმან: მზე მამეფაროს მე ცისა჻

696. ყმამან ჰკადრა სიახლითა: შევრთე ჭირი შვიდსა მე რვა჻ ცუდი არის დამზრალისა: გასათბობლად წყლისა ბერვა჻ ცუდი არის სიყვარული: ქუეით კოცნა მზისა წვერსა჻ თუ გიახლო ერთხელ ვაჲ და: რა მოგშორდე ათასჯერ ვა჻

697. ვაჲ თუ გავიჭრა გაჭრილსა: სადა გლახ დამწვავს სამალი჻ გული ძეს საგნად ისრისა: მესვრის საკრავად სამალი჻ დრო სიცოცხლისა ჩემისა: დღისითღა ჩანს ნასამალი჻ ფარვა მწადს მაგრა გარდახდა: ჟამი პატიჟთა სამალი჻

698. მესმა თქვენი ნაუბარი: გავიგონე რაცა ბრძანე ვარდსა ქაცვი მოაპოვებს: ეკალთამცა რად ვეფხანე მაგრა მზეო თავი მზესა: ჩემთჳს სრულად დააგვანე სიცოცხლისა საიმედო: ნიშანი რა წამატანე

699. ყმა ტკბილი და ტკბილ ქართული: სიკეთისა ჴელის მჴდელი჻ ამა ზედა ეუბნების: ვით გაზრდილსა ამომზრდელი჻ ქალმან მისცა მარგალიტი: სრულ ქმნა მისი საწადელი჻ ღ~თნ ქნა და გაუსრულდეს: ლხინი ესე აწინდელი჻

700. რა სჯობს რა კაცმან გიშერი: ბროლ ლალსა თანა ახიოს჻ ანუ ბაღს ალვა საროსა: ახლოს რგოს მორწყოს ახიოს჻ მისსა მჭვრეტელსა ალხინოს: ვერ მჭვრეტსა ავაგლახიოს჻ ვაი მოყვარისა გაყრილსა: ახიო ეყოს ახი ოს჻

701. მათ მიხვდა ლხინი ყოველი: ერთმანერთისა ჭვრეტითა჻ ყმა წამოვიდა გაყრილი: მივა გულითა რეტითა჻ მზე ტირს სისხლისა ცრემლითა: ზღვისაცა მეტის მეტითა჻ იტყვის ვერ გაძღა სოფელი: ვაჲ სისხლთა ჩემთა ხვრეტითა჻