... (S-1727), 1837 წ.

798. ილოცავს იტყვის მაღალო: ღ~თო ხმელთა და ცათაო჻ ზოგჯერ მამცემო პატიჟთა: ზოგჯერ კეთილთა მზათაო჻ უცნაურო და უთქმელო: უფალო უფლებათაო჻ მომეც დათმობა სურვილთა: მფლობელო გულის თქმათაო჻

799. ღ~თო ღ~თო გეაჯები: რომელი ჰფლობ ქვენათ ზესა჻ შენ დაბადე მიჯნურობა: შენ აწესებ მისსა წესსა჻ მე სოფელმან მამაშორვა: უკეთესსა ჩემსსა მზესა჻ ნუ ამოფხვრი სიყვარულსა: მისგან ჩემთჳს დანათესსა჻

800. ღ~თო ღ~თო მოწყალეო: არვინ მივის შენგან კიდე჻ შენგან ვითხოვ შეწევნასა: რაზომსაცა გზასა ვლიდე჻ მტერთა ძლევა ზღვათა ღელვა: ღამით მავნე გამარიდე჻ თუღა დავრჩე გმსახურებდე: შენდა მსხვერპლსა შევსწირდე჻

801. რა ილოცა ცხენსა შეჯდა: მალვით კარნი გაიარნა჻ შერმადინცა დააბრუნა: თუმცა ვამნი ადიადნა჻ მონა ტირს და მკერდსა იცემს: საბრალომან ცრემლი ღვარნა჻ პატრონისა ვერა მჭვრეტმან: ყმამან რამცა გაიხარნა჻

802. აწ ამბავი სხვა დავიწყო: ყმასა წავყვეთ წამავალსა჻ არ შეექნა დარბაზობა: მას დღეს როსტანს გულ გამწყრალსა჻ რა გათენდა ქუში ადგა: გავს თუ ადენს პირით ალსა჻ ჴმობა ბრძანა ვეზირისა: მიიყუანდეს შიშით მკრძალსა჻

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვით წასვლა჻

803. რა ვაზირი მოწიწებით: დარბაზს ნახა შემოსრული჻ როსტან უთხრა არა მახსოვს: გუშინდელი შენგან ქნილი჻ მაწყინე და გამარისხე: ვერ დავიღე დიდხანს სული჻ აზომ რომე გაგათრივე: შენ ვაზირი გულის გული჻

804. თუ რად მახსოვს რად უნდოდა: ისრე ავად რად გაგჴადე჻ მართლად უთქუამს მეცნიერთა: წყენააო ჭირთა ბადე჻ ესე გვარსა ნუ ოდეს იქ: საქმე ხოლე გაიცადე჻ აწ მითხარ თუ რას იტყოდი თქვი და სიტყვა გააკვლადე჻

805. კვლავ მოახსენა ვეზირმან: სიტყვა ნაგუშინდელევი჻ რა გაიგონა შესთვალა: პასუხი არ ნაკრძელევი჻ შენ თუ უშმაგო მგონიხარ: ვარმცა ურია მე ლევი჻ კვლავ ამაგის მეტად ნუ მასმენ: თვარე მე სულად გელევი჻

806. რა გამოვიდა ვაზირმან: ძებნა ვერ ჰპოვა მინანი჻ მართ გაპარვასა უთხრობდეს: მონანი ცრემლთა მდინანი჻ მან თქვა მე დარბაზს ვერ შევალ: მახსოვან დღენი წინანი჻ ვინცაღა ჰკადრებს მან ჰკადროს: რაცა ვჰთქვი მასცა ვინანი჻

807. რა ვეზირი არ შევიდა: კვლავ მეფემან კაცი გზავნის჻ კაცმან ცნის და გარეთ დადგის: წასვლა ვერვინ გაამჟღავნის჻ როსტანს ეჭვი შეუვიდა: ჭმუნვა ამით გაათავნის჻ თქუა უცილოდ გაიპარა: ვინ მარტომან ასთა ავნის჻

808. თავ დადრეკით იგონებდა: გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი჻ უში ქნა და აიხედნა: უბრძანებდა მონას მიდი჻ მოვიდეს და აწ მიანბოს: შემოვიდეს იგი ფლიდი჻ რა ვეზირი შემობრუნდა: ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი჻

809. კვლავ შევა დარბაზს ვეზირი: დაღრეჯით არ მხიარულად჻ მეფემან ჰკითხა წასრულა: მზე დაუდგრომლად მთვარულად჻ მან მოახსენა ყუელაი: ვით წასრულიყო ფარულად჻ მზე აღარ მზეობს ჩვეთანა: დარი არ დარობს დარულად჻

810. რა მეფემან მოისმინა: დაიზახნა მეტის მეტნი჻ მოსთქვამს იტყვის ვაი გაზრდილო: ვეღარ გნახვენ თვალნი რეტნი჻ პირსა ხოჭით წვერსა გლეჯით: გააკვირნა მისნი მჭვრეტნი჻ სად წახველ და სად დაგკარგენ: სინათლენი ეგე სვეტნი჻

811. თუ თავი შენი შენ გახლავს: ღარიბად არ იხსენები჻ მაგრა მე რა ვქნა გაზრდილო: აწ სახლად მართებს სენები჻ გამაღარიბე დამაგდე: გულსა გლახ ვისთჳს ენები჻ შენად შეყრამდის პატიჟთა: ჩემთა ვერ იტყვის ენები჻

812. ოდეს გნახავ მხიარულსა: ნადირობით შემოსრულსა჻ ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა: ტანსა მჭევრსა ჯავარ სრულსა჻ ვეღარ ვისმენ ხმასა შენსა: სასმენელად მე მას სულსა჻ აწ უშენოდ რა გლახ უყო: საჯდომსა და სრასა სრულსა჻

813. ვიცი არ მოგკლავს შიმშილი: რაზომცა დია ირები჻ შენ შენი მშვილდი დაგარჩენს: შენთა ისართა პირები჻ ნუთუ კვლავ ღთ~ნ წყალობით: გაგიადვილოს ჭირები჻ მაგრა თუ მოვჰკვდე გაზრდილო: ვისგანღა დავიტირები჻

814. ზარი გაისმა შემოკრბა: ჯარი მრავალი კაცისა჻ დარბაზს ხასთაგან ჯარია: ჴელითა წვერთა ტაცისა჻ იგლეჯს და იცემს ყველაი: ხმა ისმის თავსა ტკაცისა჻ თქვეს ბნელი გვმართებს დღე კრულთა: მზე მიგვიდრკა ცისა჻

815. რა მეფემან დიდებულნი: ნახა სულთქმით შემოსტირნა჻ უთხრა ხედავთ მზემან ჩვენმან: შუქნი სრულად დაგვიძვირნა჻ რა ვაწყინეთ რა შევსცოდეთ: რად დაგუყარნა რად გაგვწირნა჻ სპანი მისგან დაჭირულნი: ვინცაღა ვით დაგვიჭირნა჻

816. ყოვლნი ტიროდეს მოთქმიდეს: მერმე დაწყნარდეს გვიანად჻ მეფემან ბრძანა იკითხეთ: მარტოა ანუ ყმიანად჻ მოვიდა მონა შერმადინ: მოშიშრედ სირცხვილიანად჻ ანდერძი ჰკადრა ატირდა: სიცოცხლე უჩნდა ზიანად჻