... (S-1727), 1837 წ.

779. რადგან თავი სიცრუე: ყოვლისა უბადობისა჻ მე რად გავწირო მოყვარე: ძმა უმტკიცესი ძმობისა჻ არა ვიქ ცოდნა რას მარგებს: ფილასოფოსთა ბრძნობისა჻ მით ვისწავლიდით მოგვეცეს: შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა჻

780. წაგიკითხავს სიყვარულსა: მოციქულნი რაგვარ სწერენ჻ ვით იტყვიან ვით აქებენ: ცან ცნობანი მიაფერენ჻ სიყვარული აგვამაღლებს: ვით ეჟვანი ამას ჟღერენ჻ შენ არ სჯერხარ უსწავლელნი: კაცნი რადმცა შევაჯერენ჻

781. ვინ დამბადა შეძლებაცა: მანვე მომცა მძლევად მტერთად჻ ვინ არს ძალი უხილავი: შემწე ყოვლთა მიწიერთად჻ ვინ საზღვარსა დაუსაზღურებს: ზის უკვდავი ღ~თი ღ~თად჻ იგი გაჰჴდის წამი ყოფით: ერთსა ასად ასსა ერთად჻

782. რაცა ღ~თსა არა სწადდეს: არა საქმე არ იქმნების჻ მზისა შუქთა ვერა მჭვრეტი: ია ხმების ვარდი ჭკნების჻ თვალთა ტურფა საჭვრეტელი: ყველა რამე ეშვიდნების჻ მე ვით გავსძლო უმისობა: ან სიცოცხლე ვით გეთნების჻

783. რაზომცა სწყრები შემინდევ: შეცულა თქვენისა მცნებისა჻ ძალი არ მქონდა ტყვე ქმნილსა: მე მაგისისა თნებისა჻ აწ წასულა იყო წამალი: ჩემთა სახმილთა გზნებისა჻ სადა გინდ ვიყო რამგამა: ყოფაცა მქონდეს ნებისა჻

784. არას გარგებს სიმძიმილი: უსარგებლო ცრემლთა დენა჻ არ გარდავა გარდუვალად: მომავალი საქმე ზენა჻ წესი არის მამათაგან: მოჭირვება ჭირთა თმენა჻ არვის ძალუც ხორციელსა: განგებისა გარდავლენა჻

785. რაცა ღ~თსა გაუგია: თავსა ჩემსა გარდასავლად჻ გარდამჴდეს და შემოვიქცე: აღარ დამრჩეს გული ავლად჻ თქვენვე გნახნე მხიარულნი: დიდებით და დავლა მრავლად჻ მას რა ვარგო დიდებად და: კმარის ესე ჩემად დავლად჻

786. მეფეო ესე თათბირი: მამკალ ვინ დამიწუნოსა჻ მეფეო ნუთუ წასვლამან: თქვენ ჩემან დაგაჭმუნოსა჻ ვერ ვეცრუები ვერ უზამ: საქმესა საძაბუნოსა჻ პირის პირ მარცხვენს ორნივე: მივალთ მას საუკუნოსა჻

787. არ დავიწყება მოყვრისა: აროდეს გვიზამს ზიანსა჻ ვგმობ კაცსა უაუგოსა: ცრუსა და ღალატიანსა჻ ვერ ვეცრუები ვერ უზამ: მას ჴელმწიფესა სვიანსა჻ რა უარია მამაცსა: სულ დიდსა წასულა გუიანსა჻

788. რა უარეა მამაცსა: ომშიგან პირის მხმეჭელსა჻ შემდრკალსა შეშინებულსა: და სიკვდილისა მეჭველსა჻ კაცი ჯაბანი რათა სჯობს: დიაცსა ქსლისა მბეჭველსა჻ სჯობს სახელისა მოხვეჭა: ყოველსა მოსახვეჭელსა჻

789. ვერ დაიჭირავს სიკუდილსა: გზა ვიწრო ვერცა კლდოვანი჻ მისგან ყოველი გასწორდეს: სუსტი და ძალ გულოვანი჻ ბოლოდ შეჰყარნეს მიწამან: ერთგან მოყმე და მჴცოანი჻ სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა: სიკვდილი სახელოვანი჻

790. მერმე ვიშიშვი მეფეო: თქვენად კადრებად ამისად჻ სცდების და სცდების სიკვდილსა: ვინ არ მოელის წამისად჻ მოვა შეყრელი ყოველთათჳნ: ერთად დღისა და ღამისად჻ თუ ვერა გნახნე ცოცხალმან: სიცოცხლე მქონდეს ჟამისად჻

791. თუ საწუთრომან დამამხოს: ყოველთა დამამხობელმან჻ ღარიბი მოვჰკვდე ღარიბად: ვერ დამიტიროს მშობელმან჻ ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა: და ვერცა მისანდობელმან჻ მუნ შემიწყალოს თქვენმავე: გულმან მოწყალე მლმობილმან჻

792. მაქვს საქონელი ურიცხვი: ვერვისგან ანაწონები჻ მიეც გლახაკთა საჭურჭლე: ათავისუფლე მონები჻ შენ დაამდიდრე ყოველი: ობოლი არას მქონები჻ მიღვწიან მამიგონებენ: დამლოცვენ მოვეგონები჻

793. რაცა თქვენთვინ არ ვარგიყოს: საჭურჭლესა დასადებლად჻ მიეც ზოგი ხანაგათა: ზოგი ხიდთა გასადებლად჻ ნურა ნუ გშურს საქონელი: ჩემი ჩემთჳს წასაგებლად჻ შენგან კიდე არვინ მივის: ცეცხლთა ცხელთა დამავსებლად჻

794. ამას იქით ჩემგან ჩემი: ამბავიცა არ გეცნევის჻ ამად გვედრებ სულსა ჩემსა: წიგნი გკადრებს არ გეთნევის჻ არას არგებს ეშმაკისა: საქმეთაგან დაეძლევის჻ შემინდევ და შემივედრე: მკვდარსა რაღა გარდმეჴდევის჻

795. გვედრებ მეფეო შერმადინს: მონასა ჩემსა რჩეულსა჻ ნაკად აქვს ჭირი სამისოდ: ამ წელიწადსა წლეულსა჻ ნუგეშინის ეც წყალობით: ჩემგან წყალობა ჩვეულსა჻ ნუ დაადინებ თვალთაგან: ცრემლთა სისხლითა ფრქვეულსა჻

796. გასრულდა ჩემი ანდერძი: ჩემგან ნაწერი ჴელითა჻ აჰა გამზრდელო მოგშორდი: წაველ გულითა ჴელითა჻ ნუ სჭმუნავთ ჩემთჳს მეფენი: ნუ ხართ მოსილი ბნელითა჻ სუფევითამცა ხარ თავითა: მტერთაგან საკრძალველითა჻

797. მისცა ანდერძი შერმადინს: რა გაათავა წერითა჻ უთხრა ჰკადრეო მეფესა: საქმითა მეცნიერითა჻ შენ დაგამეტებს ვერავინ: მსახურებითა ვერითა჻ მოეხვია და ატირდა: ცრემლითა სისხლთა ფერითა჻

ლოცვა ავთანდილისაგან მიზგითად და გაპარვა მისი჻